როგორ ხორციელდება ლიზინგური და ფაქტორინგული ოპერაციები?

  • Creed
  • November 17, 2013
  • 0

ლიზინგი და ფაქტორინგი-ihow.geსაერთაშორისო ვაჭრობაში წამყვანი ადგილი ლიზინგურ და ფაქტორინგულ ოპერაციებს უკავიათ. საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ლიზინგი (ლათ: Leasing-არენდა) განმარტებულია როგორც იჯარა, მანქანა–დანადგარების შესაძენად. ლიზინგური ხელშეკრულების დროს საკუთრბის უფლება მტელი საიჯარო პერიოდის მანძილზე მეიჯარის საკუთრებაში რჩება.

როდესაც მეიჯარედ ბანკი გვევლინება ლიზინგი იღებს ფინანსური ლიზინგის ფორმას, რომლის დროსაც მეიჯარედ გამოდის ბანკი, რომელიც კლიენტის დავალების საფუძველზე საკუთარი სახსრებით ყიდულობს მანქანა – დანადგარებს და მას შემდეგ იჯარით გადასცემს ცლიენტს.

ლიზინგით ყიდულობს მანქანას-ihow.geსალიზინგო ხეხლშეკრულების ვადა, როგორც წესი ამორტიზაციის ვადის ტოლია ან მასზე ცოტათი ნაკლებია, ხოლო საიჯარო თანხა შედგება ამორტიზაციის ნორმისაგან, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ბანკის მიერ გაწეული ხარჯებისაგან, საკომისიო მომსახურებისა და საპროცენტო განაკვეთისაგან, რომელიც გძელვადიანი კრედიტის განაკვეთის ადექვატურია.

 

 

 

მიმზიდველი და მომგებიანი-ihow.geლიზინგი ბანკისათვის საკმაოდ მიმზიდველი და მომგებიანი ოპერაციაა, რადგან ბანკი იღებს ერთის მხრივ საპროცენტო და საკომისიო შემოსავალს და მეორეს მხრივ, არის მყარი საგარანტიო უზრუნველყოფაც, რადგან სალიზინგო ხელშეკრულების საგანი ბანკის საკუთრებაში სალიზინგო პერიოდის მანძილზე რჩება.

 

 

 

ფაქტორინგული ხელშეკრულება-ihow.geფაქტორინგული (Factoring-შუამავალი) წარმოადგენს ბანკის მხრიდან განხორციელებულ საშუამავლო ოპერაციას, რომლის დროსაც ბანკი გამოდის საქონლის მიმწოდებლის კრედიტორის როლში საგადასახადო მოთხოვნების შეძენის გზით. ამრიგად ლიზინგისაგან განსხვავებით, ფაქტორინგი წარმოადგენს საქონლის, მომსახურების მიმწოდებლის დაკრედიტებას ფაქტორინგული კრედიტის სახით, წინასწარი გადახდის (ავანსის) გზით, რომელიც სახელშეკრულებო თანხის 80 %-ს შეადგენს.

ფაქტორინგული დაკრედიტებისას წინასწარ განისაზღვრება არა მხოლოდ ავანსის თანხა, არამედ კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მოკლევადიანი კრედიტის საშუალო საპროცენტო განაკვეთს 2-3 %-ით აღემატება, კრედიტის ვადა, რეგრესის უფლება და აშ.

წინა «
შემდეგი »