როდის არ ჭკნებიან ვარდები?

  • tatatatusi
  • თებერვალი 6, 2014

წითელი ვარდებილარნაკში ჩადებამდე ვარდის ღეროს ქვედა ნაწილს მოაშორეთ ფოთლები. სქელმერქნიანებს – ბოლოები უდა წაატეხოთ. ნუ დაიზარებთ წყლის ყოველ დღე გამოცვლას. ასევე ყოველდღე დაასხურეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. ყოველ მეორე დღეს კი ღეროების ბოლოები გარეცხეთ ონკანის ქვეშ და დაამოკლედ ერთი სანტიმეტრით.

 

 

იასამანი ზოგიერთი ყვავილის ,,გამოსაცოცხლებლად”, უნდა ჩავდოთ ცხელ, მაგრამ არა მდუღარე წყლში. (მგალითად ნარგიზი). დამჭკნარ იასაამანს და ქრიზანთემას გამოვაცოცხლებთ თუ მათ ღეროებს ჩაუშვებთ მდუგრე წყალში ერთი წუთით.
გეორგინას ღეროები კი სწრაფად უნდა მოვწვად ცეცხლზე და მხოლოდ შემდეგ ჩავდოთ წყლში. შროშანებს, ნარგიზებს, მიხაკებს, ვარდებს ხშიარდ უნდა ვასხუროთ წყალი.

 

 
თეთრი ვარდები მოჭრილი ყვავილების სიცოცხლის გახანგრძლივება შეიძლება შაქრით, თუმცა ყველას სხვადასხვა დოზით სჭირდება. ყველაზე მეტად ,,ტკბილეულის მოყვარულია” მიხაკი, შემდეგ მოდის ზამბახი და ბერბერა, ვარდი. ვარდებს ლიმონის მჟავაც უყვართ.

 

 

ყვავილები თავისით რომ მოირწყას

შვებულების დროს ხშირად ჩნდება პრობლემა ყვავილების გამო, არ ვიცით რა მოვუხერხოთ, ვის დავუტოვოთ, რომ უწყლოდ არ გახმეს. სიამოვნებით გთავაზობთ რმდენიმე ,,მეთოდს”. პლასმასის ბოთლის სახურვი ნემსით გახვრიტეთ, აავსეთ წყლით და თავდაყირა ღრმად ჩადგით ქოთანში;

ქოთნის ყვავილი

დადგით წყლიანი ქილა ყვავილების ქოთანზე მაღლა. აიღეთ შალის სქელი ძაფი და მისი ერთი ბოლო მოათავსეთ წყლიან ქილაში ( წყალმა რომ იატაკზე არ იწვეთოს ძაფი გაუყარეთ კოქტეილის ჩხირში), მეორე ბოლო კი ჩაფლეთ ყვავილის ქოთანში.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.