როგორ წავიკითხოთ ვან გოგის ნახატები?

  • tamkaka
  • დეკემბერი 23, 2015

ვინსენტ ვან გოგიმართალია კაცობრიობას მრავალი არაჩვეულებრივი მხატვარი ახსოვს და აღაფრთოვანებს, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს განსაკუთრებით გამოვყოფდი. ეს არის ვინსენტ ვილემ ვან გოგი. ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს სოფელ გროტ-ზიუნდერში (ჰოლანდია). ბავშვობიდანვე ჩუმი და გონიერი იყო. ორი ძმა და სამი და ჰყავდა.1860 წელს სკოლა დაამთავრა და სახლში სწავლობდა.1864 წელს დაწყებით სასწავლებელში გაემგზავრა. 4 წელიწადში სკოლა მიატოვა და სახლში დაბრუნდა. ,,ჩემი სიყმაწვილე იყო პირქუში, ცივი და უნაყოფო”_ამბობდა იგი. 1873 წელს ლონდონში იმუშავა და ძალიან ბედნიერი იყო. იქ სახლის მეპატრონის ქალიშვილი შეუყვარდა, რომელმაც გრძნობაზე უარით უპასუხა. ვან გოგი მას სახლთან ელოდა, ხელი ანთებულ სანთელს დაადო და ასე განაგრძო ლოდინი. ქალი არ გამოვიდა. სწორედ მისმა უცნაურმა ხასიათმა მოახდინა გავლენა ჩემს პიროვნებაზე. თუნდაც ეს ვისთვის მცირე და ვისთვის დიდი თავგანწირვა მეტყველებდა იმაზე თუ რა დონის სიყვარული შეეძლო მას განეცადა. მისმა რელიგიურმა განცდებმა ხატვა დააწყებინა და ბრიტანეთის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. არლში ნატურიდან ხატავდა. იგი 16 საათს მუშაობდა და სიცოცხლეში ვერ ჰპოვა აღიარება. ძლიერ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ზოგჯერ ფანქრებისა და საღებავების ფულიც არ ჰქონდა.

დიდ ემოციას ჩემში მისი ნამუშევარი “კარტოფილით ვახშმობა” იწვევს. “მინდოდა გამომეხატა აზრი, რომ ამ უბრალო ადამიანებმა, რომლებიც შინ, ლამპის შუქზე კარტოფილს შეექცევიან, თვითონვე ამოიღეს მიწიდან ეს კარტოფილი.

კარტოფილით ვახმობა

ჩემი სურათი პატივს მიაგებს ხელით შრომასა და საკვებს, რომელიც მათ ასე პატიოსნად მოიპოვე… მსურს ეს სურათი არც ლამაზი ეგონოთ და არც კარგად დახატული”_ამბობდა სურათის შესახებ ავტორი. საქმე სურათის სილამაზეს კიარა სურვილს ეხებოდა რომელიც სხვისი ტკივილის გაზიარებას ითვალისწინებს. ეს შედევრი ვან გოგის მიმართ დიდ კეთილგანწყობას მიქმნის. მას კარგად ესმოდა ამ ადამიანების თავისი სოციალური პირობების გამო და ტკიოდა გული, რომ ვერავინ ხედავს, ვერავინ აფასებს მათ შრომას. ტილო ჩემი აზრით მხატვრის სულის გამოძახილია და ასევე ჩანს ის იმედიც რომ მას საზოგადოება გაუგებს. ვან გოგის ნახატებისათვის დამახასიათებელი ხომ სწორედ სიცოცხლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროს, მზის, ანუ ყვითელი ფერია.

მხატვრის “მზესუმზირები” მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებას წარმოადგენს. ვან გოგი თვლიდა რომ ამ ნახატში ყვითელი ფერის ჰარმონიას მიაღწია.

მზესუმზირები

ჩემი აზრით მისი ეს შედევრი იმიტომ გახდა ასეთი პოპულარული, რომ რაც უფრო დიდხანს უყურებ სახეს იცვლის და გაცილებით მდიდრული ხდება. იგი არ გავს ვან გოგის ყოფა-ცხოვრებას, მისი სრულიად საწინააღმდეგო ვარიანტია. მან თითქოს ფუფუნება დახატა, რაც მას არ გააჩნდა ცხოვრებაში.

