• მთავარი
  • >
  • ბიზნესი
  • >
  • როგორ ხდება სავალუტო რისკებისა და ოპერაციების კლასიფიცირება?

როგორ ხდება სავალუტო რისკებისა და ოპერაციების კლასიფიცირება?

  • Creed
  • დეკემბერი 5, 2013

სავალუტო-რისკები და-ოპერაციები-ihow.geსაქართველოში სავალუტო რისკების მატარებლები არიან როგორც ბანკები, ასევე შედარებით მსხვილი კომპანიები, რომლებიც ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებზე არის ორიენტირებული. უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ბანკის აქტივებისა და პასივების საბაზრო ღირებულების ცვლილება და, შესაბამისად, ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს. ბანკები და კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ოპერაციებს უცხოური ვალუტით, თავის თავზე იღებენ სავალუტო ბაზარზე ფასების არასასურველი მოძრაობის რისკს, როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის მხრიდან. სავალუტო რისკი აქტივების ფორმირებისა და უცხო ქვეყნების ვალუტის მოზიდვის დროს წრმოიქმნება. სავალუტო კურსზე გარკვეულწილად გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ტენდენციები სავალუტო რეგულირების პოლიტიკის ცვლილებები და და ქვეყნის სოციალური დაძაბულობის დონე.

სავალუტო-რისკის-ტიპები-ihow.geშეიძლება გამოიყოს სავალუტო რისკის სამი ძირითადი სახე:

1. გაცვლიტი კურსის ცვალებადობის რისკი- უცხოურ ვალუტაში დაბანდებების გაუფასურება, რომლის შედეგი შეიძლება გახდეს გაცვლითი კურსის ცვალებადობა.
2. კონვერტირების რისკი, რომელიც გამოწვეულია გაცვლითი ოპერაციების შეზღუდვით.
3. ღია სავალუტო პოზიციის რისკი, რომელიც წარმოიქმნება უცხოური ვალუტით აქტივებისა და ვალდებულებების მოცულობის შეუსაბამობის შედეგად.

როგორც სხვა კატეგორიის რისკებმა (მაგალითად, საკრედიტო რისკი) სავალუტო რისკმაც შეიძლება გამოიწვიოს ბანკის ლიკვიდობის კრიზისი ან მსესხებლის მხრიდან საკრედიტო რისკის წარმოქმნის ფაქტორი გახდეს. სავალუტო რისკი თან სდევს უცხოურ ვალუტაში განხორციელებულ ყველა ბალანსურ და გარებალანსურ ოპერაციას.

იმისათვის, რომ საბანკოსაქმიანობა მომატებული რისკის მქონე სფეროში წარმატებული იყოს, ბანკებმა უნდა განავითარონ რისკის მართვისა გადაწყვეტილების განსაკუთრებული მექანიზმები. ისინი უნდა იძლეოდნენ იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რა რაოდენობის რისკები და დანაკარგები შეუძლია აიღოს თავის თავზე საკრედიტო დაწესებულებამ. უნდა განისაზღვროს ამართლებს თუ არა მოსალოდნელი მოგება ბანკის მიერ გაწეულ შესაბამის რისკს. ამის საფუძველზე უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც რისკის ფაქტორების გავლენის შემცირებას მოახერხებენ.

აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად უნდა შემუშავდეს რისკების მართვის სისტემა, რომელიც ბანკის მენეჯმენტს რისკის იდენტიფიცირების, ლოკალიზების, გაზომვის კონტროლირებისა და ამით მისი გავლენის შესაძლო მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას მისცემს.

რისკების მართვის სისტემის რეალიზება კონკრეტული ღონისძიებების მეშვეობით ხდება, რომელიც სტრატეგიული მართვით და მეთოდით ხორციელდება.

ფინანსური ბაზრის განვითარებასთან ერთად ფორმირდება ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარი. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება მჭიდროდ უკავშირდება ჰეჯირებას. ჰეჯირება (ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს დაცვას) სავალუტო, საკრედიტო და სხვა რისკების შემცირების საშუალებაა და რისკის განსაზღვრული ფაქტორისადმი ინვესტორის მიერ საპირისპირო პოზიციის ამორჩევით რისკის შემცირების მეთოდს ნიშნავს. თუ კი რისკის ფაქტორი თავს იჩენს, მაშინ ერთი ოპერაციის შემოსავლიანობა შემცირდება, ხოლო მეორე ოპერაციისა-გაიზრდება. ჰეჯირება გულისხმობს პორტფელშიისეთი ოპერაციების ჩართვას, რომელტა შედეგებზე რისკის გარკვეული ფაქტორები დიამეტრულად სპირისპირო გავლენიტ მოქმედებს.

