სასმელის სწორად დალევა

  • lasha117
  • დეკემბერი 19, 2011

 სიტყვა ქართველზე პირველ რიგში მოქეიფე ადამიანის ასოციაცია იბადება. ქეიფი ნამდვილად ყველა ქართველს უყვარს. ასევე არაა დასამალი ის ფაქტი, რომ ქეიფში ზომა-წონა არ გაგვაჩნია. ვსვამთ უაზროდ ბევრს და რაც მთავარია, ვეჯიბრებით ერთმანეთს, თუ ვინ უფრო დიდი სასმისით მიირთმევს ღვინოს.

ამ პოსტში გასწავლით თუ როგორ უნდა მივირთვათ ღვინო და არაყი ისე, რომ ძალიან არ დავთვრეთ.

 

რჩევები ღვინოსთან დაკავშირებით:

 

ღვინო როგორც ვიცით ბერავს (ჭყიპავს) ადამიანს. რაც მეტს სვამ, უფრო მეტი დისკომფორტი გექმნება. ასევე სიმთვრალეც იმატებს. ღვინით სავსე ჭიქის ბოლომდე დაცლა თუ არ გიყვართ, მაშინ თითო ჭიქიდან იმდენი დალიეთ, რომ ძირში ცოტა დატოვოთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დალევის დროს ცხვირით არ ისუნთქოთ. ეს ალკოჰოლის ცხვირის ღრუდან ტვინში მიწოდებას უწყობს ხელს. ყველაზე მთავარი, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ცხიმიანი საჭმელი. იგი კუჭს გარსად გამოეკვრება და ნაკლებად დათვრებით.

 

რჩევები არაყთან დაკავშირებით:

 

არყის შემთხვევაში ყველაფერი მარტივია. სასმელი ნაკლებია და შესაბამისად გაბერვის (გაჭყეპვის) შანსიც ნაკლებია. არყის სმის დროს ყველაზე ოპტიმალური მისაყოლებელი ლიმონია. არ მიაყოლოთ მას წყალი ან გაზიანი სასმელი. ორივე ხელს უწყობს მის რეაქციაში შესვლას. ასევე, როდესაც არაყს მიირთმევთ კარგად დააკვირდით სიგარეტის ფერფლი არ შეგყვეთ, ეს თქვენს მომენტალურ მოწამვლას გამოიწვევს. არყის დალევის დროს ცხვირით არ ისუნთქოთ და სანამ რაიმე მისაყოლებელს არ დააყოლებთ არ ამოისუნთქოთ. ეს იმის გამო, რომ ყელი ნაკლებად დაგეწვეთ: რაც მეტი ჰაერი მოხვდება ყელს მით უფრო მეტად დაგეწვებათ.

ყველაზე მთავარი: არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ სხვადასხვა გრადუსის მქონე სასმელი. მაგალითად, მარტინის დალევის შემდეგ არ დააყოლოთ შტრო და ასე შემდეგ – გრადუსების სხვაობა გათიშვის შედეგამდე მიგიყვანთ.

წინა «
შემდეგი »