რჩევები დიეტისთვის

  • marrii
  • May 22, 2013
  • 0

scaleქალების უმეტესობას მთელი ცხოვრების მანძილზე ჭარბ წონასთან უწევს ბრძოლა. ასეთი ადამიანების დახმარებას შევეცდები ჩემი რამდენიმე რჩევით. საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ამ რჩევების გათვალისწინებით აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.


საქართველოში დიეტას უამრავი ადამიანი შიმშილთან აკავშირებს, რაც გამორიცხულია. დიეტის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შიმშილი.

ჭამის წინ უნდა დალიოთ 1 დიდი ჭიქა წყალი, ხოლო ჭამის შემდეგ ჩაი (სასურველია მწვანე).

საკვები უნდა მიიღოთ ცოტა და ხშირად, 3-4 საათში ერთხელ.

მოერიდეთ შემწვარს, ტკბილეულს, ყავა და ჩაი დალიეთ უშაქროდ, თუ ძალიან ტკბილს სვამთ, მაშინ ნელ-ნელა გადაეჩვიეთ, ასევე ჯანმრთელობისთვის და ჭარბი წონისთვის არასასურველია ბევრი მარილი.

swori_kveba_iHOW.GE

თეთრი პურის ნაცვლად მიიღეთ “მხნეობა ან მარგი”, შავი პურიდან ესენი ყველაზე ეფექტურია.
ვისაც არ შეგიძლიათ ღამე ჭამისგან თავის შეკავება, დაწოლამდე 2 საათით ადრე შეგიძლიათ მსუბუქად მიირთვათ, მაგალითად მაწონი, არაჟანი, ხაჭო… დღის განმავლობაში ძირითადად მიიღეთ რძის ნაწარმი.

ასეთი კვების რეჟიმი ყველა ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგია. ამ დიეტას უფრო სწორ კვებას დავარქმევდი, მართალია იკლებთ ნელა, მაგრამ არანაირი შიმშილის გარეშე და რაც მთავარია ამ დიეტის დარღვევას დაკლებული კილოგრამების ორმაგად ანაზღაურება არ მოჰყვება.

წინა «
შემდეგი »