ჰალსტუხის დამოუკიდებლად შეკვრა

  • ihow.ge
  • სექტემბერი 30, 2011

ყველა ადამიანის ცხოვრებაში (ვინც ამ სტატიას კითხულობს) დამდგარა  მომენტი როდესაც,  ჰალსტუხის შეკვრა აუცილებელი გამხდარა  (ან საკუთარ ყელზე ან ვინმე ნათესავის ან ახლობლის ყელზე მაინც), მაგრამ აღმოუჩენია რომ ვერ ხლართავს ამ ნაჭერს ისე რომ საინტერესო მარყუჟი მიიღოს და დაუწყია ფიქრი ვინ შეიძლება იცოდეს მისი შეკვრა. დაუწყია ოჯახის წევრებიდან გადასულა მეზობლებშიც, მაგრამ უშედეგოდ.

არადა ამ დროს, შეგიძლია მარტივად გამოიყენო ინტერნეტ ღმერთი (Google) და მიაგნებ ჰალსტუხის შეკვრის მრავალ მეთოდს (სინამდვილეში მეთოდი არც თუ ისე მრავალია, თუმცა მათი ახსნაა უამრავი ). ყველაზე გავრცელებულია ერთ და ორ კვანძიანი ჰალსტუხები.

სიტყვასიტყვით ცოტა რთული ასახსნელია ჰალსტუხის შეკვრის  ექვს (ხანდახან შვიდ) მოქმედებიანი პროცედურა, ამიტომ ვეცდები სურათებით მიგახვედროთ.


სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ იკვრება ერთ კვანძიანი ჰალსტუხი.


სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ იკვრება ორ კვანძიანი ჰალსტუხი

შეიძლება ბევრი თქვენგანი ვერ მიხვდა სურათებზე რა ხდებოდა, ამიტომ გაჩვენებთ შესაბამის ვიდეობსაც, რომლითაც შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ ჰალსტუხის შეკვრის წესებს და მეთოდებს:

არ გაგიჭირდებათ აღნიშნული ვიდეოს  მსგავსების მოძიება, რომელთა დახმარებითაც  ნახავთ ჰალსტუხის შეკვრის კიდევ სხვადასხვა ვარიანტს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.