როგორ დავამზადოთ მარშმელოუ?

  • Creed
  • September 19, 2014
  • 0

მზა-მარშმელოუ-ihow.geმარშმელოუ – ბოლო დროს გახდა ყველაზე პოპულარული ზეფირის სახეობა, რომელიც მკაცრადაა დაკავშირებული დასავლურ კულტურასთან და შემოდგომასთან. მარშმელოუს მოძებნა დიდი ქალაქის სუპერმარკეტებში არც თუ ისე რთულია, მაგრამ ნატურალური პროდუქტების მოყვარულთათვის და პატარა ქალაქის მაცხოვრებელთათვის გთავაზობთ შემდგომ ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ მარშმელოუს უპრობლემოდ დამზადებაში.

 

რა დაგვჭირდება?

– საკვები ჟელატინი – 2 სადილის კოვზი;
– შაქარი – 0,5 კგ.;
– ლიმონმჟავა – 1,5 ჩაის კოვზი;
– საკვები სოდა – 1 ჩაის კოვზი;
– ვანილი.

პირველი ეტაპი:
ზამესის-დამზადება-ihow.geავიღოთ ჟელატინი, დავასხათ 100 მილიგრამი წყალი და დაველოდოთ სანამ არ აფუვდება, დაახლოებით 30 წუთი. ამისათვის გამოვიყენოთ დიდი ჭურჭელი.

სხვა ჭურჭელში ჩავასხათ 100 მლ. წყალი, დავამატოთ შაქარი და ვანილი, დავტოვოთ 10 წუთით რათა გადნეს. შემდგომ ჭურჭელი მოვათავსოთ გაზქურაზე, საშუალო ცეცხლზე, შეუჩერებლივ მოვურიოთ და ავადუღოთ. როდესაც ნარევი ადუღდება, შევამციროთ ცეცხლი და მოვხარშოთ კიდევ 6-7 წუთი. ამ ეტაპზე აუცილებელია დიდხანს არ გვეჭიროს შაქარი ცეცხლზე, რათა არ გაყავისფერდეს.

მეორე ეტაპი:
ჯელატინის-დამზადება-ihow.geავიღოთ ჟელატინიანი ჭურჭელი, ნახევრად გავავსოთ ცივი წყლით, ჩავამატოთ სიროფი, რომელსაც ვადუღებდით ცეცხლზე. მიღებული ნარევი ავთქვიფოთ ბლენდერის საშუალებით. როდესაც შეატყობთ რომ სიროფი და ჟელატინი დაიწყებს გასქელებას, მაშინ დაამატეთ ლიმონმჟავა და სოდა, და გავაგრძელეოთ თქვეფა. მიღებული მასა უნდა გახდეს თეთრი და სქელი. 10 წუთი დაველოდოთ სანამ იგი დადგება.

სინს ან იმ ფორმას სადაც მოვათავსებთ ნარევს, გადავაფაროთ საცხობი ქაღალდი, ან მოვაყაროთ თანაბარი პროპორციებით არეული სიმინდის კრახმალი და შაქრის პუდრი.

მესამე ეტაპი:
მარშმელოუს-ფორმა-ihow.geსქელი მარშმელოუს მასა მოვათავსოთ თანაბარი ფენით სინზე, გავასწოროთ ზედაპირი და მოვათავსოთ მაცივარში 2 საათით (იდეალში – მთელი ღამით). როდესაც იქნება მზად, ეს მასა უბრალოდ დავჭრათ ნაჭრებად (უფრო მოხერხებულია დავჭრათ მაკრატლით ვიდრე დანით), მოვაყაროთ იგივე შაქრისა და კრახმლის ნარევი. ასევე შეგვიძლია არ გავაკეთოთ ბრტყელი მასა, არამედი საკონდიტრო ნემსის საშუალებით გამოვადინოთ მარშმელოუს ფორმები.

სილამაზის გამო, სანამ მარშმელოუ მომზადებოდა, შეგვიძლია მოვაყაროთ ქოქოსის ნაფანტი, კარამელი, უკვე გამშრალი ამოვაწოთ შოკოლადში. ასევე თუ გვსურს მივიღოთ ფერადი მარშმელოუ, ზემოთ აღნიშნულ მეორე ეტაპის დროს, ნარევში ჩავამატოთ “საკვები მღებავ”-ის რამოდენიმე წვეთი.

მარშმელოუს-გამოყენება-ihow.geმზა მარშმელოუ შეგვიძლია მივირთვათ, ჩაისთა, ყავასთა, კაკაოსთა, ასევე ცხელ შოკოლადთან, დავამატოთ ხილის სალათაში, ან მოვრთოთ ნაყინი.

წინა «
შემდეგი »