რჩევები მანქანის შეძენის დროს

  • lasha117
  • May 6, 2013
  • 0

manqanis-shedzena-iHOW.GEსაქართველოში  მეორადი ავტომანქანების შეძენის ბუმია, ამიტომ ვფიქრობ ყველასათვის საინტერესო იქნება ის დეტალები, რომელსაც მე ამ სტატიის მეშვეობით გაგაცნობთ და ეს რჩევები ძალიან დაგეხმარებათ მანქანის შეძენის დროს. ქვემოთ მოცემული რჩევებით თქვენ გაერკვევით, როგორც მანქანის ზოგად მახასიათებლებში, ასევე გაიგებთ ისტორიას თქვენთვის სასურველი მანქანის შესახებ.

მეორადი მანქანის შეძენის დროს მყიდველი აუცილებლად უნდა დააკვირდეს თუნდაც უმნიშვნელო დეტალებს. სამწუხაროდ თითქმის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე სიტუაციაა ამ მხრივ. შესაძლოა თქვენ შეიძინოთ ავტომობილი, რომელიც თავიდან ბოლომდე დამტვრეული იყო, ხოლო შემდეგ ხელოსნებმა აღადგინეს იგი და ყიდიან, როგორც ჩვეულებრივ ნახმარ მანქანას. ასეთი მანქანით სიარული დამერწმუნეთ ძალიან საშიშია და საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. მე თქვენ გეტყვით ორ ვებ-გვერდს, რომლის მეშვეობითაც თქვენ გადაამოწმებთ თქვენთვის სასურველ მანქანებს.

drive-asia-iHOW.GE
1.Drive Arabia – ეს ვებ-გვერდი პირველ რიგში გამოადგება იმ ადამიანებს, რომელებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ რომელი მანქანა სურთ რომ იყოლიონ. ამ ვებ-გვერდზე მოიძებნება ნებისმიერი ავტო მანქანა. ასევე წერია ამ მანქანის ტექნიკური მახასიათებელი. ანუ წონა, სიმძლავრე, რამდენ საწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე და სხვა საჭირო დეტალური ინფორმაცია. ვებ-გვერდის მისამართია: drivearabia.com

vin_decoder_iHOW.GE
2.Vin Decoder – ამ ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეძლებთ გადაამოწმოთ ნაავიარიებია თუ არა მანქანა. ან საერთოდ რა ისტორია გააჩნია მას. გარბენი და ასე შემდეგ. ხშირად გასაყიდად გამოაქვთ ისეთი მეორადი ავტომანქანა, რომელიც საზღვარგარეთ მოყოლილია ავტო საგზაო შემთხვევაში, სეტყვაში, წყალდიდობაში და ა.შ. სწორედ ეს საიტი დაგეხმარებათ ამის დადგენაში. გაითვალისწინეთ რომ თუ გსურთ ავტომანქანაზე ინფორმაციის მოპოვება მაშინ თქვენ მისი ვინ კოდი უნდა იცოდეთ (იგივე ტრანსპორტის საიდენტიპიკაციო ნომერი, რომელიც მანქანის პასპორტსა ან ბრიფში შეგიძლიათ ნახოთ) ვებ-გვერდის მისამართია: vindecoder.net

წინა «
შემდეგი »