საინტერესოა მისი ფეხსაცმლის ნახატები. ამ ნახატებში ნელ-ნელა ვითარდება ფერები. ჩემი აზრით ვან გოგმა მათში ჩადო ის ტკივილი რაც თვითონ განიცადა ცხოვრებაში. დატანჯულ ფეხსაცმელებს ეტყობოდათ რომ ბევრი იარეს. მიუხედავად ამდენი ტანჯვისა სურათებზე კვლავ ყვითლად განათებული იმედი დომინირებს. ეს ჩემში ისევ პოზიტიურ განწყობას აღვიძებს ცხოვრების მიმართ, მახსენდება რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ხელის ჩაქნევა არაფერზე არ ღირს.

რაც შეეხება ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ნახატს, რომელიც ვინსენტ ვან გოგმა შეასრულა, დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ეს არის “ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე“. ვან გოგმა გამოსახა ქალაქი არლი ღამით.

ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე

მიზეზი რის გამოც შედევრს ასე გამოვარჩევ ღამისა და ზღვის ტანდემია. ჩემი დროის უსაყვარლესი მონაკვეთი ღამეა. ღამე ყველაზე უკეთ შემიძლია ფიქრი, აზროვნება, ურთიერთობა. ხოლო ზღვას რაც შეეხება ბუნების ქმნილებებიდან პირველი ადგილი უკავია ჩემთვის. ვან გოგმა არაჩვეულებრივად ასახა სინათლეების ლიცლიცი წყალში და საოცრად მისტიური ფერი_ლურჯი შეარჩია. ტილო დადებით ემოციას აღძრავს ჩემში და მიჩნდება სიმშვიდის შეგრძნება. შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო და არ დავიღალო გამოწვეული ემოციით. შედევრის მისტიურობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ რამდენჯერაც არ უნდა შევხედო ყოველთვის ახალ ახალ ფრაგმენტებს ვაწყდები.

ღამის კაფე“_ეს შედევრი არ არის ჩვეულებრივი კაფის სურათი, ეს კაფე ადგილსამყოფელია სადაც ადამიანი სრულ განადგურებამდე მისი და ჭკუიდან ირყევა. ჩემი აზრით ვან გოგს სურდა გადმოეცა ადამიანთა განწყობა, მათი არამდგრადი ხასიათი.

ღამის კაფე

ეს ტილო ჩემში უცნაურ გრძნობას იწვევს. სტანდარტული სიტუაციაა, მაგრამ შექმნილი გარემო და ჭარბი წითელი ფერი ავის მომასწავებელია. დროში გაყინულ ხალხს თითქის ეშინია ერთურთში ჩაბუდებული ურჩხულის, რომელსაც სასმელი გააღვიძებს.

ვან გოგი ფსიქიურად დაავადდა და მისი ცნობილი ნახატი “ყვავები პურის ყანაში“, ბევრი ავადმყოფობისა და მკურნალობის შემდეგ დახატა. ეს ტილო სევდიან განწყობას მიქმნის და მაფიქრებს მის განვლილ ცხოვრებაზე, იმ გაჭირვებით გამოვლილ წლებზე და იმედგაცრუებებზე. ამ ტილოს ხანგრძლივი ცქერის შემდეგ გავიფიქრე, რომ ესეთი უიღბლო ცხოვრება რომ არ ჰქონოდა შეიძლება არც გამხდარიყო საქვეყნოდ ცნობილი. სწორედ იმ განწყობამ და მსოფლმხედველობამ შექმნა ყველაფერი, რომელიც დღეს ასეთი აღიარებულია.

ყვავები პურის ყანაში

ვან გოგის ამ ნამუშევარში ხორბლის დამძიმებული თავთავები მის განვლილ ცხოვრებას ასახავს და ყორნები კი მისი წასვლის ჟამს მოასწავებენ. იგი თითქოს გრძნობდა გარდაცვალებას და მიუხედავად ნახატში შექმნილი ამდენი პესიმიზმისა, მაინც იგრძნობა იმედის ნაპერწკალი, რასაც ყვითლად გადაპენტილი ხორბლის თავთავები იუწყება. ამდენი გაჭირვების, როგორც სულიერი ისე ფიზიკური ტრავმების მიუხედავად იგი ჩემთის მაინც ოპტიმისტ და სიცოცხლის მოყვარულ შემოქმედად რჩება. მას მუდამ უძალიანდებოდა ბუნება, მაგრამ არასოდეს ნებდებოდა და საწადელს მიაღწია კიდეც.

“ყველა საქმეში მთავარია მიზანი და გამარჯვება, რომლის მისაღწევად მთელი ცხოვრების მანძილზე დაძაბული მუშაობაა საჭირო, ძნელად მიღწეული გამარჯვება, უფრო დიდი გამარჯვებაა”_წერდა ვან გოგი თავის ძმას, თეოს…

წინა «
შემდეგი »