Google

სამეწარმეო და არასამეწარმეო პირის რეგისტრაცია

დაწერილია:February 18, 2013

საჯარო-რეესტრი-iHOW.GEსამეწარმეო და არასამეწარმეო პირის რეგისტრაციამ ესე ზოგადად აღებულმა შეიძლება თქვენში გაურკვევლობა გამოიწვიოს და ვერ მიხვდეთ რა იგულისხმება, ამიტომ უმჯობესია თავიდანვე განვმარტოთ რას შეიძლება მოიცავდეს სამეწარმეო საქმიანობა და რა სამართლებრივი ფორმა შეიძლება მივანიჭოთ მას და ასევე რას შეიძლება მოიცავდეს არასამეწარმეო პირი და ამის შემდეგ გადავიდეთ მათი რეგისტრაციის პროცედურების დეტალურ განხილვაზე.

რას წარმოადგენს მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით და ვალდებულებებითვის დამოუკიდებლად აგებს პასუხს თავისი ქონებით.

იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

რა არის სამეწარმეო საქმიანობა?

სამეწარმეო საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

რა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა?

არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, მოგების მიღების მიზნის გარეშე.

რა სამართლებრივი ფორმები არსებობს მეწარმე იურუდიული პირისათვის?

კანონმდებლობით დადგენილია შემდეგი სამართლებრივი ფორმები:

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს;
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – სპს;
3. კომანდიტური საზოგადოება – კს;
4. სააქციო საზოგადოება – სს;
5. კოოპერატივი.

რა განსხვავებაა სამართლებრივ ფორმებს შორის?

ძირითადი განსხვავება გამოწვეულია პარტნიორთა ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებით, კერძოდ სააქციო საზოგადოების აქციონერთა, კოოპერატივის მეპაიეთა და შპს–ის პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანის პროპორციულად, ხოლო სპს–ის პარტნიორები პასუხს აგენენ არა მხოლოდ შენატანით, არამედ მთელი ქონებით, სრულად, პირადად და სოლიდარულად. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი საზოგადოების ვალდებულებებისთვის შპს–ის პარტნიორთა მსგავსად შეზღუდულად აგებს პასუხს (კომანდიტი), ხოლო პარტნიორთა ნაწილი სრულად აგებს პასუხს, მთელი ქონებით პირადად და შეუზღუდვად (კომპლემენტარი).

ვინ შეიძლება წარადგინოს განაცხადი იურიდიული პირის რეგისტრაციაზე?

განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (დასარეგისტრირებელი სუბიექტის ერთ–ერთი პარტნიორი/დამფუძნებელი, ხელმძღვანელობასა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პირის წარმომადგენელი.

ვის უნდა მივმართოთ მეწარმე ან არამეწარმე (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციისათვის?

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

iusticiis-saxli-iHOW.GE

1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება.
4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი.

  • იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი რეგისტრირდება პარტნიორის/დამფუძნებლის, ხელმძღვანელის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პირების საკუთრებას, დამატებით წარმოსადგენი იქნება აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა).
  •  იმ შემთხვევაში თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იმავდროულად არ არის საზოგადოების დამფუძნებელი, დამატებით წარმოსადგენია მისი თანხმობა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
შენიშვნა: კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო-კუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.

როგორ დავამოწმოთ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია?

სარეგისტრაციო დოკუმენტი შესაძლებელია დამოწმებულ იქნეს როგორც სანოტარო წესით, ისე საგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა).

მომსახურების ვადა და საფასური

  • ერთი სამუშაო დღე – 100 ლარი;
  • იმავე დღეს – 200 ლარი.

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

სტატია მომზადებულია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდის დახმარებით: http://www.napr.gov.ge/

ასევე იხილეთ სტატია: როგორ დავრეგისტრირდე ინდივიდუალურ მეწარმედ?

ასევე წაიკითხეთ . . .

