როგორ მოვამზადოთ შოკოლადის კექსი

  • marrii
  • ოქტომბერი 23, 2013

შოკოლადის კექსიშოკოლადის კექსის მომზადება სახლის პირობებში არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, მთავარია სურვილი და საჭირო ინგრედიენტები, ხოლო შოკოლადის კეკსისათვის მათ მომზადებას მოცემულ სტატიაში ისწავლით.

საჭირო ინგრედიენტები

ცომი:

მარგარინი  200 გრ.
შაქარი 200 გრ.
ვანილი
შაქარი 1 ჩ/კ.
კვერცხი 5 ც.
კაკაო 5 ჩ/კ
ფქვილი 250-300 გრ.
სოდა 1 ჩ/კ.

კრემი:

ჟელატინი 10 გრ.
ხაჭო 200 გრ.
შაქარი 150 გრ
არაჟანი 200 გრ.

ჟელატინი დაალბეთ 100 მლ. ცივ წყალში და დატოვეთ 1 სთ.

მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ მარგარინი შაქართან და ვანილთან ერთად. შეათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ კაკაო, ძმარში გახსნილი სოდა და ბოლოს ფქვილი. გამოვა საშუალო სისქის ცომი. ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი; გამოაცხვეთ ღუმელში 35-40 წთ.

აფუებული ჟელატინი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე, ოდნავ შეაგრილეთ. ხაჭოს დაამატეთ შაქარი არაჟანი და გამდნარი ჟელატინი. აურიეთ და კრემი შედგით მაცივარში 20-30 წთ.

გამომცხვარი კექსი გაჭერით შუაზე, ქვედა ფენას წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ფენა და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.