ტუალეტის ქაღალდის გამოყენების ინსტრუქცია

  • guli-kizi
  • თებერვალი 17, 2014

ტუალეტის ქაღალდიტუალეტის ქაღალდი  გამოიყენება დეფეკაციის (კუჭის მოქმედება) შემდეგ ნარჩენების მოსაშორებლად, უკანალის შიდა ნაწილიდან და მის კუთვნილ კანის ნაწილებსა და ასევე თმით დაფარულ ნაწილების გასასუფთავებლად.

ტუალეტის ქაღალდის გამოყენება:

  1. დაწვრილებით გავეცნოთ მთავარ კონსტრუქციას. კონსტრუქცია მიმაგრებული უნდა იყოს  М6-ის ზომის ჭანჭიკებით, ადვილად სანახავ და განათბულ ადგილზე (მომხმარებელისთვის);
  2. ტუალეტის ქაღალდის რულონი განთავსებული უნდა იყოს მკერდის სიმაღლეზე, ჰორიზონტალური მდგომარეობით;
  3. დაიწყეთ დეფეკაციის აქტი;
  4. დარწმუნდით აქტის წარმატებით დასრულებაში და გაგრძელების სურვილის არ არსებობაში. (ეს პუნქტი მნიშვნელოვანია ტუალეტის ქაღალდის რაციონალური გამოყენებისთვის და ფულის დაზოგვისთვის);
  5. პირდაპირ მიღწევადი მარჯვენა ხელის მოძრაობით დაიჭირეთ ტუალეტის ქაღალდის თავი (ბოლო), ამის შემდეგ ხელის სწრაფი მოძრაობით ზევით და მარჯვნივ, დაახლოებით 60 გრადუსის კუთხით ჰორიზონტალური ხაზისკენ, გამოვქაჩოთ. ამ საშუალებით მივიღებთ (დავიხვევთ) ტუალეტის ქაღალდს 700მმ. (სიადვილისათვის ქაღალდის მწარმოებლებმა გააკეთეს თხელი ჭრილი ყოველ 100მმ-ში);
  6. მრავალმხრივი ხელის მოძრაობით მოვახდინოთ მოკვეთა (მოწყვეტა) დაახლოებით ორ ახლო ჭრილებს შორის. იმათვის ვისაც აქვს ნაკეთობა ჭრილების გარეშე, შეუძლიათ ამისათვის გამოიყენონ რაიმე ბასრი საშუალება (მაკრატელი, მაგიდის დანა, სახიფათო ბრიტვა ან ხორცის საჭრელი ნაჯახი), ამ შემთხვევაში იყავით ფრთხილად;
  7. მოხეული ქაღალდი დადეთ ზამბარისებურად, ნაკეცები უნდა გაკეთდეს ჭრილის ადგილებში;
  8. გადაიტანეთ იმ ხელში, რომელიც თქვენთვის ადვილად გამოსაყენია.
  9. მიღებული ქაღალდი მიიდეთ კანის ნაწილზე და მჭიდროდ მიადეთ ხელი და მოახდინეთ წმენდითი მოძრაობები.
  10. მიღებული მასით დასვრილი ქაღალდი მოათავსეთ განათებულ ადგლზე და დარწმუნდით, რომ მასზე არ არის გლისტების კვერცხუჯრედები ან არ არის პედიკულოზის (ტილების) სიმპტომები. თუ მაინც აღმოაჩენთ მსგავს სიმპტომებს დარეკეთ 112-ში და შეატყობინეთ თქვენი საცხოვრებელი მისამართი. თუ ვერ შეამჩნევთ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს  პუნქტები 4-დან 9-მდე გაიმეორეთ სამ-ოთხჯერ.
  11. სუფთა და მშრალი ხელით შეამოწმეთ გაწმენდის ხარისხი (უკანა ნაწილი უნდა იყოს მშრალი, თმით დაფარული ნაწილი აქოჩრებული). თუ არ დარჩით სისუფთავით კმაყოფილი გაიმეორეთ 4-9 პუნქტები საბოლოო შედეგამდე.
  • უსაფრთხოების წესები:
  1. არ მოწიოთ ტუალეტის ქაღალდის სიახლოვეს;
  2. არ დატოვოთ გამოყენებული ქაღალდი კულტურის, დასასვენებ ან სასადილო ადგილებში;
  3. შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით. ტუალეტის ქაღალდი – ჰიგიენის საშუალებაა და არა სათამაშო;
  4. არ არის რეკომენდირებული მისი მრავალჯერადი გამოყენება.

***

ერთ-ერთი ფედერაციის შრომის სამინისტრომ, ორგანიზაციებში სამუშაო დროის ოპტიმიზირების მიზნით შექმნა სამუშაო დროს განმავლობაში ტუალეტის ვიზიტის ინსტრუქცია. ერთ-ერთი თავი გამოყოფილი იყო ტუალეტის ვიზიტი “დიდი დროით”. ეს თავი შედგება სამი ქვეთავისაგან:

  1. შესამზადებელი ნაწილი შეიცავს:
    • შუქის ჩართვა და კარის დახურვა – 3 წამი;
    • უნიტაზის საჯდომზე ქაღალდის დაფენა – 10 წამი;
    • ქამრის შეხსნა, საკრავის შეხსნა, შარვლის და ტრუსების ჩახდა (თუ გაცვიათ) – 25 წამი;
    • დაჯდომა – 5 წამი.
  2. შუა ნაწილი შეიცავს:
    • შესაბამისი ტანის და თავის კუნთების დაძაბვა – 3 წამი;
    • დეფეკაცია – 2-3 წუთი, გამონაკლისი – 10 წუთამდე.
  3. დამასრულებელი ნაწილი შეიცავს:
    • ადგომა და ჩამრეცხზე ხელის დაჭერა: 3 წამი.
    • ანალური ხვრელის ბოლომდე გაწმენდა ნარჩენებისგან – 1 წუთი, ამასთანავე დასაშვებია გამოიყენოს 2-3 “ქაღალდი” ორად შეხვეული.
    • ტრუსების ამოცმა (თუ გაცვიათ) და შარვლის, ღილის შეკვრა და ქამრის -30 წამი;
    • კიდევ ერთხელ ჩარეცხვა – 2 წამი;
    • ხელის დაბანა – გამშრალება – 1 წუთი;
    • გამოსვლა და შუქის ჩაქრობა – 5 წამი.

დაკვირვებული და პასუხისმგებელი უფროსი უნდა ნერვიულობდეს, თუ მისი თანამშრომელი 6 წუთსა და 26 წამზე მეტ დროს არის ტუალეტში.

***

ტუალეტის გამოყენების ინსტრუქცია ჩინურ ენაზე

ტუალეტის გამოყენების ინსტრუქცია

წინა «
შემდეგი »