სავალუტო კურსის ცვალებადობისას, ქვეყანაში ვალუტის კურსის ვარდნის დროს, ექსპორტიორები მომგებიან პოზიციაში აღმოცნდებიან, რადგან იზრდება ექსპორტიორის ქვეყნის ვალუტის ექვივალენტი მისივე ექსპორტის უცხოური ვალუტის ამონაგებთან. ადგილობრივ მომწოდებლებსა და პერსონალთან ანგარიშსწორება მათი ქვეყნის ვალუტასი უწევთ და, პირიქით ქვეყნის ვალუტის კურსის გამყარებამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ექსპორტიორებს და მომგებინ პოზიციაში ჩააყენოს იმპორტიორები. თუ ბანკის პოზიცია ჰეჯირებული არ არის და ის მხოლოდ ექსპორტზე ან იმპორტზე ორიენტირებულ საქმიანობის სფეროებს აკრედიტებს, სავალუტო კურსის მკვეთრმა ცვალებადობამ შეიძლება არაფუნქციონირებადი კრედიტების რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.

სავალუტო კურსის ჰეჯირების მეთოდები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

ფორვარდული-გარიგება-ihow.ge1. ფორვარდული გარიგებები- თანამედროვე პირობებში ფორვარდული გარიგება, როგორც „ჰეჯირების“ მეთოდი, ყველაზე ფართოდ გამოიყენება. ასეთი გარიგებებისავალუტო რისკის თავიდან საცილებლად გამოიყენება და უცხოეთში ვალუტის ყიდვა -გაყიდვის დროს მათ გარკვეულ ვადაში მიწოდებას ითვალისწინებს(იგი, როგორც წესი, უნდა აღემატებოდეს ორ დღეს). ფორვარდული გარიგების ყველაზე გავრცელებული ვადებია 1,2,6 თვე, შეიძლება რამდენიმე წელიც. ასეთი გარიგების არსი ის არის, რომ იმპორტიორს, რომელიც გადასახდელი კურსის ვალუტის გაზრდას ვარაუდობს, უფლება აქვს წიასწარ მიმართოს ბანკს და იყიდოს მისგან ეს ვალუტა მიწოდების ვადით გადასახდელ თანხასთან მიახლოებული კურსით, და პირიქით, თუ იგი ვალუტის კურსის აპრეციაციას ვარაუდობს, მაშინ იგი დამატებით დანახარჯებზე წავა, რაც, არსებითაც, ასეთი დაზღვევის საზღაურია.
ფორვარდული ოპერაციების მეშვეობით სავალუტო რისკის დაზრვევა ექსპორტირმაც სეიძლება განახორციელოს, ოღონდ იგი საპირისპირო გარიგებას ასრულებას და, კურსის მოსალოდნელი დაცემის შემთხვევაში, ყიდის მის კუთვნილ თანხას ეროვნულ ან სხვა უცხოურ ვალუტაზე გარკვეული ვადით, რითაც იგი ბანკს თავის რისკს ბანკს გადააკისრებს.

2. სტრუქტურული დაბალანსება – იგი წარმოადგენს აქტივებისა და პასივებისისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზარალის დაფარვას მოგებით, რომელიც მიიღება ასეთივე ცვლილებით ბალანსის სხვა პოზიციების მიხედვით. სხვაგვარად, მსგავსი ტაქტიკის მიზანია, ბანკს „დახურული“ პოზიციების მაქსიმალური რაოდენობა ჰქონდეს. მაგრამ რამდენადაც ყველა პოზიციის ყოველთვის დახურვა შეუძლებელია, ამიტომ ბანკები მუდამ მზად უნდა იყვნენ სტრუქტურული დაბალანსებისათვის, დაბალანსების ყველაზე მარტივი და გავრცელებული ხერხია სავალუტო ნაკადების შესაბამისობაში მოყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი კონტრქტის დადებისას, ბანკმა თავისი არჩევანი უნდა შეაჩეროს იმ ვალუტაზე, რომელიც საშუალებას მისცემს სრულად ან ნაწილობრივ „დახუროს“ არსებული და სავალუტო პოზიციები.

