სასარგებლო და უსარგებლო პროდუქტები ორგანიზმისათვის

  • marinola
  • სექტემბერი 11, 2013

საკვებიზოგი პროდუქტი ორგანიზმისათვის მავნებელი და არაფრის მაქნისია. მაგალითად შემწვარი კარტოფილი ან ძეხვი. ყავასა და პურზე კი დღემდე კამათობენ. სხვათა შორის, წვენებიც კი, ექიმებს მაინცდამაინც სასარგებლოდ არ მიაჩნიათ. მაგრამ ჩვენ არაფრად ვაგდებთ ექიმის რჩევასა და ყოველივე ზემოხსენებულს სიამოვნებით მივირთმევთ. რატომ? იმიტომ, რომ ძეხვი -მაწიერია, ყავა სიმხნევეს გვმატებს, კარტოფილი კი გემრიელია. აი, რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩვენი საყვარელი პროდუქტები:

პური – თეთრზე უარი ვთქვათ, ღერღილისას სუფრაზე მიუჩინოთ ადგილი.

სასარგებლო: პური B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, რომელიც პასუხისმგებელია ნერვულ სისტემაზე, მხედველობაზე, კანისა და თმის მდგომარეობაზე, ადამიანი ამ ვიტამინების მუდმივ ნაკლებობას განიცდის, ამიტომ პურზე უარის თქმა არასასურველია.

უსარგებლო: თეთრი პური იმდენად გაწმენდილია, რომ მასში სასარგებლო ნივთიერებები აღარ არის.

რა ავირჩიოთ: უმჯობესია დაღერღილი მარცვლეულის პური. იგი ასუფთავებს ნაწლავებს, ბუნებრივი გზით გამოდევნის წიდებს, ტოქსინებს, მძიმე მეტალებს. დაბალკალორიული შავი პური სასარგებლოა მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს.

ყავა

სასარგებლო: ყავას აქვს მატონიზირებელი თვისებები.

უსარგებლო: ხელს უწყობს გამელოტებას. აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, თუკი ყავის მოყვარულმა შეამჩნია, რომ მას თმის ინტენსიური ცვენა დაეწყო და ფრჩხილებიც ეფცქვნება, ესეც ყავის ”ბრალია”, რომელსაც ორგანიზმიდან კალციუმი გამოაქვს. უმჯობესია, თუკი 45 წელს გადაცილებული ქალები ყავას საერთოდ არ დალევენ.

რა ავირჩიოთ: ჰიპერტონიკებისთვის სჯობს უკოფეინო ყავა – გემო იგივეა, წნევა კი არ იწევს. კუჭის წყლულით დაავადებულებმა და მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებთ, უნდა მიირთვან მხოლოდ რძიანი ყავა.

შემწვარი კარტოფილი არაყზე მავნეა:

სასარგებლო: ჩიფსებსა და წარმოების მიერ გამოშვებულ კარტოფილზე კარგის თქმა შეუძლებელია. ოჯახურ პირობებში შემწვარი კარტოფილი კალიუმს მაინც შეიცავს, რაც აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისათვის.

უსარგებლო: კარტოფილის შეწვის დროს იკარგება ყველა ვიტამინი. სამაგიეროდ ”მდიდრდება”ისეთი ნივთიერებებით,რომელიც ადამიანის ორგანიზმში ხვდება და მის დაბერებას აჩქარებს. შემწვარი კარტოფილი შლის კუჭქვეშა ჯირკვალს და არაყზე უფრო მავნებელია.

რა ავირჩიოთ: თუკი მაინც შევწვავთ კარტოფილს, უმჯობესია გამოვიყენოთ რაფინირებული ზეითუნის, სოიოს და კაკლის ზეთი.

ყველი

სასარგებლო: ყველი მდიდარია ცილებით და კალციუმით, რაც ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და ჯანმრთელ კანს.

უსარგებლო: ყველის ზოგი სახეობა შეიცავს ტირაზინს და ბიოგენურ ამინებს, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს. ასეთებია: როკფორი, კამამბერი, ჩედერი, დიეტოლოგები რეკომენდაციას არ უწევენ გამდნარ ყველს.

რა ავირჩიოთ: იმ ადამიანებმა, რომელთაც სისხლში ქოლესტერინის დიდი რაოდენობა აქვს, უნდა მიირთვან მაგარი, ნაკლებად ცხიმიანი ყველი, ნასვრეტებიანი და ყვითელი ყველი ნაკლებ კალციუმს შეიცავს.

ბოსტნეული და ხილი

სასარგებლო: ვიტამინების გარდა, ბოსტნეული და ხილი ფასეულია უჯრედისებით, რასაც ნაწლავების ცოცხს უწოდებენ.

უსარგებლო: გასაყიდად გამოტანილი ხილ-ბოსტნეულის უმეტესობაში, ნიტრატების საკმაო რაოდენობა და ვიტამინებიც საჭიროზე ნაკლებია, ვიდრე საკუთარ ნაკვეთში მოყვანილში.

