როგორ ხორციელდება საბანკო ფასეულობათა რევიზია?

  • Creed
  • ნოემბერი 19, 2013

საბანკო-რევიზია-აღწერა-ihow.geკომერციული ბანკის ხელმძღვანელის მიერ სალარეობში და ბანკომატებში არსებული ბანკნოტების, მონეტების და სხვა ფასეულობების, მათი შენახვის წესების რევიზია ტარდება:

1) კვარტალში ერთხელ მაინც, აგრეთვე ყოველწლიურად 1 იანვრის მდგომარეობით;
2) ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელ პირთა შეცვლის ან დროებითი შეცვლის დროს;
3) სხვა შემთხვევებში, კომერციული ბანკის ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ.

ბანკნოტების, მონეტების და სხვა ფასეულობის რევიზიას ახორციელებს კომერციული ბანკის ხელმძღვანელის წერილობითი განკარგულებით შექმნილი კომისია. რევიზიის ჩატარებაში მონაწილეობენ ის მუშაკები, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავებულნი სალაროს ოპერაციებით, მათგან ერთ-ერთი ინიშნება კომისიის ხელმძღვანელად.

რევიზია ტარდება მოულოდნელად, ფასეულობის დაცვისათვის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა და კომისიის წევრთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

რევიზია-ფულის-დათვლა-ihow.geრევიზია ტარდება ყველა ფასეულობის შემოწმებით და ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოირიცხოს ფულის და ფასეულობების დანაკლისის ან დატაცების ფაქტის მიჩქმალვა.
ფულისა და ფასეულობების რევიზია ტარდება შემდეგნაირად:

1. ეროვნული ვალუტის ბანკნოტები მოწმდება კონებისა და მათში ნეკნების მიხედვით, შერჩევის წესით ფურცლობრივად, ბანკნოიტთა არასრული კონბი და ნეკნები მოწმდება ფურცლობრივად;
2. მონეტები მოწმდება ტომრების (პაკეტების) იარლიყებზე არსებული წარწერების მიხედვით და შერჩევის წესით ცალობით;
3. უცხოური ვალუტა და საგამხდელო დოკუმენტები უცხოური ვალუტით (სამგზავრო ჩეკები, თამასუქები, ფასიანი ქაღალდები) მოწმდება კონების, ნეკნებისა და ტომრებზე არსებული იარლიყების მიხედვით, მათი შერცევის წესით ფურცლობით და ცალობით გადათვლით;
4. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების წიგნაკები მოწმდება კონების ზედსადებებზე არსებული წარწერების მიხედვით, აგრეთვე შერჩევის წესით, ფურცლობით და ცალობით გადათვლით;
5. სხვა ფასულობები მოწმდება ზედნადებებზე, აღწერილობებზე, იარლიყებზე წარწერებით, მათი ღირებულებებით ან შერჩევის წესით ფურცლობით და ცალობით გადათვლით.

სალაროს კვანძში არსებული ბანკნოტების, მონეტებისა და სხვა ფასეულობების გადათვლის შემდეგ, რევიზიის ჩამტარებლები ამოწმებენ ფაქტობრივად არსებული ფასეულობების შესაბამისობას ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის აღრიცხვის წიგნისა და საბურალტრო აღრიცხვის მონაცემებთან, რევიზიის მიერ ამოღებული ფასეულობის საცავში დაბრუნების უტყუარობას.

ჩატარებული რევიზიის შესახებ დგება აქტი რევიზიის მონაწილე ყველა მუშაკის და ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის ყველა პირის ხელმოწერით. ფაქტობრივად არსებულ ფასეულობათა აღრიცხვის მონაცემებთან შეუსაბამობის ყველა აღმოჩენილი ფაქტის მიზეზები ირკვევა დაუყოვნებლივ და იწერება აქტში (ან ფორმდება ახსნა განმარტებითი ბარათებით).

ჩატარებული რევიზუუს აქტში მოყვანილი უნდა იქნას შემდეგი მონაცემები:

1. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნში რევიზიის დღისათვის რიცხული თანხები;
2. ფასეულობის ფაქტობრივი თანხა;
3. რევიზიის აღმოჩენილი ფულის ზედმეტობები და დანაკლისები, აგრეთვე საკასო ოპერაციების ჩატარების წესების დარღვევები;
4. კომისიის წევრთა განსაკუთრებული შენიშვნები, თუ ეს შენიშვნები არსებობს.

ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელი პირის შეცვლის ან დროებით შეცვლის დროს რევიზიის აქტში არინიშნება, აგრეთვე საცავის გასაღე-ბების, დასალუქი საშუალებებისა და ბეჭდის გადაცემა.

საბანკო-რევიზია-დამკვირვებელი-ihow.geრევიზიის შედეგად სალაროში გამოვლენილი დანაკლისი სალაროს გასავლის ორდერის საფუძველზე მიეკუთვნება დებიტორების ანგარიშს და მის სრულ დაფარვამდე დაეწერება იმ თანამშრომელს, ვისი მიზეზითაც მოხდა აღნიშნული ფაქტი. ბუღალტრულ აღრიცხვაში ხელწერილებითა და სხვა დოკუმენტებით გაუტარებელითანხები სალაროს დანაკლისის გასმაგრებლად არ მიიღება და ითვლება დანაკლისად. სალაროში გამოვლენილი ზედმეტობა ჩაირიცხება შესაბამის ანგარიშზე.

ჩატარებული რევიზიის ან შემოწმების შედეგებს განიხილავს კoმერციული ბანკის ხელმძღვანელი და ფასეულობის შენახვისათვის პასუხუსმგებელ პირებს აძლევს მითითებებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ. რევიზებისა და შემოწმების მასალები ინახება კომერციული ბანკის ხელმძღვანელთან ცალკე საქმეში.

წინა «
შემდეგი »