ფიუჩერსული-გარიგება-ihow.ge3. გარიგება „ფიუჩერსი“ – საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა გაყიდვის ვადიანი გარიგებებია ბირჟაზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულებით. ფიუჩერსული გარიგების მეთოდით „ჰეჯირება“ განსაკუთრებით პოპულარულია თანამედროვე საბანკო პრაქტიკში.
4. „სვოპ“ ტიპის ოპერაციები – ასეთი ოპერაციები გულისხმობს უცხოური ვალუტის ყიდვას „სპოტ“ პირობიტ და იმავდროულად საპირისპირო ოპერაციის განხორციელებას „ფორვარდ“ პირობით. ამ გარიგების შედეგად ბანკები იძენენე ვალუტას, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ანგარიშსწორებისათვის და ამავე დროს ახორციელებენ თავიანთი სავალუტო რეზერვების დივერსიას, ინარჩუნებენ რა „დახურულ“ სავალუტო პოზიციებს.
გარიგება-ოფციონი-ihow.ge5. გარიგება „ოფციონი“ წარმოადგენს გარიგების სახეობას, რომლის მიხედვიტაც მყიდველს უფლება აქვს გარკვეული ვადის განმავლობაში ან იყიდოს უცხოური ვალუტის შეტანხმებული თანხა ფიქსირებული კურსით ( call ტიპის „ოფციონი“) ან გაყიდოს იგი (put ტიპის „ოფციონი“). „ოფციონის“ მფლობელი იღებს გადაწყვეტილებას გამოიყენოს, თუ არა მისი უფლებები ვალუტის კურსების დინამიკის შესაბამისად. ყველა შემთხვევაში „ოფციონის“ მფლობელის რისკი წინასწარ არის შეზღუდული „ოფციონის“ ფასით, ხოლო მოგება თეორიულად შეუზღუდავია და პრაქტიკულად-საკმაოდ მნისვნელოვანი. „ჰეჯირება“ „ოფციონ“ გარიგების მეთოდით „ფორვარდ“ ოპერაციებისაგან იმით განსხვავდება, რომ ბანკი ინარჩუნებს არჩევის უფლებას, რაც ოპერაციის ეფექტიანობას ამაღლებს.

წარმატებული „ჰეჯირება“ მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, რადგან აუცილებელია სწორად შეირჩეს ჰეჯირების ინსტრუმენტი და წარმართული თანხების განთავსების ფაქტორისა და ხარისხის შეფასების მეთოდი კონკრეტულ და მის საპირისპირო განთავსებაზე.

სავალუტო საკონვერსიო ოპერაციების შედეგად უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო რისკის შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 5 ოქტომბრის №93 ბრძანებით დამტკიცდა „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის(სავალუტო რისკის) ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესი“.

ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიცია არის ბანკის მიერ შესყიდული(გაყიდული) ყველა უცხოური ვალუტის თანხობრივი მოცულობისა და ყველა უცხოურივალუტის ყიდვა-გაყიდვაზე დადებული ხელშეკრულებების თანხობრივი მოცულობის ნეტოს ჯამი.

სავალუტო-რისკები-ihow.geდადებული ხელშეკრულებები უცხოური ვალუტის ყიდვასა და გაყიდვაზე ნიშნავს სპოტური, სვოპური, ფორვარდული, ფიუჩერსული ხელშეკრულებებით და ოფციონებით ნაკისრ ვალდებულებას თანხობრივი მოცულობით უცხოური ვალუტის ყიდვასა ან გაყიდვაზე.

წესების თანახმად, ბანკებივალდებულნი არიან ყოველდღიურად დაიცვან საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი. ამასთან, ყოველდღიურად ან დღის განმავლობაში( საოპერაციო დღის დაწყებიდან დამთავრებამდე) ბანკი უნდა ინარჩუნებდეს და გონივრულად განსაზღვრავდეს საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტს. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევისას, ბანკები ვალდებულნი არიან, უკიდურეს შემთხვევაში, საოპერაციო დღის ბოლომდე, დარღვეული ლიმიტის აღსადგენად აწარმოონ დამაბალანსებელი სავალუტო ოპერაციები, ე.ი. გაყიდონ ან შეისყიდიონ უცხოური ვალუტა.

ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით,გრძელი ღია სავალუტო პოზიციის ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციის ჯამს შორის უდიდესი, არ უნდა აღეატებოდეს ბანკის მთლიანი კაპიტალის 20%-ს(საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 5 ოქტომბრის №93 ბრძანება კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის (სავალუტო რისკის) ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ).

როგორც ვხედავთ, ბანკის კაპიტალი და რისკები ერთმანეთთან უშუალო კავშირში არიან, კაპიტალი – ეს არის ბანკის დამფუძნებლების ბანკში არსებული სახსრები იმ რისკის გათვაისწინებით, რომ ინვესტირებული ანხიდან შემოსავალი შეიძლება იყოს ძალიან მცირე, ან ბანკი გაკოტრდეს, რის შედეგადაც დამფუძნებლები თავისი თანხის მცირე ნაწილს ან საერთოდ ვერაფერს მიიღებენ.

წინა «
შემდეგი »