სწავლა უკვე ფასიანია…

  • salome-jayeli
  • აგვისტო 26, 2013

education_iHOW.GEდღეს დღეობით განათლების სფეროში უამრავი პრობლემა არსებობს. ერთ-ერთია ის, რომ მოსწავლეს უწევს მასწავლებელთან მომზადება რათა არ ჩამორჩეს პროგრამას, ან იმის გამო რომ მასწავლეელმა დადებითი ნიშანი დაუწეროს.

ეს დიდი უსამართლობაა რადგან ბევრ ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვი რეპეტიტორთან მოამზადოს. ამის გამო ბავშვი იჩაგრება. ფიქრობს რომ, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გაკვეთილების მომზადება და აღარც ცდილობს იმ საგნის სწავლას.

ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას რადგან ცოტახანში განათლება მხოლოდ იმ ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი რომელთა მშობლებსაც ეკონომიურად იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ მოამზადონ მასწავლებელთან.

მოუწესრიგებელია სახელმძღვანელოებიც და სხვადასხვა საგნის პროგრამები არაა ერთმანეთთან ინტეგრირებული. მაგალითად: ფიზიკის ამოცანის ამოხსნაში საჭიროა ალგორითმები, რომელიც ბავშვს მათემატიკაში ჯერ არ უსწავლა. ასევე მოუწესრიგებელია ქიმიის პროგრამაც, ბავშვმა რომელმაც მე-9 კლასში დაიწყო ამ საგნის შესწავლა, გასავლელი აქვს როგორც მე-8 ისე მე-7 კლასის პროგრამა, რაც დამოუკიდებლად თითქმის შეუძლებელია.

ამისთვის სასკოლო პროგრამა უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა მოსწავლეს შეეძლოს მისი ათვისება და სკოლაშიც უნდა მუშაობდნენ ისეთ მასწავლებლები, რომელთაც ანაღვლებთ ბავშვების ბედი და არ უნდა ფიქრობდნენ მარტო იმაზე, რომ ბავშვი მოამზადონ და ამით თავისი შემოსავალი გაზარდონ.

სამწუხაროდ მოსწავლის სწავლის დონე ახლა თითქმის არავის ადარდებს, ამიტომაც მასწავლებლებს უნდა აეკრძალოთ ბავშვების მომზადება.

მართალია სწავლა ფასიანი არაა, მაგრამ მშობელს მაინც უხდება დამატებით მომზადება შვილის (რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს როცა საქმე ეხება მრავალშვილიან ოჯახს), რათა სასურველი განათლების დონე ჰქონდე მის შვილს…

ფაქტი ერთია, რომ განათლების სფეროში აუცილებლად ცვლილებებია საჭირო, თორემ ნელ-ნელა სულ უფრო უკან უკან მიდის საქართველოში განათლების დონე.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.