ახალი დიზაინი ძველი შტრიხ-კოდებისთვის

  • writer91
  • June 1, 2012
  • 0

ხშირად პროდუქტის ყიდვისას შტრიხ-კოდს ყურადრებას არ ვაქცევთ. ჩვენს მეხსიერებაში სტანდარტულად დაფიქსირებულია, რომ მასზე არაფერი საინტერესო არ ხდება და არაფერია დასაკვირვებელი.

 

 


სანამ შტრიხ-კოდების ახალ დიზაინზე მოგიყვებით ძალიან მოკლედ გადავხედოთ ისტორიას: შტრიხ-კოდის პატენტი 1952 წელს დაფიქსირდა და პირველი პროდუქტი, რომელზეც შტრიხ-კოდი გამოიყენეს საღეჭი რეზინი Wrigley’s იყო. ამის შემდეგ იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ სიმბოლოდ იქცა, არ არსებობს პროდუქტი რომელსაც თავისი შტრიხ-კოდი არ ჰქონდეს. მისი სტანდარტული ფორმაა შავ-თეთრი ზოლები, რომლის დაბლაც განთავსებულია შესაბამისი კოდი, რომელიც პროდუქტს აქვს მინიჭებული.

დროის ცვლასთან ერთად იცვლება სტილი, ფორმები და რა თქმა უნდა გაჩნდა  სტანდარტული შტრიხ-კოდის შეცვლის მოთხოვნილება 1952 წლიდან მას ხომ ერთი და იგივე ფორმა გააჩნდა. კომპანიები, რომლებიც პროდუქტს განსაკუთრებული დიზაინის შეფუთვით უშვებენ, წინადადება წამოაყენეს, რომ შეიცვალოს შტიხ-კოდის ფორმა და კონკრეტული კომპანიის სტილზე მორგებული გახდეს.

სრულაიდ უცნობმა იაპონურმა კომპანიამ Design Barcode, 2006 წელს დაიწყო ახალი შტრიხ-კოდის დიზაინის შემუშავება. Design Barcode-ის წამოწყებამ თავიდან ყურადრება არ მიიქცია და სულ რამდენიმე კომპანისგან მიიღო შეკვეთა. კრეატიულ შტრიხ-კოდებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა რაც ახალი დიზაინის შტრიხ-კოდებმა ბაზარზე მყიდველის დიდი ყურადრება მიიპყრო. ახალი დიზაინი და კრეატიული მიდგომა კომპანიებს საშუალებას აძლევს თავისი პროდუქტი ემოციურად უფრო მიმზიდველი გახადონ, გაზარდონ გაყიდვა ვიზუალური ეფექტის მეშვეობით და თაროებზე პროდუქტი უფრო გამორჩეული გახადონ. შტრიხ-კოდის დანიშნულება უცვლელი რჩება, ის ისევე კოდური ინფორმაციის მატარებელია, სამაგიეორდ ვიზუალური მხარე სულ უფრო და უფრო იხვეწება და გამორჩეული ხდება.

წინა «
შემდეგი »