რომელი ფრაზები აიძულებს მყიდველს პროდუქციის შეძენას ?

  • ninimate
  • ნოემბერი 20, 2013

0_8c42b_5ce43642_XLნებისმიერი პროდუქციის მფლობელი, რომელსაც სურს იყოს წარმატებული ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელს თუნდაც სურვილის
არქონის შემთხვევაში მაინც შეაძენინოს პროდუქცია და მიიღოს სარგებელი. არსებობს ასეთი გამოთქმა “ვინც გაფრთხილებულია – ის შეაიარაღებულია” ამიტომ გადვხედოთ რა მეთოდებით მუშაობენ მომხმარებელზე.

ბიზნესმენებმა შექმნეს სკოლა სადაც გამყიდველებს უტარდებათ სემინარები, იმის შესახებ თუ  როგორ იმუშაონ მომხმარებელზე. აქედან ერთ-ერთი მთავარი მოქმედება ის არის, რომ იმოქმედონ სწრაფად და მომხმარებელს სიჩქარეში მიაღებინონ გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ. არის ბევრი ფრაზები, რომლებიც გაგებული გვაქვს და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ფრაზები გვაღებინებენ არასწორ გადაწყვეტილებას.

თუ აიღებთ გაჩვენებთ ახლოს

ასეთ ფრაზებს გაიგებთ ბაზრობაზე, სადაც გამყიდველი ამბობს, რომ თუ არ ყიდულობ ნუ შეაწუხებ. ეს ფრაზა მყიდველს უჩენს დანაშულის შეგრძნებას, რომ შეიძლება ისე წავიდეს არაფერი იყიდოს და გამყიდველიც შეაწუხოს, მაგრამ არ ღირს ისეთი ნივთის შეძენა, რომელიც არ გჭირდებათ ნახვის უფლება რათქმაუნდა გაქვთ.

შენს ტანზეა შეკერილი

0_8c42d_d92717c1_XL ეს ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული ფრაზაა, რომელიც ბევრ ადამიანზე მოქმედებს. უფრო მეტად კი მათზე, ვინც თავის თავში ნაკლებად დარწმუნებულია და სხვისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ასეთ ბადეში გაბმული მყიდველები ხშირად სახლში აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შეიძინეს მისთვის სრულიად უსარგებლო ან არცთუ მაინცდამინც მოხდენილი ტანსაცმელი.
მათ კი ვინც ზუსტად იცის რა უნდა და არ ეხვევა ზეგავლენის ქვეშ, ამ სიტყვებზე არ რეაგირებს.

ეს დარჩა ბოლო

ამას ამბობენ მაშინ როცა ხედვენ, რომ მყიდველი მერყეობს და ვერ გადაუწყვეტია იყიდოს თუ არა და ხშირად მყიდველიც არ აყოვნებს ან სთხოვს გადაუდოს და შეუახოს. ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ცდილობს ხელში ჩაიგდოს რაღაც განსაკუთრებული.

ყოველი მეორე უფასოდ

ეს სლოგანიც არ არის ბოლო ადგილზე. უფრო მაღაზიებს აქვთ და შედეგიც არ აყოვნებს ხოლმე. ამ მეთოდით გამყიდველი იცილებს შემორჩენილ საქონელს მაგალითად: ტექნიკის მაღაზიაში სარეცხის მანქანას ან პლაზმურ ტელევიზორს არავნ მოგცემთ, მაგრამ თმის საშრობი და მიქსერი, რომელიც დიდი ხანია დევს თაროებზე მოყვება ძვირად ღირებულ ნივთებს. ფასი კი ისეა განსაზღვრული, რომ მფლობელი მინუსებში კი არ მიდის, პირიქით მოგებას ნახულობს.

0_8c821_83209f05_XL

ასეთია მცირე ჩამონათვალი იმ მეთოდებისა, რითიც ცდილობენ მომხმარებლისთვის პროდუქციის მიყიდვას. ბაზრის წესები ესაა, ჩვენ კი ვეცადოთ ყოველთვის ის პროდუქცია შევიძინოთ, რაც ზუსტად ვიცით, რომ გვჭირდება და ნუ გავეხვევით მარკეტინგულ ქსელში. გისურვებთ წარმატებულ შენძენს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.