ფაილებისა და საქაღალდის დამალვა კომპიუტერში

  • lasha117
  • დეკემბერი 11, 2011

არის შემთხვევები როდესაც კომპიუტერს თქვენს გარდა რამდენიმე ადამიანი იყენებს. სწორედ ამის გამო მათ ხელი მიუწვდებათ თქვენს პირად საქაღალდეებსა (Folder-ფოლდერი) და ფაილებზე.

ამ პოსტში გასწავლით თუ როგორ უნდა გავაქროთ და გამოვაჩინოთ თქვენი საქაღალდეები, სადაც თქვენი ფაილები იქნება განთავსებული. მიჰყევით ინსტრუქციას:

1. დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს იმ საქაღალდეზე, რომლის გაქრობაც გსურთ;

2. შედით Properties მენიუში;

3. გაიხსნება ფანჯარა, სადაც წერია: Read Only და Hidden. Read Only-ზე თუ აყენია, ესეიგი საქაღალდე ჩანს, ხოლო თუ დააყენებთ Hidden-ზე იგი გაქრება.

ახლა რაც შეეხება საქაღალდეების გამოჩენას და გაქრობას. შესაძლებელია თქვენ გაქრობა (Hidden) მიუთითოთ საქაღალდეზე, მაგრამ იგი მკრთალი ფერით მაინც ჩანდეს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავარ პარამეტრებში გიყენიათ ყველა საქაღალდის ჩვენება.

ამ ფუნქციის სამართავად შედით:

1. My Computer-ში და სწრაფი გამოძახების მენიუში აირჩიეთ Tools;

2. Tools მენიუს ჩამოშლის შემდეგ აირჩიეთ Folder Options;

3. გამოტანილ ფანჯარაში აირჩიეთ მენიუ View;

4. ჩამოწიეთ ფუნქციები და მოძებნეთ Do not show hidden files and folders – იგივე დამალვა და Show files and folders – იგივე გამოჩენა ფუნქცია. იგი სურათზე ჩანს.

ამით თქვენ შეძლებთ Hidden ფაილების და საქაღალდეების დამალვისა და გამოჩენის ფუნქციების მართვას.

წინა «
შემდეგი »