  • როგორ დავისვენოთ ბორჯომში?როგორ დავისვენოთ ბორჯომში? როდესაც საუბარი დასვენებას ეხება, ალბათ ხშირად გვსმენია: ,,ზღვას მთა მირჩევნია". მეც სწორედ ამ კატეგორიას მივეკუთნები, რადგან ზღვაზე […]
  • როგორ გავხდეთ უფრო ლამაზები?როგორ გავხდეთ უფრო ლამაზები? არ არსებობს და ალბათ არც იარსებებს ისეთი დრო, როდესაც სილამაზე არ დაფასდება. ძველი დროიდან მოყოლებული, ყველა აღიქვამს და შეიგრძნობს მას. […]
  • როგორ და სად დავისვენოთ იაფად?როგორ და სად დავისვენოთ იაფად? ტურიზმი და დასვენება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა როგორც ცხოვრების სტილის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკაშიც. განსაკუთრებულად აქტუალურია […]
  • როგორ მოვიშოროთ მუცლის ქონი უმტკივნეულოდ? როგორ მოვიშოროთ მუცლის ქონი უმტკივნეულოდ? ალბათ ყველა ადამიანს სურს, რომ მისი სხეული არაჩვეულებრივ ფორმაში იყოს, ამისთვის საჭიროა გულის წასვლამდე დიეტები, თუმცა არის უფრო მარტივი […]
  • როგორ გავრეცხო მანქანა?როგორ გავრეცხო მანქანა? თუ გსურთ, რომ თქვენი ავტომობილი მოგემსახუროთ მრავალი წლის მანძილზე და ამასთან გამოიყურებოდეს, ისე როგორც ახალი ნაყიდი აუცილებელია დროდადრო […]
  • როგორ ავიღო სესხი მანიმენ-ზე?როგორ ავიღო სესხი მანიმენ-ზე? სწრაფი ონლაინ სესხების ბაზარზე კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი Moneyman-ი შემოვიდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს სტატია მივუძღვნათ მანიმენზე […]
  • რატომ შეიძლება ვისარგებლოთ კრედიტონის ონლაინ სესხით წინასაახალწლოდ?რატომ შეიძლება ვისარგებლოთ კრედიტონის ონლაინ სესხით წინასაახალწლოდ? ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, სესხის მსურველთა რაოდენობაც იზრდება. გესაჭიროვებათ სესხი წინასაახალწლო სამზადისისთვის? CreditOn.ge […]
  • რატომ უნდა ავიღო სესხი კრედიტონში?რატომ უნდა ავიღო სესხი კრედიტონში? ონლაინ სესხები მომხმარებლისთვის მიმზიდველი პროდუქტი აღმოჩნდა. შესაბამისად, სულ უფრო მეტი კლიენტი სარგებლობს ონლაინ სესხით. კომპანია […]
  • როგორ ვებრძოლო ჩრჩილს?როგორ ვებრძოლო ჩრჩილს? ჩრჩილი უმეტესად განმარტოებულ, ბნელ ადგილზე ბინადრობს, სადაც მზე და შუქი ვერ აღწევს. ჩრჩილის პეპელა საშიში არ არის. საშიშია ჩრჩილის პაწაწა […]
  • როგორ მოვრთოთ ინტერიერი ახალი წლისათვის?როგორ მოვრთოთ ინტერიერი ახალი წლისათვის? თითქოს ბანალური შეკითხვა საახალწლო დეკორთან დაკავშირებით რომელიც არ მოითხოვს პასუხს - ჩამოვკიდეთ ყველგან ბრჭყვიალები, ავანთეთ ნათურები და […]
  • როგორ ვისწავლო გალობა?როგორ ვისწავლო გალობა? ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს ქართული გალობა. ქართული ხელოვნების ეს დარგი გამორჩეულია თავისი […]
  • როგორ მოვუაროთ გაციებულ ბავშვს?როგორ მოვუაროთ გაციებულ ბავშვს? როგორც მოგეხსენებათ გაციებას ხშირად ართულებს სიცივე, სწორედ ამიტომ გირჩევდით რომ გაციებული ბავშვის ცივ ამინდში გარეთ გაყვანას მოერიდეთ, […]
Translate »