რომელი წიგნების წაკითხვაა სასურველი სტუდენტებისთვის?

  • An'na
  • დეკემბერი 25, 2017

კითხვა ბევრი სტუდენტისთვის სიამოვნებაა. ამ სტატიაში მსურს გითხრათ  9 შთამაგონებელი წიგნის შესახებ, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა წაიკითხოს. თუ კითხვა გიყვართ, მაშინ აუცილებლად გაეცანით ამ ხელოვნების ნიმუშებს!

1. სამოთხის ამ მხარეს

ფ. სკოტ ფიცჯერალდის წიგნი ყველა სტუდენტმა ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს. ნოველა იუმორისა და სიყვარულის არაჩვეულებრივი კომბინაციაა. „სამოთხის ამ მხარეს“ არის სტუდენტის ისტორია, რომელიც უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ ცხოვრებაზე ხელს ჩაიქნევს.

2. საოცარი ახალი სამყარო

ეს შთამაგონებელი ნოველა ოლდუს ჰაქსლის მიერ 1931 წელს არის დაწერილი. ის მოგვითხრობს ტექნოლოგიის განვითარების უარყოფით მხარეებზე. როგორც სტუდენტმა, აუცილებელია წაიკითხოთ და გამოიკვლიოთ ტექნოლოგიები და მისი გვერდითი მოვლენები.

3. მარტოობის ასი წელიწადი

გაბრიელ გარსია მარკესის ნოველა აღწერს მრავალთაობიან ისტორიას. ეს წიგნი მოგვითხრობს საკმაოდ არასასიამოვნო კავშირს მეგობრებსა და ოჯახს შორის.

4. მშვიდობით, იარაღო!

ერნესტ ჰემინგუეიმ ეს წიგნი პირველი მსოფლიო ომის დროს დაწერა და 1921 წელს გამოაქვეყნა. წიგნში მოთხრობილია ისტორია იმისა, თუ როგორ უპირისპირდება სიყვარული ომს.

5. მრისხანების მტევნები

მრისხანების მტევნები ჯონ სტაინბეკის 1939 წელს გამოცემული წიგნია, რომელმაც სახელიმწიფო ჯილდო მოიპოვა. 1962 წელს, წიგნი ნობელის პრემიის კანდიდატი გახდა. ნოველა ღარიბი ფერმერის ოჯახზეა, რომელსაც კრიზისის გამო სამსახურიდან აგდებენ. ამ წიგნის წაკითხვით სტუდენტები მარტივად გაიგებენ თუ რისი გაწირვა და რამხელა მუშაობა უწევს ხალხს ცხოვრების შესაცვლელად.

6. ბუზთა ბატონი

ნობელიანტი უილიამ გოლდინგის წიგნი „ბუზთა ბატონი“ 1954 წელს გამოქვეყნდა. ეს არის სათავგადასავლო ისტორია ბრიტანელი ბიჭებისა, რომლებიც კუნძულზე გაიჭედნენ და იქიდან ყოველგვარი დახმარების გარეშე დაბრუნდნენ. თუ სათავგადასავლო ისტორიები გიზიდავთ, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.

7. ნუ მოკლავ ჯაფარას!

წიგნი 1961 წელს გამოიცა. ის ეხება რასიზმს და რასისტულ უსამართლობას. უდანაშაულო შავკანიანი დაადანაშაულეს თეთრკანიანი გოგოს გაუპატიურებაში. წიგნში 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენებია გადმოცემული.

8. პროგნოზირებადი ირაციონალური

ეს შთამბეჭდავი წიგნი დენ არიელის მიერ 2008 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. დენის მიზანი ის იყო, რომ ამით ხალხი დაეფიქრებინა იმაზე, თუ რა ხდის მათ საუკეთესოს.

9. დანაშაული და სასჯელი

ეს წიგნი რუს ავტორს, ფიოდორ დოსტოევსკის ეკუთვნის. ეს არის ფსიქოლოგიური ისტორია დანაშაულისა და მისი შედეგებისა.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.