როგორ წარმოიშვა ჯინსები?

  • natinati
  • ივლისი 15, 2014

ჯინსიდღესდღეობით შეიძლება ითქვას რომ ჯინსები ყველაზე მოდური ტანისამოსია. ქალს, მამაკაცს, ახალგაზრდას, ხანშიშესულს თუ ბავშვს, ყველას აცვია ჯინსის ქსოვილისგან შეკერილი სხვადასხვა სამოსი, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის ჯინსის ისტორია.

ჯინსის გამომგონებლად ითვლება ვინმე ლეიბ შტრაუსი, რომელსაც გემზე მგზავრობის დროს ლევი შტრაუსს ეძახდნენ. 1853 წელს იგი ბავარიიდან ამერიკაში ჩამოვიდა. თუმცა მომჭირნეობის გამო 24 წლის ლევი ქუჩაში აღმოჩნდა უკაპიკოდ და ყოველგვარი სახსრების გარეშე, მხოლოდ ერთი რულონი აფრისის ტილო გააჩნდა, ისიც მამასის დანატოვარი იყო. ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ თუ როგორ უნდა ერჩინა თავი და რა გზას სწეოდა, ლევიმ გადაწყვიტა რამენაირად გამოეყენებინა მამის დანატოვარი. ითხოვა მაკრატელი, ნემსი, ძაფი და საკუთარი ხელით შეკერა პირველი ჯინსის შარვალი, რომელიც გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად. ერთ წელიწადში კი იმდენი მოახერხა რომ სანფრანცისკოში გახსნა შარვლის კერვის სახელოსნო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მამის დანატოვარი ქსოვილის დამთავრების შემდეგ ლევი იყენებდა ლურჯი ფერის ბამბისაგან დამზადებულ სარჟის ქსოვილს, რომელსაც აგრეთვე იყენებდნენ გემის იალქნების დასამზადებლად.

ძალიან საინტერესოა ჯინსის სახელწოდების ისტორიაც. ქსოვილი რომლისგანაც იკერებოდა ჯინსის შარვლები, იტვირთებოდა იტალიის საპორტო ქალაქ გენოაში და შესაბამისად გასაგზავნ ფუთებზე ეწერა ქალაქის სახელი გენოა, რომელსაც ამერიკელები თავისებურად კითხულობდნენ და გამოითქმებოდა როგორც ჯინსი. ამის გამო არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება ჯინსი.

თავდაპირველად ჯინსის სამოსი ითვლებოდა სამუშაო ტანსაცმელად და მისი მომხმარებლებიც ამერიკელი მუშები იყვნენ.

1873 წელს მკერავის იაკობ დევისისა და ლევი შტრაუსის ერთობლივი ძალებით შეიქმნა “ლივაი სტროს ენდ კომპანი”, რომელმაც გამოუშვა ორიგინალური, ჯიბეებიანი ჯინსები “ლივაისი”.

1986 წელს ჯინსის შარვალზე უკვე გაჩნდა იარლიყი ორი ცხენის გამოსახულებით, ხოლო 1890 წლიდან ჯინსებს მიენიჭა პარტიის ნომერი. პირველი ნომერი იყო 501, სწორედ აქედან მოდის ცნობილი ბრენდი “ლევის 501”.

1981 წელს კომპანიამ იმდენს მიაღწია, რომ უკვე ქალის სამოსი გამოუშვა, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მდედრობითი სქესის მხრიდან და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა.

დღეს კი ჯინსები არის ყველაზე მოდური ტანისამოსი. მისგან მზადდება არა მხოლოდ შარვლები, არამედ კაბები, ჩანთები, ჟილეტები, ქურთუკები, სხვადასხვა აქსესუარები და საწყის ეტაპზე მისი მომხმარებლები თუ მხოლოდ თინეიჯერები იყვნენ, ახლა ყველა ასაკისა და რასის წარმომადგენელი მოიხმარს, თანაც საკმაოდ დიდი სიამოვნებით იმოსებიან  ამ ქსოვილისგან დამზადებული სამოსით.

წინა «
შემდეგი »

natia metskhvarishvili birth date:25.09.1989 graduted:ILIA STATE UNIVERSITY

  • googleplus