Google

წითელი ორცხობილის რეცეპტი

დაწერილია:January 18, 2012
კომენტარები დახურულია

ამგვარი ორცხობილა თავად მაქვს გასინჯული (მართალია სხვა ფერის, თუმცა ფერი, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის), ამიტომ თქვენც გირჩევთ ერთხელ მაინც დააგემოვნოთ.
 
 
 


წითელი ორცხობილისათვის საჭირო ინგრედიენტები:


 

  • 1/2 ჭიქა კარაქი (115 გრამი);
  • 250 გრამი შაქარი;
  • 1 კვერცხი;
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ფხვნილი;
  • 1 სუფრის კოვზი წითელი ფხვნილი (საკვები);
  • 170 გრამი ფქვილი;
  • 1/4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი (20-25 გრამი);
  • 1 ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი;
  • 1/4 ჩაის კოვზი სოდა;
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი;
  • კრემი ორცხობილის გასაფორმებლად.

 
1. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუს ცელსიუსზე ან 375 გრადუს ფარენჰეიტზე;
 
2. აიღეთ ჯამი და აურიეთ ერთმანეთში კარაქი და შაქარი;
 

 
3. ნაზავს დაუმატეთ ვანილი, კვერცხი, წითელი ფხვნილი და განაგრძეთ ათქვეფა;
 

 
4. აიღეთ მეორე ჯამი და დანარჩენი ინგრედიენტები მასში მოათავსეთ;
 

 
5. ნელ-ნელა შეურიეთ ორივე ჯამის ინგრედიენტები ერთმანეთში;
 

 
6. მიღებული მასა მოათავსეთ პატარა ნაწილებად (ორი-სამი ჩაის კოვზის ოდენობით) საცხობ დაფაზე;
 

 
7. შედგით ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში;
 
8. გამოიღეთ, დაელოდეთ გაციებას და წაუსვით მას კრემი.
 

 
გემრიელად მიირთვით.

%d bloggers like this: