უსაფრთხო ცხოვრება

  • guli-kizi
  • დეკემბერი 19, 2011

ბანალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ვერანაირი ფული ვერ შეგიცვლით ჯანმრთელობას. მერე რომ “იდაყვების ჭამა” არ მოგიწიოთ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩემს მიერ გამოყოფილი 10 ძირითადი რჩევით.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, თუ ავკრძალავთ ექსკალატორის და ლიფტის გამოყენებას, მომხმარებლებს გაუუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა და შეუმცირდებათ ცხიმური ნაგროვები.

არ არის საიდუმლო, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, თუნდაც დღეში მხოლოდ 30 წუთი, ხელს უშლის ცხიმურ ნაგროვებს, გულის დაავადებას, ინსულტს და ასევე კიბოსაც. მაგრამ, არის ასევე ბევრი სხვა უფრო ადვილი საშუალება გაიხანგრძლივო ცხოვრება. იმისათვის რომ იცხოვრო დიდხანს და ბედნიერად, საკმარისია მხოლოდ შეასრულოთ 10 არც თუ ისე რთული წესი:

1. დაკავდით სექსით: აქტიური სქესობრივი აქტი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და აჩქარებს სისხლს. ამასთან ერთად, სექსის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი “ენდორფინი” (ენდოლოგიური მორფინი). განსაკუთრებით კარგია სექსი დილით, იმიტომ რომ დილით ორგანიზმში შაქრის დონე არის საკმაოდ დაბალი – რის გამოც, ორგანიზმი ადრე დაგროვებულ კალორიებს გადაამუშავებს ენერგიად.

2. იცინეთ: დამტკიცებულია, რომ ყოველდღიურად 15 წუთი სიცილი, თქვენს სიცოცხლეს 8 წლით გაზრდის.

3. დაუმატეთ პომიდორი ბუტერბროდებში: თუ ყოველდღიურ საკვებს დაუმატებთ ცოტა ტომატს, გულის დაავადების რისკი შემცირდება 30%-ით.

4. გაიცანით თქვენი ოჯახი უფრო ახლოს: ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ექსპერტების აზრით, დედასთან ერთად ყოფნა არეგულირებს წნევას, და ასევე ეხმარება ალკოჰოლიზმის დონის შემცირებას.

5. მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას: ბეთჰოვენი დაამშვიდებს გულს, შეამცირებს სისხლის წნევას და მოადუნებს კუნთებს – დარწმუნებულები არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები.

6. ნუ შეცბებით: იაპონელი მეცნიერების კვლევების თანახმად, მოულოდნელი მაღალი ხმა, როგორიცაა მაგალითად, მაღვიძარას ზარი, ზრდის გულის შეტევის რისკს. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ბუნებრივი ინსტიქტები მაღალ ხმაზე რეაგირებს ისევე , როგორც საშიშროებაზე და გაფრთხილებაზე.

7. მოურაეთ კბილებს: თუ კბილებს გაიხეხავთ ყოველდღიურად, გაახალგაზრდავდებით 6 წლით, ვინაიდან პირისღრუ გამოყოფს მავნე ბაქტერიებს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის დაავადება.

8. იძინეთ: მაგრად და არა – ზედმეტად. კველებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც სძინავთ 7 საათი დღეში, ცხოვრობენ მეტ ხანს ვიდრე ისინი ვისაც სძინავს მეტ ხანს და ისინიც ვისაც სძინავს ნაკლებ ხანს.

9. ჭამეთ შოკოლადი: ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის გამოკველვების შედეგების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ შოკოლადს ზომიერი რაოდენობით, ცხოვრობენ მეტ ხანს, ვიდრე ისინი ვინც ჭამს კამფეტებს. აღნიშნული პროდუქტი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, სახელად “პოლიფენოლს“, რომელიც აბრკოლებს კიბოს დაავადების განვთარებას.

10. გიყვარდეთ საკუთარი თავი: თუ თქვენ უკვე გიყვართ საკუთარი თავი, არაა საჭირო გაიქცეთ პაბში ამ სიყვარულის აღსანიშნად. საქმე იმაშია, რომ საყვარელი საქმიანობები, ისეთი როგორიცაა შოპინგი, ისევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ფიზიკური ვარჯიში. 

რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ რჩევებისა, რომელიც უსაფრთხო ცხოვრებას ეხება, მაგრამ გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევებით თქვენთვის გამოყოფილ სასიცოცხლო დროს სულ ცოტა რამოდენიმე წლით გაზრდით.

წინა «
შემდეგი »