როგორ გავზარდოთ ტროპიკული ხილი ავოკადო?

  • commail.comedyin
  • იანვარი 9, 2015

ავოკადოშემდგომში, როცა მიირთმევთ ავოკადოს, ან გამოიყენებთ რომელიმე კერძისთვის, შეინახეთ კურკა. ავოკადოს ხის გაზრდა ადვილი და საინტერესოა.

ნაწილი 1 – ავოკადოს კურკა

1. თესლის მომზადება ფრთხილად გაჭერით ავოკადო ისე, რომ კურკა არ დააზიანოთ, რომელიც მდებარეობს ნაყოფის შუაგულში. კურკა მოაცილეთ და ცალკე გადადეთ, რბილობი შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისამებრ.

2. გარეცხეთ ავოკადოს კურკა. დააკვირდით, არ დააზიანოთ ღია ყავისფერი ლაქები თესლის ზედაპირზე.

3. დაიჭირეთ კურკა წვეტიანი მხარით ზემოთ და შეარჭეთ ოთხი კბილის ჩხირი დაახლოებით 5 მმ სიღრმით, ერთმანეთთან თანაბრად დაშორებული მანძილით.

4. გაავსეთ პირთამდე პატარა ვიწრო კონტეინერი, (სასურველია შუშის). კონტეინერის ჭრილი უნდა იყოს ისეთი სიდიდის, რომ მასში თავისუფლად მოთავსდეს კურკა, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან დიდი.

5. დადეთ ჩხირებიანი კურკა კონტეინერზე. ჩხირები უნდა იდოს კონტეინერის კიდეზე, ისე რომ კურკის ნახევარი იყოს წყალში, დარწმუნდით რომ მახვილი ნაწილი არის ზემოთ, ხოლო მომრგვალებული-წყალში, წინააღმდეგ შემთხვევაში ავოკადო არ გაიზრდება.

6. კონტეინერი დადგით კარგად განათებულ ადგილზე, ან ფანჯარასთან, დროთა განმავლობაში გამოჩნდება ფესვები და ავოკადო დაიწყებს ზრდას.

7. შეცვალეთ წყალი ყოველ ორ დღეში, მტვრით და ბაქტერიებით დაბინძურებული წყალი ხელს შეუშლის ავოკადის ზრდას, ყურადღება მიაქციეთ, რომ მრგვალი ნაწილი ყოველთვის იყოს წყალში.

8. პირველი ფესვები გამოჩნდება რამდენიმე კვირაში, 2-3 კვირაში ზედა ყავისფერი ფენა დაიწყებს გამოშრობას, დანაოჭებას და დაბზარვას, მალე გაჩნდება ნაპრალი თესლის ზედა ნაწილში. 3-4 კვირის შემდეგ ფესვის ღერო  დაიწყებს ამოსვლას.

9. გააგრძელეთ წყლი დამატება. ეცადეთ არ შეეხოთ ფესვის ღეროს. დააცადეთ მცენარეს გააძლიეროს ფესვები. ეტაპობრივად ავოკადოს ზედა ნაწილში გამოჩნდება ყლორტი, შემდეგ განვითარდება ფოთლები.

 

ნაწილი 2 – ხის დარგვა

1. როცა ფესვები გახდება ძლიერი, ღეროს კი შანსი აქვს, რომ გადაჭრის შემდეგ ხელახლა გამოიტანოს ფოთლები, მცენარე მზადაა მიწაში გადასარგავად. ამოიღეთ კურკა კონტეინერიდან და ფრთხილად გამოაძრეთ კბილის ჩხირები.

2. 20-25სმ დიამეტრის თიხის ქოთანი შეავსეთ შეავსეთ ვიტამინიზირებული მიწით, ისე რომ კიდემდე დარჩეს 2 სმ. ყველაზე მეტად უხდება ქოქოსის ბოჭკოებისა და მიწის ნარევი პროპორციით 1:1. გაასწორეთ და ცოტა დატკეპნეთ მიწა. ამოთხარეთ პატარა ვიწრო ორმო, ისეთი სიღრმის, რომ მოთავსდეს ფესვი და თესლი.

3. ფრთხილად ჩარგეთ თესლი მიწაში ისე, რომ კურკის ზედა ნაწილი იყოს გარეთ. კურკის გარშემო მიწა მსუბუქად დატკეპნეთ.

4. მორწყეთ მცენარე ყოველდღე, ან ისეთი სიხშირით, რომ მიწა ყოველთვის იყოს ტენიანი. მაგრამ ეცადეთ არ გადაამეტოთ ისე, რომ მიწა გადაიქცეს ტალახად.თუ ფოთლები ბოლოში გაყავისფრდა, ესე იგი, მეტი წყალი უნდა, თუ ფოთლები გაყვითლდა-მაშინ ზედმეტი წყალი მოუვიდა და დაასვენეთ მცენარე ერთი-ორი დღით.

5. გააგრძელეთ მცენარის მოვლა და რამდენიმე წელიწადში თქვენ გექნებათ არაჩვეულებრივი ხე, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. თქვენი ახლობლები გაოცებული იქნებიან, როგორ გაზარდეთ ავოკადოს კურკიდან მშვენიერი ხე.

რჩევები ავოკადოს შესახებ:

  • თუ ავოკადოს კურკის ყავისფერ ნაწილს, რომელიც წყალსია ცოტათი გადავფხეკთ, ფესვს ძალიან მალე გამოუშვებს;
  • პროცესის დაწყება უკეთესია შემოდგომაზე, იმისათვის, რომ მცენარე მზად იყოს ზამთრისთვის;
  • ავოკადოს ნაყოფი გამოიმუშავებს საკუთარ ცხიმს, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინს, დაჭერით ავოკადო კუბიკებად და გააცხელეთ ტაფაზე, დააცადეთ სანამ ავოკადო გათბება. ამავე ტაფაზე შეგიძლიათ გაათბოთ დაჭრილი პომიდორი, პომიდორი და ავოკადო დადეთ ერთმანეთზე და დაადეთ ჰამბურგერის ფუნთუშის ერთი ნაწილი, ფრთხილად გადმოატრიალეთ და დატოვეთ ტაფაზე კიდევ ერთი წუთი, შემდეგ გადმოიღეთ, დაუმატეთ ჰამბურგერს თქვენი გემოვნებით რაც გნებავთ, დააფარეთ ფუნთუშის მეორე ნაწილი და მიირთვით. გაცხელებული ავოკადოს გემო გაცილებით მდიდარია. ია სავსეა რკინით, პროტეინით და სხვა ნივთიერებებით. ეს არის ბუნების ერთერთი ყველაზე სრულყოფილი პროდუქტი, მართალია გამოირჩევა ცხიმის მაღალი შემცველობით მაგრამ სამაგიეროდ მასში არ არის ქოლესტერინი;
 სტატია მომზადებულია wikihow.com-ის მასალების მიხედვით
წინა «
შემდეგი »