როგორ წარმოიშვა პლასტიკური ბარათები?

  • Creed
  • დეკემბერი 1, 2013

პლასტიკური-ბარათი-ihow.geსპეციალისტები ბოლომდე ვერ თანხმდებიან პლასტიკური ბარათების წარმოშობის ვადის შესახებ. ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სხვადასხვა სახის ბარათი სხვადასხვა პერიოდში გამოვიდა, თუმცა ისინი ხშირად ეშლებათ ერთმანეთში. ძირითადად მათ ეძახიან პლასტიკურ ბარათებს, საკრედიტო ბარათებს, საბანკო ბარათებს. ამ დროს ეს სამივე ბარათი აღნიშნავს განსხვავებულ მცნებებს: პლასტიკური ბარათი – ბარათის დამზადების მასალას, საკრედიტო ბარათი – ბარათის მფლობელსა და გამომშვებს შორის ანგარიშსწორების სქემას, საბანკო ბარათი – იმას, რომ ის ბანკის მიერ არის ემიტირებული.

 

ბარათების დაბადების ადგილად უდავოდ აშშ ითვლება. მე-20 საუკუნის დასაწყისში (1914 წელს), როდესაც სამომხმარებლო კრედიტების ბაზარი ძალებს იკრებდა, ზოგიერთმა მაღაზიამ დაიწყო თავისი მუდმივი კლიენტებისათვის ბარათების გაცემა – რათა ისინი “მიება” თავისთან.

 

Diners-Club-პირველი-ბარათი-ihow.geმიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა გარკვეული სახის ბარათები, პირველი უნივერსალურ საგადამხდელო ბარათად სპეციალისტები თვლიან 1949 წელს გამოშვებულ “Diners Club”-ის ბარათს. ამ ბარათის ძირითადი განსხვავება სხვა ბარათებისაგან იმაში მდგომარეობდა, რომ კლიენტებსა და კომერციულ ბანკებს შორის გაჩნდა შუამავალი ორგანიზაცია, რომელიც მათ შორის ანგარიშსწორებას ახორციელებდა. სწორედ ამ ფაქტმა მისცა “Diners Club”-ის ბარათს, განსხვავებით სხვა სამაღაზიო, `საბენზინო~ ბარათებისა, საშუალება დასახელებულიყო პირველ მასობრივ უნივერსალურ ბარათად.

 

აღნიშნული ბარათი იყო ერთადერთი და წარმატებით ვითარდებოდა ამერიკულ ბაზარზე, სანამ 1958 წელს შექმნილი ბარათების სისტემა “Card blanch”-ი 1965 წელს არ შეიძინა “First National City Bank”-მა (შედგომში CityBank)

 

1958 წლის 1 ოქტომბერს გამოვიდა “American Express”-ის პირველი ბარათი. უკვე ერთი წლის შემგომ ეს კომპანია მოიცავდა 32 000 ორგანიზაციას და 475 000 ბარათის მფლობელს.

 

Americard-ის-ბარათი-ihow.geსაბარათე ბიზნესის განვითარებათან ერთად ბანკების უმეტესობა წააწყდა პრობლემას – ქსელის ლოკალურობას და 1966 წელს Bანკ ოფ Aმერიცამ დაიწყო სხვა ბანკებისათვის “Bank Americard”-ის ბარათების გამოშვების ლიცენზიის გაყიდვა. ამის პასუხად “BBank of  America”-ს კონკურენტმა რამოდენიმე ბანკმა შექმნა ბანკთაშორისი საბარათე ასოციაცია ICA (Interbank Card Association). 1969 წელს ამ ასოციაციამ შეიძინა უფლებები ბარათზე “Master Card”-ი და ICA-ს წევრმა ბანკებმა დაიწყეს ამ ბარათების გამოშვება. თავის მხრივ “Bank Americard”-ის ემიტენტმა ბანკებმა მოითხოვეს საბარათე პროგრამის “Bank of  America”-ს მფლობელობიდან გამოყვანა და 1970 წლის ივლისში შეიქმნა კომპანია “National Bank Americard Incorporated” (NBI). ასე და ამგვარად სამოცდაათიანი წლების ბოლოს აშშ-ში საბანკო უნივერსალური ბარათების ბაზარზე ლიდერობდა ორი კომპანია ICA და NBI.. არასაბანკო ბარათების ბაზარზე კი ლიდერობდა “American Express”

 

ამერიკული ბაზრის განვითარებასთან ერთად მიმდინარეობდა საბარათე ბიზნესის ინტერნაციონალიზაციაც. ის დაიწყო 1951 წელს, როცა “Diners Club”-მა გაყიდა თავისი სახელის გამოყენების უფლება დიდ ბრიტანეთში.

 

დაახლოებით ამავე დროს სასტუმროების ბრიტანულმა ასოციაციამ დაიწყო საკრედიტო ბარათების BHR  გამოშვება, რომლებიც საბანკო არ იყო, მაგრამ იყო უნივერსალური ბარათები. 1965 წელს ეს სისტემა გაერთიანდა თავის შვედურ კონკურენტთან “Rikskort”-თან და ჩამოყალიბებულ კომპანიას, რომელსაც შტაბ-ბინა შვეციაში ჰქონდა, “Eurocard International”-ი დაერქვა.

 

ამასთან იზრდებოდა ამერიკული საბარათე კომპანიების კონკურეცია ევროპაში. 1974 წელს NBI-მ მიაღწია დიდ უპირატესობას ICA-თან შედარებით, გააფორმა რა ხელშეკრულება “Express Card”-თან, რომელიც ასოციაცია “Eurocard”-ში შედიოდა. ასე დაიწყო ამ ორი კომპანიის ურთიერთობა.

 

Americard-ის-ვიზად-გადაქცეული-ihow.geეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1976 წელს “Bank Americard”-მა სახელი შეიცვალა და დაირქვა ყველსათვის ნაცნობი სახელი “VISA”. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა NBI-მაც 1980 წელს და თავის ბარათს მისცა უფრო საერთაშორისო სახელი “Mastercard”-ი.

 

 

 

ამ დროს “Eurocard”-იც არ იდგა ერთ ადგილზე. გააფართოვა რა თავისი თანამშრომლობა “Mastercard”-თან ამ ასოციაციამ გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან Cirrus Maestro, რამაც მას მისცა საშუალება გაეფართოვებინა შეთავაზებული მომსახურების არეალი, მისცა რა თავის კლიენტებს საშუალება ბანკომატებიდან ნაღდი ფულის მოხსნისა. 1992 წლის ბოლოს “Eurocard International”-ი გაერთიანდა სისტემასთან “Eurocheck”. ახალ ორგანიზაციას “Europay International”-ი დაერქვა.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.