როგორ შეიძლება გადაშენებული ცხოველების აღდგენა?

  • sofo
  • October 9, 2013
  • 0

mamonti2003 წლის 30 ივლისს ესპანელმა და ფრანგამა მეცნიერებმა გადაშენებლი ცხოველი აღადგინეს, მხოლოდ იმიტომ რომ ენახათ, ისევ გადაშენდებოდა თუ არა. მათ მიერ გაცოცხლებული ცხოველი გარეული თხის ქვესახეობა იყო. მას ბუკარდოს ან პირინეის თხის სახელწოდებითაც იცნობდნენ. ბუკარდო დიდი  ზომის მოხდენილი ქმნილება იყო, მისი წონა 100 კილოგრამს აღწევდა და გრძელი, ოდნავ მოხრილი რქები ჰქონდა. ათასწლეულების მანძილზე ის მაღლა, პირენეებში, საფრანგეთის ესპანეთისგან გამყოფ მთიან ქედზე ცხოვრობდა, კლდეებზე დაძვრებოდა და მკაცრ ზამთრებს უმკლავდებოდა.

შემდეგ გაჩნდა თოფი. მონადირეებმა ბუკარდოს რაოდენობა რამდენიმე საუკუნეში შეამცირეს. 1989 წელს ესპანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მხოლოდ 12-იოდე სახეობა იყო შემორჩენილი. ათი წლის შემდეგ ერთადერთი ბუკარდო დარჩა: მდედრი, მეტასხელად სელია. ორდესის და მონტე პერდიდოს ეროვნული პარკის ჯგუფმა, ცხოველი ხაფანგში გააბა, კისერზე რადიოგადამცემი საყელო დაუმაგრა და ისევ ბუნებაში გაუშვა. 9 თვის შემდეგ სელია დაიღუპა. ბუკარდო კი ოფიციალურად გადშენებულად ჩაითვალა.

მაგრამ ლაბორატორიაში დაცული სელიას უჯრედები სიცოცხლს აგრძელებდნენ. მეცნიერების ჯგუფმა ამ უჯრედებს ბირთვები დნმ-ისგან გამოთავისუფლებულ თხის კვერცხუჯრედებში შეიყვანა, შემდეგ კი კვერცხუჯრედები სუროგატ დედებს ჩაუნერგა. 57-დან მხოლოდ 7 ცხოველი დამაკდა. ამათგან, მხოლოდ ერთმა დედამ – ესპანური თხისა და ჩეულებრივი თხის ჰიბრიდმა სელიას კლონი ბოლომდე ატარა. მეცნიერებმა საკეისრო კვეთა ჩაატარეს და 2 – კილოგრამიანი კლონი ამოიყვანეს.  მცდელობების მიუხედავად, ათიოდე წუთში სელას კლონი დაიღუპა. სელიას კლონი გადაშენებული სახეობების რეალურ აღდგენასთან მიახლოებული ყველაზე წარმატებული მაგალითია.

დოდო და დიდი ალკი, ჩანთოსანი მგელი და ჩინური მდინარის დელფინი, მოხეტიალე მტრედი და საიმპერატორო კოდალა… ბუკარდოც ერთ-ერთია იმ ცხოველებიდან, რომლებიც ადამიანებმა (ზოგჯერ შეგნებულად) გადაშენებამდე მიიყვანეს. უახლოეს წლებში ბუკარდოს მრავალი სხვა გადაშენების საფრთხის წინაშ მდგარი სახეობა შეუერთდება.

ახლა მხოლოდ იმ სახეობების აღდგენის იმედი შეიძლება ვიქონიოთ, რომლებიც რამდენიმე ათეული ათასი წლის წინ გადაშენდნენ და დატოვეს ნაშთები, რომლებიც დაუზიანებელ უჯრედებს, ცხოველის გენომის აღდგენისთვის საკმარის უძველეს დნმ-ს შეიცავს. დნმ-ის დაშლის ბუნებრივი სიჩქარის გამო, შეუძლებელია დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ გადაშნებული ტირანოზავრ რექსის მთლიანი გენომის აღდგენა.

