წონის დაკლება და ცხიმების წვა ნატურალური პროდუქტებით

  • ihow.ge
  • ივნისი 20, 2018

წონის დაკლებათუ გსურთ წონის დაკლება ან შენარჩუნება ამისათვის საჭიროა დაგეგმოთ დიეტა, რომელიც გონივრულად იქნება შედგენილი. დიეტის წესების დაცვა ან შემდეგ ამ დიეტის ეფექტურობის გაზრდისთვის მისი ცვლილება არის საკმაოდ რთული და დამთრგუნველი, ამიტომ გირჩევთ თქვენს რაციონში ნელ-ნელა დაამატოთ ის პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის წვას.ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელიც უკავშირდება წონის კლებას და ხელს უწყობს კალორიების წვას, ზოგიერთი მათგანი კი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ზრდას. ამ ტიპის პროდუქტების რაციონში შეყვანის შემდეგ და ცოტაოდენი ფიზიკური აქტივობის დახმარებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ სასურველი შედეგი.

წონის დაკლება

ცხიმების წვა ნატურალური პროდუქტებით

წონის დაკლება

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი არის ბრწყინვალე პროდუქტი, რომელიც წვავს კალორიებს, ეს არის ერთ-ერთი იმ სუპერ პროდუქტებიდან რომელიც მიეკუთვნება ე.წ “უარყოფითი კალორიების” მქონე პროდუქტებს, ანუ მისი მიღებით ჩვენ ვწვავთ უფრო მეტ კალორიას ვიდრე ვიღებთ.

სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ გრეიპფრუტის ძალიან კარგ შედეგებს წონის კლების და ინსულინის რეგულირების მხრივ. კვლევებმა აჩვენა რომ ჭამის წინ ნახევარი გრეიპფრუტის ჭამა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს წონის კლებაში.

უფრო ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გრეიპფრუტი ხელს უწყობს თქვენს ორგანიზმში შაქრის უტილიზაციას, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე და შესაბამისად წონის კლებაზე.

იმისთვის, რომ ცხიმი დაწვათ რაც შეიძლება მალე ჭამეთ ახალი გრეიპფრუტი მისი გარეთა თეთრი გარსით და დალიეთ ხშირად გრეიპფრუტის ფრეში.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი არ აქვს მნიშვნელობა ცხელი თუ ცივი არის ერთ-ერთი იმ სასმელთაგანი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის წვას. ეს ჯანსაღი სითხე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც დღის განმავლობაში გეხმარებათ ცხიმების წვაში და ამაღლებს მეტაბოლიზმის დონეს, ამ მეტაბოლიზმის დონეს ამაღლებს ის კოფეინი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, რასაც თავის მხრივ ენერგიაზეც მოყავხართ.

დიდი ოდენობით მწვანე ჩაის მიღება არ არის სასურველი, რადგან კოფეინი ააჩქარებს თქვენს გულის ცემას, ამიტომ ყოველდღიურად მიიღეთ 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაი, რაც სავსებით საკმარისია აპეტიტის დაქვეითებისა და ცხიმების წვისათვის.

წითელი წიწაკა

წითელი წიწაკის ჭამაც გეხმარებათ ცხიმების სწრაფ წვაში. ეს გამოწვეულია კაფსკინით (ნივთიერება რომელსაც შეიცავს წიწაკა, სწორედ ამიტომ არის ის ცხარე), ის გვეხმარება კალორიების დაწვაში.

დაუმატეთ თქვენს კერძებს უმი, მოხარშული, გამხმარი ან სხვა ნებისმიერი სახით წიწაკა და ამ გზით (ერთი წიწაკით) თქვენ 25%-ით გაზრდით მეტაბოლიზმს და კალორიების წვის პროცესი გაგრძელდება მისი ჭამიდან დაახლოებით 3 საათის განმავლობაში.

ჯინჯერი

ჯინჯერი, იგივე ჯანჯაფილი, იგივე კოჭა არის კიდევ ერთი სუპერ პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა გამოიყენოს და მოიხმაროს და არა მხოლოდ იმ ადამიანებმა ვისაც წონის დაკლება და ცხიმების დაწვა სურთ.

ჯინჯერი აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს სისხლის ცირკულაციას, რაც წევს ორგანიზმის ტემპერატურას და თავის მხრივ იქმნება ე.წ თერმოგენული ეფექტი. ეს პროცესი კი “ბუსტავს” თქვენს მეტაბოლიზმს და ორგანიზმში იწვება უფრო მეტი კალორია ვიდრე ჩვეულებრივ.

ასევე ჯინჯერი ამცირებს შიმშილის გრძნობას, რაც თავიდან გვარიდებს არასაჭირო საკვების და კალორიების მიღებას, ის ასევე წარმატებით გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, ამიტომ შეგიძლიათ მიიღოთ ყოველდღიურად 2-3 ჭიქა ჯინჯერის ჩაი და გამოიყენოთ ის კერძების მომზადებისას ერთგვარი საკმაზის სახით.

