ქალური ტაქტიკა

  • marinola
  • July 27, 2012
  • 0

ქმარს თავი არ მოაბეზროთ რჩევებით სამსახურის, კარიერასა და მისი შესაძლებლობების შესახებ.

ნუ იქნებით მეტისმეტად ეჭვიანი. ამით შეიძლება საყვარელი მამაკაცი დაკარგოთ.

მას მხოლოდ პრინციპულ საკითხებზე ეკამათეთ. თუ დავა წვრილმანებზე მაინც წამოიჭრა, მეორე ოთახში გადით ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.თუ მამაკაცთან რაიმე კითხვაზე პასუხის გაცემა არ გსურთ გაუღიმეთ.

რაც უნდა გაავებული იყოთ, მამაკაცს არ მიახალოთ, რომ მისი ღალატი არ გაგიჭირდებათ. ადრე თუ გვიან თქვენს შორის შეიძლება ნდობის ფაქტორი გაქრეს. შემდეგ – სიყვარული.

ნურასდროს გააკრიტიკებთ სხვისი თანდასწრებით. თქვენდამი პატივისცემას დაკარგავს.

ნურასდროს ეტყვით, რომ თქვენ დაიპყარით ის და არა პირიქით. საკუთარი თავისადმი რწმენას დაკარგავს დასხვა ქალზე გაგცვლით.

განუწყვეტლივ ნუ გაუმეორებთ ,,აღარ გიყვარვარ”. ვინ იცის, შეიძლება ეს მართლაც ირწმუნოს.

ნუ ეტყვით, რომ მის გარეშე მოწყენილი ხართ. მას მხიარული ქალები უფრო მოსწონს.

არასდროს შეახსენოთ წარსულისა და აწყმოს შეცდომები. ისინი ცნობიერებიდან ერთხელ და სამუდამოდ წაშალეთ.

ხშირად შეაქეთ. აქცენტი მის მამაკაცურობასა და ვაჟკაცობაზე გააკეთეთ.

წინა «
შემდეგი »