რომელ თითზე გავიკეთოთ ბეჭედი

  • marinola
  • სექტემბერი 12, 2012

ბეჭედი ყველამ არ იცის რომელ თითზე რომელი ბეჭედი უნდა გაიკეთოს. არსებობს მეცნიერება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

ცერი დაკავშირებულია თავთან, კისერთან და ხერხემალთან, ამ თითზე გაიკეთებთ ალმასით შემკულ ვერცხლის ან თეთრი ოქროს ბეჭედს.

საჩევენებელი. მასზე უნდა გაიკეთოთ საფირონის, ოპალის (ბიოენერგეტიკოსთა აზრით, ოპალი ნათესაური კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს) და აკვამარინისთვლიანი (მეზღვაურთა ქვა) ბეჭედი.

შუა თითი. მასზე უნდა გაიკეთოთ ვერცხლის ბეჭედი, რომელშიც ჩასმული იქნება იისფერი ან შავი თვალი. თუმცა მათ ტარებას მხოლოდ საქმიანი შეხვედრების დროს გირჩევთ.

არათითი. იგი დაკავშირებულია გულთან, ამიტომაც მასზე იკეთებენ საქორწინო ბეჭედს. იმისათვის რომ წარმატება და სიყვარული მოიზიდოთ, ამ თითზე წითელთვლიანი (ლალი, ძოწი, წითელი იასპი) ბეჭედი გაიკეთეთ.

ნეკი. ძველ საწავლულთა აზრით, ყველაზე პატარა თითი პასუხს აგებს მეტყველებაზე, გირჩევთ მასზე გაიკეთოთ ყვითელ (სარდიონი, ქარვა, ტოპაზი) ან მწვანეთვლიანი (ზურმუხტი, ქრიზოლითი, ქრიზოპარი) ბეჭედი.

წინა «
შემდეგი »