როგორ გამოვიყენოთ ბლოკნოტი სხვადასხვა დანიშნულებით?

  • An'na
  • დეკემბერი 29, 2015

რვეულიცარიელი რვეული საშუალებაა შესაქმნელად და საკუთარი თავის წარმოსაჩენად. როდესაც უყურებთ ცარიელ ბლოკნოტს, თითქმის შეუძლებელია წინააღმდეგობის გაწევა ცდუნებისათვის, რომ მაშინვე აიღოთ კალამი და დაიწყოთ წერა. მიუხედავად იმისა რომ ეს რჩევები შეიძლება ნებისმიერ რვეულზე გამოიყენოთ, ბევრ ადამიანს მიაჩნია რომ ისინი უფრო გამოსადეგია მოლესკინისთვის, რომელიც დამზადებულია მილანის წარმოების მიერ. ისინი არიან ძალიან მაღალი ხარისხის, ასევე არიან ადვილად სატარებლები და შეგიძლიათ ყოველთვის თან იქონიოთ. ამას დავუმატოთ ისიც რომ ფურცლები ძალიან კარგი ხარისხისაა და სასიამოვნოა მათთან შეხება.

ახლა კი გავეცნოთ იმ 18 საშუალებას, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

1. აწარმოეთ საკვებისა და ვარჯიშის დღიური.

ბევრი ადამიანის ცხოვრების მიზანი დაკავშირებულია ფიტნესთან და ველნესთან. ორი მნიშვნელოვანი სვეტი ფიტნესისა და ველნესის შესახებ დაუთმეთ იმას თუ რას მიირთმევთ და რამდენს ვარჯიშობთ.

ფურცლის ზედა მხარეზე დაწერეთ თარიღი, დრო, ის, რაც მიირთვით, რაოდენობა, კალორიები.

მეორეს მხრივ, ფურცლის მეორე ნაწილში, ჩაიწერეთ რამდენს ვარჯიშობთ და რამდენ კალორიას წვავთ.

2. ჩაიწერეთ რაში ხარჯავთ დროს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ცარიელი ბლოკნოტი რათა საბოლოოდ გაიგოთ, რაში ხარჯავთ თქვენს ძვირფას დროს.

  • რამდენ დროს კარგავთ დაგვიანებით?
  • მხოლოდ ერთ რამეზე მუშაობ,თუ ბევრ რამეს ერთად აკეთებ?
  • რამდენ დროს ხარჯავ შენთვის მნიშვნელოვან ცხოვრების მიზანთან მისაღწევად?
  • რამდენ დროს ფლანგავთ უმნიშვნელო რამეების კეთებით?

3. ჩაიწერეთ თქვენი ხარჯები.

ერთ-ერთი კარგი საშუალება ცარიელი ბლოკნოტის გამოსაყენებლად არის თქვენი ხარჯის ჩაწერა.

  • ხარჯავთ თუ არა ფულს არასაჭირო ნივთებზე?
  • ფულს საფუძვლიანად იყენებთ-მას აბანდებთ განათლებაში, საჭირო ნივთებში ან ისეთ მოგონებებში, რომლებიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება-თუ უბრალოდ ფლანგავთ?

4. დაიწყეთ ერთ-წინადადებიანი დღიურის შევსება.

თუ არ გაქვთ ბევრი დრო ან უბრალოდ წერა არა ის რაც კარგად შეგიძლიათ, მაშინ აწარმოეთ ერთ-წინადადებიანი დღიური. ყოველდღე ჩაიწერეთ ერთი წინადადება იმ დღის შესახებ, მაგალითად:

  • დღეს კარგი დღე იყო
  • კაცმა, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, კინაღამ მანქანით გამიტანა. მთელმა სიცოცხლემ თვალწინ გამიარა.
  • დღეს ჩემი ნოველა დავასრულე!

თუ ასეთ დღიურს 5 წელი აწარმოებთ, საბოლოოდ გექნებათ 5 წლის ყოველდღიური ჟურნალი.

