როტკოს ახალი რეკორდი კრისტის აუქციონზე

  • writer91
  • ივნისი 4, 2012

მარკ როტკოს ფერწერული ტილო „ფორთოხლისფერი,წითელი,ყვითელი“ ფილანტროპი დევიდ პენკუსის კოლექციიდან, რომელიც დიდი ხნის მანზილზე ნაქირავები ჰქონდა ფილადელფიის სახელოვნებო მუზეუმს, კრისტის აუქციონზე გაიყიდა 86,8 მილიონ დოლარად.

როტკოს მყიდველის ვინაობა ჯერ კიდევ არ სახელდება. სხვა ტილოები, რომლებიც აუქციონზე გავიდა და როტკოს ფუნჯს ეკუთვნოდა იყო „თეთრი ცენტრი“ 2007 წელს სოტბის (Sotheby’s) აუქციონზე 72,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მარკ როტკო (მარკუს როტკოვიჩი) დაიბადა 1903 წლის 25 სექტემბერს. როტკოს ყველაზე ცნობილი აბსტრაქტისტია, რომელიც ძირითადად ფერთა ზოლებს ერთმანეთში ახამებდა და ამით იღებდა საოცარ სინტეზს. მისი ყველაზე ცნობილი და ფუნდამენტური ნამიშევარია 14 ტილოსგან შემდგარი ციკლი ეკლესიის კაპელასთვის, რომელიც ქალაქ ჰიუსტონში, ტეხასის შტატში მდებარეობს.

 

წყარო: http://rupo.ru
წინა «
შემდეგი »