სად დავპატიჟო გოგო?

  • daviti
  • December 23, 2011
  • 0

ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია: არ აქვს მნიშვნელობა პირველ შეყვარებულს ეხება საქმე თუ მესამეს. ვცდილობთ ვიყოთ ორიგინალურები და რომანტიკულები, თუმცა ყოველთვის არ გამოგვდის.  გულს ნუ გაიტეხთ, მთავარია რომ გაქვთ სურვილი საყვარელ ადამიანს ასიამოვნოთ. გირჩევთ გადახედოთ ამ რჩევებს, კარგად გაიაზროთ და ყოველთვის გამოიყენოთ ურთიერთობისას.

ისწავლეთ მოსმენა. ყურადღება მიაქციეთ ყველა იმ დეტალ,ს რომელზეც გოგო საუბრობს, მაგალითისათვის, რესტორნის შერჩევაში შეიძლება დაგეხმაროთ მისი გემოვნება. შემდეგ, როდესაც მარტო დარჩებით გაიხსენეთ ყველაფერი რაზეც გესაუბრებოდათ, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი ადგილის შერჩევაში.

დაინტერესდით მისი მომავლით, რის გაკეთებას გეგმავს ან რისი სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია მალე შეიცნოთ მისი ხასიათი, თუ სწორად გამოიცნობთ ჩათვალეთ რომ წარმატება ძალიან ახლოს არის.

თუ ის რომანტიკული ადამიანია ფილიმის გარდა უნდა შეარჩიოთ ისეთი კინოთეტრი, რომელიც უფრო წყნარ უბანში მდებარეობს და შესაძლებელია შენობამდე ფეხით მისვლა. ასეთ დეტალები ნამდვილად ქმნის რომანტიკას.

თუ მასში არის ცოტა ექსტრიმი. ძალიან კარგი იქნება თუ წახვალთ მაღალი ადგილების დასაპყრობად ფეხით. თბილისში ეს შეიძლება იყოს მთაწმინდა, ნარიყალა… ერთად დააკვირდეთ მზის ჩასვლას. თუ აღმართზე სიარული გეზარებათ, მაღალი კორპუსის სახურავზე ასვლაც გამოსავალია (თუმცა სიფრთხილე გმართებთ).

თუ გოგონა დაინტერესებულია ხელოვნებით
კინო, თეატრი, გამოფენები – აქ არჩევანი დიდია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ იგი მომავალში აპირებს თავი ხელოვნებას მიუძღვნას, მისთვის უფრო საინტერსო იქნება თანამედროვე ხელოვანთა ან მისი თანატოლების ნამუშევრები. ამით იგი იგრძნობს სტიმულს და თქვენგან დიდ სითბოს. მართალია, რთულია ასეთი ღონისძიებების მოძებნა, თუმცა გირჩევთ მათ მოსაძებნად დრო არ დაინანოთ.

თუ თქვენი რჩეული გატაცებულია სპორტით დაესწარით მისთვის საინტერესო სპორტულ ღონისძიებებს. თავადაც დაინტერესდით ამ სპორტით და ერთად ითამაშეთ. თუმცა, სპორტი იშვიათად თუ არის ხოლმე გოგონების ძირითადი გატაცება, ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ ამ კუთხით მიუდგებით საკითხს.

ამ სტატაში დავახასიათე გოგოების ოთხი ტიპი, თუ რა შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო და მოგეცით პატარა მითითებები.

მას შემდეგ, რაც ერთად გაატარებთ დროს ალბათ ორივეს მოგშივდებათ. ამიტომ, დროა გადავიდეთ კვების ობიქტის არჩევაზე. ხშირად ხდება ხოლმე, რომ პირდაპირ რესტორანში პატიჟებენ ადამიანს. ამ დროს ცოტა უხერხულობის მომენტს გრძნობს ორივე მხარე. არცერთს ძალიან არ შია, თუმცა იძულებით უწევთ ჭამა. ეს მომენტი გასათვალისწინებელია, მოერიდეთ პირდაპირ რესტორანში დაპატიჟებას.

დღის ბოლოს თუ გოგონა წინააღმდეგი არ იქნება და ეს მის ხასიათშია, წადით კლუბში. ცეკვა ერთ–ერთი ეფექტური საშუალება ორი ადამიანის დასაახლოვებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, დღე უნდა დასრულდეს გოგონას სახლამდე მიცილებით.

გისურვებთ წარმატებებს ! ! !

წინა «
შემდეგი »