Google

სასარგებლო ვებ–გვერდები

დაწერილია:December 4, 2011
კომენტარები დახურულია

კომპიუტერთან მჯდომ ნებისმიერ ადამიანს მოსწონს ინტერნეტში ძრომიალი და სხვადასხვა საინტერესო ვებ–გვერდების მონახულება, მაგრამ თუ თქვენ არ ხართ საკმაოდ გაცნობიერებული ინტერნეტში გაგიჭირდებათ ისეთი სასარგებლო ვებ–გვერდების მოძებნა, რომლებიც მარკეტინგულ მხარეს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და აგრესიულად არ ხვდებიან სხვადასხვა ვებ–გვერდების მომხმარებელთა თვალთახედვის არეში.

სწორედ, ამიტომ ამ პოსტში გეტყვით რამოდენიმე ისეთ ვებ–გვერდს, რომელიც წესით და რიგით კომპიუტერთან მჯდომ ადამიანს უნდა გამოადგეს (თუმცა შეიძლება ამ ჩამონათვალში თქვენი მოსაწონი არც ერთი ვებ–გვერდი არ იყოს). რამოდენიმე საიტზე ვეცდები მოკლე აღწერის საშუალებით გითხრათ, თუ რას ემსახურება იგი.

  • pixlr.com დარწმუნებული ვარ დღის მანძილზე ერთხელ მაინც რომელიმე თქვენთაგანს დაგჭირდებათ ფოტოს რედაქტირება, თუმცა ამას ვერ ახერხებთ იმ სტანდარტული პროგრამით, რომელიც თქვენს ოპერაციულ სისტემას მოჰყვება. ასევე ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება დაეზაროს ასეთი პროგრამის გადმოწერა და ინსტალაცია. თუმცა, აღნიშნული ვებ–გვერდის მეშვეობით, თქვენ გადმოწერის გარეშე გამოიყენებთ ყველა იმ საჭირო ფუნქციას, რომელიც მსოფლიოში ცნობილ Adobe Photoshop-ს გააჩნია.

  • epicfail.com დიდი ხანი კომპიუტერთან ჯდომის შემდეგ, ნამდვილად დაგჭირდებათ განტვირთვა. ჩემი აზრით, განტვირთვის საუკეთესო საშუალება იუმორია. თუმცა ისიც დამღლელი იქნება, რომ ადამიანმა დაიწყოს სხვადასხვა საიტზე ძებნა რაიმე სასაცილო ფაქტისა. ამ საიტზე კი ყველა ხუმრობა ერთად არის თავმოყრილი. ვებ-გვერდის მონახულების შემდეგ კი ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ მასზე განთავსებული ყველა ხუმრობა ნამდვილად სასაცილოა.

  • archive.org არქივი მეტად გამოსადეგი რამ არის. გაგიკვირდებათ და ინტერნეტში არსებობს საიტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში Web არქივირებას ახდენდა. ამ საიტის მეშვეობით თქვენ ნებისმიერი ვებ–გვერდის მონახულება შეგიძლიათ და ასევე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ იცვლებოდნენ და ვითარდებოდნენ ეს ვებ–გვერდები წლების მანძილზე.
    • spelling.ge ეს ვებ–გვერდი ყველას ყოველთვის არ გამოადგება, თუმცა შეიძლება ოდესმე გამოგადგეთ. ამჯერად ეს ქართული რესურსია და მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ქართული გრამატიკის შემსწორებელი გაგვაჩნია. მაგალითად, თქვენ დაწერეთ რაიმე ტექსტი და გსურთ, რომ იგი გადაამოწმოთ გრამატიკულ შეცდომებზე. ასეთ შემთხვევაში შევდივართ ამ საიტზე, ვახდენთ ამ ტექსტის კოპირებას მასში და ვაწვებით შესწორებას. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სულ რამდენიმე წამში თქვენი ტექსტი გასწორდება გრამატიკულად.

    • craziestgadgets.com თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ტექნოლოგიური სიახლეებით, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ უცნაური ფორმის და ფერის ტექნოლოგიური გამოგონებები. სამწუხაროდ ეს საიტი ინგლისურენოვანია, თუმცა იგი დასურათებულია და თქვენ შეძლებთ ამ გამოგონებების ნახვას.

  • popurls.com ეს ვებ–გვერდი თავის მხრივ სხვადასხვა ცნობილი საიტებიდან ახდენს სიახლეების იმპორტს, ამ ვებ–გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და მარტივად აარჩიოთ სხვადასხვა საიტებზე განთავსებული თქვენთვის საინტერესო თემები.
  • bit.ly ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ინტერნეტში გამორჩეულად საინტერესო ამბავს გადააწყდები და გინდა ეს ამბავი მეგობარს გაუზიარო მაგრამ აღნიშნული ამბის ბმული იმდენად დიდია, რომ საშინელ ასოციაციას იწვევს, ან ბმულის გაგზავნა გიწევს სმს–ის ან სხვა ხერხით, როდესაც ბმულს ვერ დააკოპირებ, სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის არის ეს საიტი, რაც არ უნდა გრძელი იყოს ბმული ამოკლებს მას და რამოდენიმე სიმბოლოში აქცევს.
  • დღეისათვის ამით დავამთავრებთ საინტერესო ვებ–გვერდების განხილვას და რადგან საინტერესო და გამოსადეგ ვებ–გვერდთა ჩამონათვალს და სიას ერთი სტატია ვერ დაიტევს, დანარჩენ ჩვენს ხელთ არსებულ საინტერესო ვებ–გვერდებს, თანდათან სხვა სტატიების მეშვეობით მოგაწვდით.