5. შეავსეთ სამადლობელი დღიური.

ჩვენ ეს ყველას მრავალჯერ გაგვიგონია:  გასაღები ბედნიერებისკენ არის ყურადღების გამახვილება ყველაფერ კარგზე თქვენს ცხოვრებაში. ერთ-ერთი გზა იმისათვის რომ დარწმუნებულები იყოთ თქვენს ბედნიერებაში, არის სამადლობელი დღიურის წარმოება.

ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა უამრავი დადებითი მხარე იმ ჩვეულებისა, რომ ყოველდღიურად ჩაიწერო რისთვის ხარ მადლიერი. ყველაზე მარტივი გზა ასეთი ჟურნალის საწარმოებლად არის ის, რომ ყოველ საღამოს, მხოლოდ რამდენიმე წუთით დაჯდეთ და დაწეროთ, რა გაბედნიერებთ ამ ცხოვრებაში.

მადლიერების ჟურნალი

6. დაწერეთ დილის გვერდები.

დილის გვერდები-რომელიც მოიცავს კვლევით ჩანაწერებს-პირველად გამოიყენა ჯულია კამერონმა თავის წიგნში “მხატვრის გზა” . იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ დილით დაწეროთ თქვენი აზრები. უბრალოდ ჩაწერეთ სამ გვერდამდე და შემდეგ შეჩერდით.

დილის გვერდები დაგეხმარებათ რომ იმუშაოთ ისეთ პრობლემებზე რომლებიც გაშფოთებთ. მისი დახმარებით დაგეგმავთ თქვენს დღეს და გემახსოვრებათ თქვენი ჭეშმარიტი სურვილები.

Writing-Morning-Pages

7. ჩაიწერეთ თქვენი ცხოვრების ისტორია.

დაწერეთ რამ გიბიძგათ ამ რვეულის შევსებისაკენ, თქვენი ცხოვრების ფურცელზე არეკვლისაკენ. შემდეგ კი დაწერეთ თქვენი ისტორიები.

შეგიძლიათ უპასუხოთ კითხვებს:

  • რას ნიშნავს თქვენი ოჯახის გვარი?
  • რა ისტორიებს გიყვებოდათ ბაბუა, როდესაც ბავშვი იყავით?
  • რა არის თქვენი საყვარელი მოგონებები ზაფხულიდან?

mogonebebi

8. შეინახეთ თქვენ ცხოვრებაში მომხდარი პროცესების კვალი.

მაგალითად,თუ ინიშნავთ იმას თუ სად ხარჯავთ ენერგიას, მაშინ ამ რვეულში შეგიძლიათ ჩაიწეროთ რამდენ ენერგიას რაში ხარჯავთ დღის განმავლობაში. თავს გამოლეულად გრძნობთ როდესაც ხალხს ესაუბრებით? შუადღეს ვაშლის ჭამას ენერგიაზე მოყავხართ?

9. გამოიყენეთ ლეონარდო  და ვინჩის რვეულის შევსების წესი.

ლეონარდო და ვინჩმა განავითარა ბლოკნოტის ყველგან ტარების წესი, სადაც კი არ უნდა წასულიყო.  ის იყენებდა ამ ბლოკნოტს იმისათვის, რომ ჩაეხატა ხალხი, ჩიტები და საგნები რომლებსაც ის სიარულისას ხედავდა და ჩაეწერა იდეები. ასეთი წესის დახმარებით, შემდეგ როდესაც მოიცლიდა, ამ იდეებს განავრცობდა.

ბლოკნოტში შეგიძლიათ ჩაინიშნოთ თქვენი ნოველის პერსონაჟების სავარაუდო სახელები, ახალი ფერის სახელი, რომელიც ეს-ესაა აღმოაჩინეთ, საინტერესო საუბარი, რომელიც ახლახანს მოისმინეთ, ