სიცილის იოგა – ჯანმრთელობა წამლების გარეშე

  • guli-kizi
  • იანვარი 5, 2012

არ იქნება ახალი აღმოჩენა თუ ვიტყვი, რომ სიცილი ადამიანთა უმეტესობას ალამაზებს და გვაიძულებს მათზე დროებით მაინც შევაჩეროთ ჩვენი მზერა. მომღიმარი და მოცინარი სახეები გამოყოფენ მიმზიდველ ენერგიას და თავად მომღიმარი ადამიანი იწვევს დადებით ემოციებს.

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არისტოტელემ აღნიშნა, რომ “სხვა ცოცხალი არსებებისგან განსხვავებით, მხოლოდ ადამიანებს აქვთ სიცილის და ღიმილის უნარი”. ადამიანი იბადება ამ ჩვევის გარეშე და დროთა განმავლობაში იძენს მას. ბავშვი იწყებს ჯერ ღიმილს, შემდეგ გამოსცემს სიხარულის გამომხატველ ხმებს, დაბადებიდან 40 დღის შემდეგ. დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელბის მხრიდან დადებით მიმართებას ბავშისადმი. ექიმები აღნიშნავენ, რომ მხიარული მშობლების შვილები, შედარებით იშვიათად ხდებიან ავად.

არის სხვაობა ბავშვის სიცილსა და უფროსი ადამიანის სიცილს  შორის. იმიტომ, რომ სიცილი უკავშირდება როგორც ორგანიზმს ასევე ტვინსაც. უფროსი ადამიანი იცინს “ტვინიდან”, ჯერ აანალიზებს სასაცილოა თუ არა, ესა თუ ის სიტუაცია და შემდეგ იცინის. ბავშვი კი იცინის “ორგანიზმიდან”, არც კი ფიქრობს სიცილის მიზეზზე. სიცილი მათ თავისუფალი, უსაფრთხო და ძალიან სუფთა აქვთ.

აი ასეთი სიცილი, რომელიც ხსნის დაძაბულობას, ასტიმულირებს შიანაგან ორგანოებს, ტენის ორგანიზმს დადებით ენერგიით, არის სიცილის იოგა. მისი დამაარსებელია – ინდიელი ექიმი დოქტორი მადან კატარია (Dr Madan Kataria),, რომელმაც გამოიგონა სიცილის ტექნიკა, რომელიც იწვევს სხვადასხვა ვიბრაციებს ორგანიზმში, იგივე ეფექტის მქონეა როგორიც ფიზიკური ვარჯიშები.

სიცილი შეუძლია ყველას, ეს ძნელი არ არის, მაგრამ არის სიცილის გამოწვევის სპეციალური მეთოდიკა, რომელიც გამიზნულად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოზე.

ასაკთან ერთად ადამიანი სულ უფრო ნაკლებს და ნაკლებს იცინის. მხიარულების ასაკობრივი პიკია 6 წელი, როდესაც ბავშვს შეუძლია დღეში საშუალოდ 300-ჯერ გაიცინოს, მაშინ როცა უფროსი ადამიანი იჯმუხნება დღეში 15-30 ჯერ. სულ ტყუილად!

სიცილის თერაპია ახდენს არაჩვეულებრივ ეფექტს სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში. მრავალი ქვეყნის მეცნიერების მიერ არის დადგენილი, რომ სიცილის დროს:

– მცირდება ჰორმონალური დაძაბულობა;
– უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა;
– ხდება ტოქსინების დაჩქარებული გამოსვლა ორგანიზმიდან;
– ძლიერდება იმუნიტეტი.

დოქტორ მადან კატარაიას პირველი მოსწავლე იყო სებასტიან ჯენდრი (Sebastien Gendry), რომელმაც პირველმა დაარსა სიცილის იოგის ამერიკული სკოლა. სებასტიან ჯენდრი გახდა სიცილის იოგის არა მარტო პირველი ინსტრუქტორი, არამედ მან ასევე გამოსცა საინტერესო წიგნი “სიცილი მიზეზის გარეშე”.

ცოდნა, ასწავლო ხალხს ბუნებრივი სიცილი, რათა განაახლო ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივო ახალგაზრდობა, ერთდროულად ადვილიცაა და ძნელიც. თითქოს რა უნდა იყოს აქ ძნელი – გაიცინო, უნდა მომართო შენი ორგანიზმი ისე, რომ ეს გააკეთოს ბუნებრივად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე.

სიცილი ორგანიზმის გასუფთავების საუკეთესო ბუნებრივი სისტემაა. როდესაც თქვენ იცინით, იძაბება მუცლის პრესის კუნთები, რითაც იჭიმება ნაწლავების კუნთებიც. ასეთი გიმნასტიკის წყალობით გამოიყოფა ტოქსინები და შლაკები. უნდა იცინოთ სილამაზისთვისაც.

ბავშვი დღეში საშუალოდ 20-ჯერ იცვლის სახის მიმიკას, ხოლო უფროსები მხოლოდ 3-ჯერ. ზოგიერთი ქალბატონი განძრახ არ იცინის, ნაოჭების გაჩენის რისკის გამო. რეალურად სიცილი და მიმიკა სახის კუნთების კარგი ვარჯიშია, რომელიც აუმჯობესებს ტვინისათვის სისხლის მიწოდებას.

სიცილის დროს ორგანიზმში ხდება «ენერგეტიკული შტორმი», რომელიც ხსნის დაღლილობას და კანს ხდის ბევრად უფრო ელასტიურს.

1 წუთიან ბუნებრივ სიცილის აქვს იგივე შედეგი, რაც 40 წუთიან სირბილს ან 30 წუთიან ვარჯიშს. დამეთანხმეთ ციფრები უბრალოდ შეუდარებელია: 1 წუთი და 40 წუთი.

სიცილის იოგა ეს იგივე სუნთქვის გიმნასტიკაა, მაგრამ გარკვეული ხმების გამოცემასთან ერთად და რა თქმა უნდა მხიარული განწყობით.

განსხვავებული ტონალობის სიცილი, პასუხს აგებს სხვადასხვა ორგანოების მოქმედებაზე. მაგალითად, დაბალი ხმები ისეთი როგორიცაა “ხი ხი” – კარგი არის ყელის და ტვინის სისხლით მომარაგებაში, ხმები “ხა ხა” – არეგულირებს გულის მუშაობას.

აღნიშნული მეთოდიკის ერთადერთი უკუჩვენაბა არის – კარგი ხასიათი.

წინა «
შემდეგი »