    ასევე წაიკითხეთ . . .

    • როგორ გავაკეთოთ ორი ვებ-გვერდი ერთ ლინკზეროგორ გავაკეთოთ ორი ვებ-გვერდი ერთ ლინკზე დიდი ხნის უკან აღმოვაჩინე ერთი ძალიან საინტერესო საიტი, ამ საიტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ რომ მაგალითად თქვენ მეგობარს გაუგზავნოთ ორი ვებ-გვერდი...
    • როგორ გავკეთოთ ბანერი ?როგორ გავკეთოთ ბანერი ? გრაფიკული გამოსახულება სარეკლამო ხასიათის. ბანერი შექმნილია იმისთვის, რომ მოიზიდოს მომხმარებელი და შექმნას დადებითი იმიჯი. საიტისთვის ბანერის გაკე...
    • როგორ გადმოვწეროთ mp3 YouTube-დანროგორ გადმოვწეროთ mp3 YouTube-დან არსებობს კონვერტაციის რამოდენიმე გზა ერთ-ერთ მათგანზე ihow.ge-ზეც იხლილავთ შემდეგ ბმულზე: მუსიკის გადმოწერა youtube-დან 1 )  სპეციალური საიტებიდ...
    • როგორ გადმოვწეროთ ვიდეო myvideo-დანროგორ გადმოვწეროთ ვიდეო myvideo-დან ყველა ჩვენგანი კარგად ვიცნობთ ისეთ ვიდეო პორტალს, როგორიცაა myvideo.ge და ალბათ ხშირად გაგჩენიათ სურვილი გადმოგეწერათ თქვენთვის სასურველი ვიდეო, მა...
    • როცა არ იყენებთ ვებ კამერას ყოველთვის ეცადეთ რომ დაფაროთროცა არ იყენებთ ვებ კამერას ყოველთვის ეცადეთ რომ დაფაროთ კომპიუტერში ვირუსის შეღწევას ალბათ იცი რა და რა სახის დაზიანება მოყვება, ერთ-ერთი არის, რომ აუცილებლად როცა არ იყენებთ ვებ კამერას ყოველთვის ეცადეთ...
    • როგორ გამოვრთოთ Timeline Facebook-ზეროგორ გამოვრთოთ Timeline Facebook-ზე სოციალურმა ქსელმა Facebook-მა (ალბათ როგორც უკვე იცით) ყველა მომხმარებელი გადაიყვანა მის ახალ სისტემაზე, რომელსაც Timeline ეწოდება. სამწუხაროდ, უმ...
    • როგორ დავაინსტალიროთ wordpressროგორ დავაინსტალიროთ wordpress ყველამ კარგად ვიცით ბლოგების შესახებ, ამიტომ ვფიქრობ ერთხელ მაინც დაინტერესდებოდით თუ როგორ კეთდება ბლოგი. როგორც ჩემს წინა სტატიაში აღვნიშნე, ყველ...
    • რა არის Vertrigo Server და როგორ გამოვიყენოთ იგირა არის Vertrigo Server და როგორ გამოვიყენოთ იგი იმ ადამიანებს ვისაც ვებ-ის განხრით რაიმე გამოცდილება აქვს ალბათ ეცოდინებათ, რომ ნებისმიერ ვებ-გვერდს სჭირდება ჰოსტინგი. არსებობს რამდენიმე უფასო ჰ...
    • როგორ გამოვიმუშაოთ ფული YouTube-ზეროგორ გამოვიმუშაოთ ფული YouTube-ზე თუ თქვენ გაქვთ YouTube-ის პოპულარული არხი, თქვენს ვიდეოებს ყოველდღიურად ბევრი ნახულობს, მაშინ გირჩევთ YouTube-ზე გააქტიუროთ მონეტიზაცია.  youtube....
    • როგორ შევამოწმოთ თავისუფალია თუ არა დომენი როგორ შევამოწმოთ თავისუფალია თუ არა დომენი როგორ შევამოწმოთ თავისუფალია თუ არა დომენი რომელიც თქვენ გნებავთ? registration.ge დომენის რეგისტრაციის გარდა არის დომენის შემოწმების საშუალება ა...
    • როგორ მოვიშოროთ დაღლილობაროგორ მოვიშოროთ დაღლილობა თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ და თანაც გონებრივად მაქსიმალურად დატვირთული, დაღლას გაცილებით მალე იგრძნობთ, ვიდრე სუფთა ჰაერზე ფიზიკურად მომუშავე ადამია...
    • თოვლი Google.com-ზეთოვლი Google.com-ზე Google რა თქმა უნდა, არ ჩამორჩა მიმდინარე მოვლენებს და ახალი 2012 წლის მოახლოვებას გვაგრძნობინებს. წინასაახალწლოდ კომპანია Google-მა სახალისო ფუნქც...