სამოტივაციო მუხტი

  • daviti
  • February 2, 2012
  • 0

ყველანი ვასრულებთ (ხანდახან მაინც) ისეთ სამუშაოს, რომელიც არ გვსიამოვნებს. ვინ იცის რამდენჯერ მიგვიტოვებია მეცადინეობა ან წამოვსულვართ სამსახურიდან. ძირითადი მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში მოტივაციის არქონაა,  ვერ ვხედავთ მიზეზს თუ რატომ უნდა დავუდოთ გული აღნიშნულ საქმეებს. მოცემულ სტატაში მე ვეცდები დაგეხმაროთ, ისწავლოთ მცირე მოტივაციური მუხტის გამომუშავება, რომელიც თქვენს საქმეს უფრო  სახალისოს და ნაყოფიერს გახდის. მე პირადად ეს მეთოდი ძალიან მეხმარება.
მოტივაციის ამაღლების ეს მეთოდი 7  მარტივი პუნქტისაგან შედეგება, შევეცდები მაქსიმალურად განგიმარტოთ ისინი. მაშ ასე დავიწყოთ:

თავისუფალი მდგომარეობა

დაჯექით მაგიდასთან თავისუფალ მდგომარეობაში, მიეყრდენით სავარძელს და დახუჭეთ თვალები.

 იოცნებეთ იმაზე რაც გინდათ

ოცნების მასშტაბურობას არა აქვს მნიშვნელობა. ეს შეიძლება იყოს როგორც წითელი ფერარი, ისე ერთი ჭიქა ცხელი ჩაი. ჯერ-ჯერობით ნუ შეზღუდავთ თავს და გააგრძელეთ ოცნებების შეგროვება.

ოცნებიდან მიზანზე

მას შემდეგ რაც დაგიგროვდათ ოცნებათა საკმარისი რაოდენობა, დაიწყეთ მათი გაფილტვრა, უფრო გასაგები რომ იყოს მოგიყვან მაგალითს.

მაგალითი:

ვთქვათ, თქვენ ოცნებობთ უახლესი მოდელის მანქანაზე, გრძნობთ როგორ ჯდებით რბილ ტყავის სავარძელში, აჭერთ პედალს ფეხს და გესმით ძრავის  ღუღუნი, მიდიხართ და ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს მანქანა მიწას არ ედება ისე რბილად დადის – ეცადეთ მაქსიმალურად შეიგრძნოთ ეს მდგომარეობა. უცებ ხელს გადებთ უცნობი პიროვნება და გამოჰყავხართ ამ საოცნებო მდგომარეობიდან. თქვენ გაღიზიანებული პასუხობთ მას, ის გაჩვენებთ გასაღებს და გეუბნებათ, რომ გჩუქნით უახლესი მოდელის მანქანას, რა მოგივათ თავად ივარაუდეთ…. მიდიხართ მანქანასთან აღებთ, ჯდებით, გრძნობთ სავარძელს, ყველაფერი ისეა როგორც ოცნებაში, აჭერთ პედალს და მანქანა ისევე  რბილად მიდის, როგორც ოცნებაში წამოგედგინათ თქვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს, გადის  5 წუთი და მანქანა ჩერდება.  გაოგნებულმა დახედეთ  სპიდომეტრს. თურმე საწვავი გაგთავებიათ. თქვენ არ გიფიქრიათ იმაზე რომ საწვავს უფრო მეტს დაწვავდით ვიდრე მიჩვეული ხართ და არც ნაწილის შესაძლო გაფუჭება არ გაგხსენებიათ. როგორც ოცნება კარგი იყო, თუმცა უამრავი პრობლების გათვალისწინებით არამგონია სურვილი გაგიჩნდეთ რომ უახლესი მარკის მანქანის ქონა მიზნად დაისახოთ.

ცოტა დიდი მაგალითი კი გამოვიდა,მაგრამ ვფიქრობ კარგად გაგაგებინეთ რასაც ვგულისხმობ.

გააფერადეთ მიზანი

მას შემდეგ რაც გაფილტრავთ თქვენს ოცნებებს და კარგად გაიაზრებთ რომელი შეიძლება დაისახოთ მიზნათ, დაუმატეთ მას ხმაური და გრძნობები  – გახადეთ სურათი ბევრად უფრო მოძრავი და ემოციური, კარგად შეიგრძენით ის.

კარგად დაიმახსოვრეთ მიღებული მდგომარეობა

შრომა მიზნისათვის

ლოგიკურად დაუკავშირეთ ის შრომა რომელიც უნდა გასწიოთ, მიზნის შესრულებას. უკეთ რომ გავერკვეთ მოვიყვანოთ მაგალითი.

მაგალითი:

ვთქვათ, თქვენ ხელში ჩაგივარდათ რუკა, რომელზეც აღნიშნულია ის ადგილი სადაც დიდი განძი ინახება. თეორიულად თქვენ უკვე მდიდარი ხართ, თუმცა ბევრი შრომა უნდა გასწიოთ, რომ განძი ხელში ჩაიგდოთ. კერძოთ:

  •  დაადგინოთ ზუსტი ადგილი;
  • უნდა აიღოთ ვიზა;
  • სამგზავრო ბილეთი;
  • გემი;
  •  ნიჩაბი;
  • თხაროთ 3 დღე;
  • უნდა გაუკეთოთ განბაჟება;
  • და სხვა.

მას შემდეგ რაც კარგად  დარწმუნდებით, რომ ის კონკრეტული სამუშაო რომლისათვისაც ემზადებით არის ნაწილი, რომელიც მიზნის მისაღწევად გჭირდებათ, გული ვერ მოგითმენთ და თვალებს გაახელთ და შეუდგებით სამუშაოს.

ბოლო მოქმედებაც სწორედ ეს არის – გაახილეთ თვალები და შეუდექით მუშაობას

მე  წერისას უკვე მივიღე მუხტი, თქვენ იგრძენით რამე?

წინა «
შემდეგი »