ღრძილების მოვლის ბუნებრივი საშუალებები

  • R2
  • ნოემბერი 11, 2012
ღრძილების ტკივილი ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, ეს შეიძლება იყოს სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება ან სხვა ნებისმიერი. ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით ღრძილების მოვლის ბუნებრივი საშუალების სხვადასხვა მეთოდებს, რომელიც პრაქტიკაში უკვე გამოცდილია.



ასკილი- ერთი სუფრის კოვზი ასკილი ჩავყაროთ 1ჩ/ჭ წყალში, ვადუღოთ დახურულ ემალირებულ ჭურჭელში 10 წუთი, შემდეგ დავაყენოთ არა ნაკლებ 12 საათისა. მიღების წესი : 1/2 ჩ/ჭ  2-3 ჯერ დღეში ჭამამდე. გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება დავუმატოთ თაფლი ან შაქარი.

ლიმონი- ლიმნის წვენი ჩავწუროთ წყალში და დავლიოთ.

ხახვი – ბოლქვი ან მწვანე ხახვი უმად მიირთვით

ნიორი – საჭმელთან ან საჭმლის გარეშე მიიღეთ.

ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, კედარი – წიწვის წყლიან ნახარშს ხმარობენ დასალევად და პირში გამოსავლელად.  მომზადების წესი : 4 ჭიქა დაჭრილ ძველ წიწვებს დაასხამენ 3 ჭიქა ადუღებულ წყალს, შეამჟავებენ 4 ჩაის კოვზი განსხვავებული მარილჟავათი ან ძმრით და დგამენ 3 დღე ბნელ ადგილას, მიიღებენ 1/2 ჭიქას 4-ჯერ დღეში.

წინა «
შემდეგი »