რა ავირჩიოთ: ყიდვისას უპირატესობა მივანიჭოთ შეუხედავ ხილ-ბოსტნეულს: ნიტრატიანი ნაყოფი უფრო მსხვილი  და ლამაზია, კარგი ფერიც აქვს და დიდხანს ძლებს, ხოლო ”სუფთა” ხილი და ბოსტნეული დაღრეცილი და უშნოა.

ძეხვი უმჯობესია რუხი ფერისა

სასარგებლო: ძეხვი მდიდარია ცილებით, ურომლისოდაც ადამიანს არსებობა არ შეუძლია, იმუნური და ჰორმონალური სისტემა მხოლოდ ცილებზე მუშაობს და მისი ნაკლებობა ორგანიზმს მაშინვე ეტყობა. რკინასაც შეიცავს, რომელიც ხელს უშლის ანემიის წარმოშობას. ხოლო ის ვიტამინები, რომელიც ხორცშია, ძეხვად გადამუშავების დროს მთლიანად იკარგება.

უსარგებლო: ძეხვეული (განსაკუთრებით, შებოლილი ძეხვი და შაშხი) შეიცავს ჰისტამინს, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, ალერგიას, კანის დაავადებას, კუჭის წყლულს, ანემიას. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს საღებავებმა, რომელსაც ძეხვეულში იყენებენ.

რა ავირჩიოთ: უმჯობესია ავირჩიოთ ძეხვეულის ის სახეობა, რომელსაც ხორცის სტრუქტურა აქვს შენარჩუნებული. მაგალითად: დაწნეხილი ძროხის ან ღორის ხორცი. მიაქციეთ ყურადღება ძეხვის ფერსაც, რაც უფრო წითელი ფერისაა ძეხვი, მასში მით უფრო მეტი საღებავი და კონსერვანტია, ამიტომ უკეთესია მორუხო ფერის ძეხვი.

შოკოლადი სიამოვნება ერთი საათით

სასარგებლო: შოკოლადი გვიყვარს იმიტომ რომ გვიუმჯობესებს გუნება-განწყობას. მაგრამ ეს დროებითი ეფექტია. ადამიანი შეიძლება შოკოლადს მიეჩვიოს, უიმისოდ ვეღარ გაძლოს, მაგრამ დაგამშვიდებთ – შოკოლადი ნარკოტიკს არ შეიცავს.

უსარგებლო: რაც უფრო მუქი ფერისაა შოკოლადი, მასში მეტია კოფეინი, რომელიც წნევას ზევით წევს და აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

რა ავირჩიოთ: ჰიპერტონიკებმა და კუჭ ნაწლავით დაავადებულებმა უმჯობესია მიირთვან ბაცი ფერის შოკოლადი, ხოლო ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, მისთვის უმჯობესია შავი, მწარე შოკოლადი, რომელშიც 80% კაკაოა და თითქმის არ არის შაქარი.

წვენები

სასარგებლო: ხილში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება წვენშიც გადადის.

უსარგებლო: ციტრუსების წვენი და ახალგამოწურული წვენი არასასურველია კუჭ ნაწლავით დაავადებულთათვის.

რა ავირჩიოთ: სჯობს წვენი გამოვწუროთ არანიტრატიანი ხილისაგან, რადგან ნიტრატი წვენში გადადის. ამიტომ, შეიძინეთ  ბოთლში ჩასხმული წვენი.

წითელი მოცვი: ადრეულ გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი იწყებს დნობას, შეგიძლიათ დაკრიფოთ წითელი მოცვის ფოთოლი. ეს მარადმწვანე ბუჩქი ზამთარშიც კი არ იშორებს ფოთოლს და დაბალი ტემპერატურის დროსაც ინარჩუნებს არა მხოლოდ სინორჩეს, არამედ სამკურნალო თვისებებსაც. სწორედ ამ დროს.სანამ არ აყვავებულა მოცვი, უნდა მოიკრიფოს მისი ფასდაუდებელი სამკურნალო ფოთოლი. წითელი მოცვი ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი კი მწიფდება აგვისტოში. ნაყოფი მომჟავო მოტკბილოა.

წითელი მოცვი ძირითადად ხარობს ფიჭვნარში, ნაძვნარსა და არყნარში. საქართველოში კი იგი გვხვდება სუბალპურ ტყეებში.

დიდი ხანია ცნობილია წითელი მოცვის ფოთლების სამკურნალო თვისებები. სამკურნალოდ გამოიყენება მისი როგორც ნაყენი, ისე ნახარში. გარდა იმისა, რომ წითელ მოცვს გააჩნია შარდმდენი, ანტისეპტიკური თვისებები, იგი არის კუჭში შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ოფლმდენი საშუალება. მისი ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა დაიცვათ ნედლეულისა და წყლის შემდეგი პროპორცია; 1: 10, და მიიღეთ 1-2 ს/კ 3-4 ჯერ დღეში.წითელი მოცვის ფოთლების ნახარში და ნაყენი მიიღება ასევე შარდკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, თირკმელების და გულის მიზეზით გამოწვეული შეშუპების, რევმატიზმის, გაციების, გრიპისა და მაღალი ტემპერატურის დროს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.