უნივერსალური კოკა-კოლა

  • lasha117
  • დეკემბერი 6, 2011

წინა პოსტში მარტივად აგიხსენით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კოკა-კოლა საბურავების გასაწმენდად. ამჯერად კიდევ გაგაცნობთ აღნიშნული სასმელის გამოყენების რამდენიმე უჩვეულო მეთოდს. სანამ ახსნას დავიწყებ მინდა პატარა შესავალი გავაკეთო ამ მშვენიერი სასმელის შესახებ. ალბათ არ გეცოდინებათ, რომ თავდაპირველად კოკა-კოლა მწვანე ფერის იყო და იგი სულ სხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. თუ რა დანიშნულებები ჰქონდა და აქვს დღემდე, ამას მოკლედ გეტყვით:

1. დარწმუნებული ვარ თქვენში რომელიმე მაინც იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეყვარება წამლების დალევა. გაგახარებთ და გეტყვით, რომ თავის ატკივების შემთხვევაში შეგიძლიათ დალიოთ კოკა-კოლა. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად მისი დანიშნულება ზუსტადაც, რომ თავის ტკივილის გაყუჩება იყო: იგი ისეთ რაოდენობით მინარევებს და კოფეინს შეიცავს, რომ წარმატებით კურნავს თავის ტკივილს.

2. ვისაც გაგაჩნიათ საკუთარი ეზო და მწერები გაწუხებენ სულაც არაა აუცილებელი, რომ გამოიყენოთ ძვირადღირებული ქიმიური საშუალებები, რათა განთავისუფლდეთ მათგან. კოკა-კოლა ისეთი ნივთიერებაა, რომელიც სპობს მწერებს. მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ კოკა-კოლა დაიხმაროთ მწერების თავიდან მოსაშორებლად დაიმახსოვრეთ, რომ შემდეგ თქვენი ეზო წყლის უხვი რაოდენობით უნდა გადარეცხოთ, რადგან ერთადერთი მწერი რომელსაც კოკა-კოლა ვერ ერევა ეს არის ჭიანჭველა, ხოლო მოგეხსენებათ სადაც სიტკბოა, იქ ჭიანჭველაც მალევე ჩნდება.

3. უნიტაზის გახეხვა გინდათ და უცებ აღმოაჩინეთ, რომ სახეხი საშუალება გათავებულა? ამას ისიც დავამატოთ იუმორისთვის, რომ ლიფტიც გაფუჭებულია და საშინელი ქარბუქია გარეთ :D. ნუ ნერვიულობთ, გამოაღეთ მაცივარი, გამოიღეთ კოკა-კოლა და მოასხით იგი უნიტაზში. შემდეგ უბრალოდ ჩარეცხეთ წყალი. თქვენი უნიტაზი გახდება ისეთივე თეთრი როგორიც ადრე იყო.

4. შეიძინეთ მანქანა და ძრავში ჩახედვისას აღმოაჩინეთ, რომ იგი დაბინძურებულია გარედან. არაა პრობლემა – მისი გარეცხვა მარტივად შეიძლება. თუ არ ვცდები, სპეციალური სარეცხი საშუალება დაახლოებით 30 ლარამდე ღირს და თუ თქვენი მანქანის ძრავი ზომებში დიდია, მეეჭვება, რომ ერთი ცალი გეყოთ. თუმცა, არც ესაა პრობლემა: აიღეთ კბილის ჯაგრისი და კოკა-კოლა. გაწმინდეთ მანქანის ძრავი მათი გამოყენებით და იგი ჩვეულებრივად გასუფთავდება.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა რაც კოკა–კოლას შეუძლია. დაინტერესების შემთხვევაში კი კიდევ დავამატებთ რამდენიმე საიტერესო ფაქტს კოკა–კოლის შესაძლებლობათა ნუსხიდან.

წინა «
შემდეგი »