საახალწლო სუფრა 2014 : უბრალო ფუფუნება

  • GUDIANI
  • December 30, 2013
  • 0

ახალი წელი 2014ახალი წელი ახლოვდება და დიასახლისები დაკავებული არიან საზრუნავით, თუ რა კერძები მოამზადონ საახალწლოდ და როგორ გააწყონ საახალწლო სუფრა 2014 ისე, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპით წლის მფარველი – ცხენი კმაყოფილი დარჩეს.

მომავალი წელი მასავით დინამიური და ლაღი იქნება. სუფრის გაწყობის დროს უნდა ვიზრუნოთ, რომ გამოყენებული იყოს ნაკეთობები ხისგან, რომლის სტიქიასაც მიეკუთვნება ეს ნიშანი. ხის რგოლები ხელის ხელსახოცებზე, მოხატული ხის ლანგრები და ჭურჭლი – არის ის, რაც საჭიროა.

ძვირფასი ხის მასალისგან დამზადებული სუვენირებით შეიძლება არა მარტო მაგიდის, არამედ ინტერიერის მორთვაც. სასურველი დანამატი სხვადასხვა კერძებისათვის იქნება მწვანილი და სუნელები. მათი გამოყენება შეიძლება მაგიდის მოსართავადაც, თუ კოხტად მოვათავსებთ პატარ – პატარა ლარნაკებში.

საახალწლო მაგიდის გაშლა

 

ორიგინალურია მწვანე ხახვით მოწნული კალათა სალათისათვის/ინგრედიენტები: ფუნთუშა (მრგვალი), ძეხვი “მოხარშული”, ჩალის ღერო და მწვანე ხახვი. საინტერესო იქნება ნალის ფორმის, სხვადასხვანაირად გაფორმებული სალათები. მენიუს შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ ცხენის წლის შესახვედრად გაშლილ სუფრაზე უნდა იყოს ბლომად პური, ყველი, ჭვავის და ქერის კერძები. ასევე, ყველანაირი სოფლის ნობათი ძალიან გაახარებს ცხენს.

ხოლო მისი ტკბილეულისაკენ მიდრეკილება არაჩვეულებრივ შესაძლებლობას უქმნის დიასახლისებს კულინარიული შემოქმედებისათვის. ვაშლის ღვეზელი და შვრიის ორცხობილა, ხილის ნამცხვრები და ტორტები, კანფეტები და ნაყინი – საახალწლო მაგიდა დახუნძლული უნდა იყოს ნუგბარეულით. გულუხვობით და გემოვნებით შევხდეთ დამდეგ ცხენის წელს და იღბალიც არ დააყოვნებს.

წინა «
შემდეგი »