რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო ?

  • ninimate
  • თებერვალი 18, 2014

tevzi

თევზი-ცოცხალი, შემწვარი, მოხარშული… უყვარს თითქმის ყველას და ყველა მიირთმევს დიდი სიამოვნებით. არც ცდებიან რადგან ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა. თევზში არის ბევრი სასარგებლო ნივთიერებები, ვიტამინები D, E და A, იოდი, რკინა, ფოსფორი, თუთია, კალციუმი და სხვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სასარგებლო ცილა, რომელიც შეიწოვება ორგანიზმში სათანადოდ.

რათქმაუნდა აქ პირველი ადგილი ზღვის თევზს უკავია. ის ფაქტი, რომ თევზი, იქნება ეს ზღვის, მდინარის თუ ოკიანის ყველა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის,დიდი ხანია იცის ხალხმა. მაგრამ საინტერესოა, რომელი თევზია გამორჩეულად სასარგებლო ბავშვის, მოზრდილის და ზრდასრულის ორგანიზმისთვის ?

თევზი და მისი სარგებელი

 

  • ჭამეთ თევზი კვირაში ერთხელ და ორგანიზმი შეგევსებათ სასარგებლო ცილით.
  • მისი რეგულარული მიღება, შეამცირებს სისხლში ქოლესტერინს.
  • ომეგა-3 ეხმარება სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.
  • დალაგდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები.
  • თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობა ხდება უკეთესი.
  • აუმჯობესებს მეხსიერებას ძილს და ზოგადად ემოციურ მდგომარეობას.
  • თევზი ასევე კარგია გულსისხლძარღვთა მდგომარეობისთვის.
  • არ იწვევს წონის მატებას.
  • თევზის კალორიულობა, უფრო მარალია, ვიდრე ხორცის.

 

კარგია ორაგული, კალმახი, წითელი თევზი… sasargeblo tevzi

100გრ ორაგული შეიცავ დღის ნორმა B და E ვიტამინებს. თუ თქვენ ჭამეთ დაკონსერვებული თევზი, მას სასარგებლო თვისებები არ დაუკარგავს. კალციუმის რაოდენობა კიდევ უფრო მომატებული აქვს.

არჩევისას ყურადღებით იყავით, რომ თევზი იყოს ახალი. უნდა ჰქონდეს ნარინჯისფერ-მოვარდისფრო ფერი. არ უნდა იყოს მოლიპული და უსუნო.

ქორჭილა – არის ზღვისაც და მდინარისაც. მას აქვს ნაზი ხორცი და ცოტა ფხები. საუკეთესოა შემწვარი. გაყინვისას არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.

კობრი – ცხიმიანი თევზია და შეიცავს უამრავ სასარგებლო მინარელებსა და ვიტამინებს.

სარდინა – ასევე მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. არეგულირებს სისხლის მიმოქევას და საჭმის მომნელებელ სისტემას.

როგორ ავირჩიოთ თევზი ?tevzeuli

1. თევზი უნდა იყოს მტკიცე.

2. უნდა ქონდეს სასიამოვნო სუნი.

3. არ უნდა ქონდეს მომწვანო ან მოყვითალო ფერი.

როგორ შევინახოთ ?

ახალი შეინახეთ მაცივარში, რამდენიმე დღე.

საყინულეში გაყინული შეიძლება შეინახოთ 1-2 თვე.

თითქმის ყველა თევზი სასრგებლოა და შეგიძლიათ მიირთვათ თავისუფლად, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თევზეული უნდა მიირთვათ მინიმუნ კვირაში ერთხელ. ეს გემრიელი საკვები თქვენს ორგანიზმს მისცემს ყველა საჭირო კომპონენტს იმისათვის, რომ იყოთ ლამაზები, ჯანმრთელები და მხიარულები. ამასთან ერთად არ შეგეშინდებათ, რომ მისი მირთმევა გაგასუქებთ. ასე, რომ ეს წყლის მარგალიტი ნამდვილად საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის.

witeli tevzi

tevzis asorti

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.