როგორ ჩავწეროთ windows დისკზე

  • K1CK3R
  • დეკემბერი 18, 2011

დღესდღეობით ხშირად ვაწყდები ჩვენს ქართულ ფორუმებზე თემებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა ჩაწერონ windows ჩვეულებრივ dvd/cd დისკზე, ზუსტად ამიტომ, დღეს გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ყველაფრის გაკეთება, დამხმარე პროგრამის მეშვეობით, რომლის სახელიც Infrarecorder–ია (პროგრამა შეგიძლიათ გადმოწეროთ მითითებული ბმულიდან).

როდესაც პროგრამას გადმოწერთ, დააინსტალირებთ და გახსნით, თქვენს ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა (იხილეთ სურათი).

როგორც მიხვდით უნდა დავაწვეთ icon-ს სახელად Write Image.

ამის შემდეგ გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც უნდა აირჩიოთ თქვენი windows–ის ფაილი, რომელიც გსურთ რომ დისკზე ჩაწეროთ (იხილეთ სურათი)

ახლა უკვე ჩვენი windows მზად არის დისკზე ჩასაწერად, მხოლოდ მონაცემების მითითებაა საჭირო, რომელიც ასევე სურათზე შეგიძლიათ ნახოთ, ერთადერთი რისი შეცვლაც მოგიწევთ არის სისწრაფე, სხვა ყველაფერი default-ად იქნება. ყველაზე დაბალ სისწრაფეზე დააყენეთ ჩაწერის დროს, პრობლემების თავიდან ასაცილებლად და დააწექით OK-ს (იხილეთ სურათი)

შემდეგ კი უბრალოდ დაელოდეთ სანამ არ ჩაიწერება, დასრულების შემდეგ კი დისკი ავტომატურად გამოვა და გექნებათ საშუალება უპრობლემოდ ისარგებლოთ თქვენი windows-ის დისკით.

წინა «
შემდეგი »