მოცვი

მოცვი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხილია რომელიც პირდაპირ ურტყამს ე.წ “ღიპს”, ანუ მუცლის ქონის მტერია. ის ჩვენს ორგანიზმში არსებულ “თეთრ” ცხიმს გარდაქმნის “კრემისფერ” ცხიმად რომელიც კალორიების წვის პროცესში ორგანიზმიდან გამოიდევნება. მოცვი ასევე არის საკმაოდ ნოყიერი და გვიკლავს შიმშილის გრძნობას, ის შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ცალკე, ასევე სალათებთან ან იოგურტთან ერთადაც კი.

მოცვი

სასურველია დღის განმავლობაში მიიღოთ ნახევარი ან ერთი ჭიქა მოცვი, ასე რომ სანამ მოცვის სეზონი იქნება აუცილებლად მაქსიმალურად აითვისეთ.

სპირული

სპირული ან სპირულინი (ან სპირულინა არ ვიცი ზუსტად ქართულად როგორ არის) არის ძალიან მაგარი მიკრო წყალმცენარე. იგი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას და იმ აუცილებელ 8 ამინომჟავას , რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გამოშრობას და კუნთოვანი მასის განვითარებას. ის ვარჯიშის დროს ზრდის, როგორც გამძლეობას ასევე ხელს უწყობს ცხიმის დაჩქარებულ რეჟიმში წვას.

ამ სუპერ პროდუქტს აქვს ძალიან ბევრი კარგი თვისება გარდა იმისა რომ აქვეითებს მადას, იგი არის კიბოსა და ანთების საწინააღმდეგო, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

სამწუხაროდ მისი მოძიება საქართველოში არც თუ ისე მარტივია, შეიძლება მას გადააწყდეთ აფთიაქებში ან ე.წ მწვანე მაღაზიებში ფხვნილის ან აბების სახით.

ფხვნილის შემთხვევაში უნდა დაამატოთ ერთი ჩაის კოვზი თქვენს წვენს ან საკვებს და ისე მიიღოთ, ხოლო აბების შემთხვევაში კარგია თუ მიაკითხავთ ექიმს კონსულტაციისთვის, ასევე გაითვალისწინეთ რომ მაღალი წნევის ან თირკმელების პრობლემის მქონე ადამიანთათვის მისი მიღება რეკომენდებული არ არის.

მწვანე ვაშლი

მწვანე ვაშლი საკმაოდ საინტერესო მოვლენაა ცხიმებთან ბრძოლისთვის, მის შემადგენლობაში C ვიტამინთან ერთად არის ნივთიერება, რომელიც ჩვენს უჯრედებს არ აძლევს საშუალებას შეიწოვოს ცხიმები.

ერთი მწვანე ვაშლის მიღება ყოველდღიურად საკმარისია იმისთვის რომ ცხიმებს მოსვენება არ მივცეთ, ასევე გაითვალისწინეთ რომ ვაშლი ჭამამდე კარგად უნდა გაირეცხოს.

ბროკოლი

ბროკოლი ერთ-ერთი ის იშვიათი ბოსტნეულია, რომელიც ორგანიზმში ცხიმის წვას ხელს უწყობს, შესაბამისად უნდა მიირთვათ იგი თითქმის ყოველდღიურად თუ წონის დაკლება გსურთ. იგი ორგანიზმს აიძულებს დაწვას ცხიმები ნაცვლად დაგროვებისა. გარდა ამისა ის მდიდარია ვიტამინებით: C, A, K, B6 და B12.

სასურველია მიიღოთ 1 ან 1,5 ჭიქა ბროკოლი კვირაში 4-5-ჯერ და აუცილებლად იგრძნობთ ცხიმების ნაკლებობას ორგანიზმში სულ რაღაც რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ.

წითელი ყურძენი

წითელი ყურძნის ყოველდღიურმა მიღებამაც შესაძლოა დააჩქაროს ცხიმის წვის პროცესი ორგანიზმში. წითელი ყურძნის კანი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობის რესვერატროლს, რაც დაბერებას უშლის ხელს, ასევე კარგია დეენემის აღდგენისთვის.

კიდევ ერთი დამატებითი პლიუსი რაც აქვს წითელ ყურძენს არის ის რომ ის შეიცავს კალორიების მისაღებ რაოდენობას, რაც დაგეხმარებათ წარმატებული დიეტის დაცვაში, ასე რომ მიიღეთ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ყურძენი და დაემშვიდობეთ ცხიმებს.

ალფაფა

ალფაფაც მიეკუთვნება სუპერ პროდუქტების იმ კატეგორიას, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ცხიმებს, თუმცა მისი შოვნა და მოძიება საქართველოში რამდენად არის შესაძლებელი ვერ გეტყვით.

ალფაფას მთავარი პლიუსი რაც არის იგი ორგანიზმიდან გამოდევნის ისეთ ნივთიერებებს რომელიც ხელ უწყობს ცხიმების დაგროვებასა და შენახვას ორგანიზმში, ასევე იგი მოქმედებს როგორც ბუნებრივი დეტოქსიკატორი და ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბი წყლის მოცულობას შარდისა და ოფლის მეშვეობით.

მისი მიღება თქვენ შეგიძლიათ თქვენს სენდვიჩებში თუ წვნიანებში დამატებით.

წყარო – წონის დაკლება :

https://www.ncbi.nlm.nih.gov/

https://academic.oup.com/journals

https://www.sciencedaily.com/releases/2009/04/090419170112.htm

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.