დიდი ხანია მეცნიერები და მკვლევარები მამონტის აღდგენის შესახებ მსჯელობენ. მათი პირველი ( და ჯერჯერობით ერთადერთი) მიღწევა იყო კარგად შემონახული მამონტების აღმოჩენა ციმბირის ტუნდრაში.  მათ  აღმოაჩინეს (ძვლის ტვინი, ბეწვი, კანი და ცხიმი. მას „სუამის“ მეცნიერები იკვლევენ).

ტასმანიის ვეფხვი

1813 წელს მდინარე ოჰაიოზე მოგზაურობისას,  ჯონ ჯეიმს ოდუბონი იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო ბუნებრივი მოვლენის მოწმე გახდა: მოხეტიალე მტრედების   გუნდს ცა დაეფარა და მზე დაებნელებინა. „ფრთების უწყვეტი ტყლაშუნი სიმშიდის შეგრძნებას მგვრიდა“, – წერდა ის მოგვიანებით.

ასე გრძელდებოდა მომდევნო სამი დღის განმავლობაში. „ოჰაოს ნაპირები სავსე იყო შეიარაღებული ადამიანებით. ისინი განუწყვეტლივ ესროდნენ გადამფრენ ფრინველებს. უამრავი გაანადგურეს“, – წერდა ოდუბონი.

1813 წელს ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ეს სახეობა ოდესმე გადაშენდებოდა. თუმცა საუკუნის ბოლოს, ტყეების გაჩეხვისა და ნადირობის გამო, გულწითელა მოხეტიალე მტრედების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. უკანასკნელი დადასტურებული, ერთადერთი მდედრი მოხეტიალე მტრედი, სახელად მართა, ცინცინატის ზოპარკში მოკვდა 1914 წელს.

მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ამ სახეობების აღდგენა და ფიქრობდნენ გამოდგებოდა თუ არა კლონირების სტანდარტული მეთოდები.
მიუხედავად იმისა, რომ მამონტის ან მოხეტიალე მტრედის აღდგენა მხოლოდ ფანტაზია აღარაა, რეალობა ჯერ შორსაა. სხვა გადაშნებული სახეობებისთვის ვადა შესაძლოა ბევრად მცირე იყოს.

ზოგი ფიქრობს, რომ გადაშენებული სახეობების აღდგენა ღმერთის როლის თამაშს ნიშნავს.  სხვები კი ამტკიცებენ, რომ ის რეალურ სარგებლობას მოიტანს. მაგალითად, მედიკამენტების უმეტესობა ძირითადი ინგრედიენტების გარეშე კი არ გამოიგონეს, არამედ იმ ბუნებრივი ნაერთებისგან მიიღეს, რომლებიც ველურ მცენარეთა სახეობებში აღმოაჩინეს. ეს სახეობებიც მოწყვლადია და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ზოგიერთი გადაშნებული ცხოველიც სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებდა თავის ეკოსისტემში. მაგალითად, 12 000 წლის წინ ციმბირში მამონტები და სხვა დიდი ბალახისმჭამელი ძუძუმწოვრები ბინადრობდნენ. მაშინ საბინადრო გარემო ხავსით დაფარული ტუნდრა კი არა, ბალახიანი სტეპები იყო.მეცნიერები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ეს სულაც არ იყო დამთხვევა: ეს ცხოველები ხელს უწყობდნენ საძოვრების შენარჩუნებას, აფხვიერებდნენ ნიადაგს და ნაკელით ანოყიერებდნენ მას. მათი გადაშნების შემდეგ კი ხავსი გაბატონდა და საძოვრები უნაყოფო ტუნდრად გადააქცია.

მეცნიერები ართმობენ პოზიციებს, გენეტიკა და დნმ სიცოცხლის საწყისია და ამ მოლეკულის რეალიზება შესაძლებელია ახალი სიცოცხლის საწყისი გახდეს, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, რაც ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს დაბადებიდან ისე დაბადების შემდეგ. მოდით დაველოდოთ მეცნიერულ კვლევებს…

წინა «
შემდეგი »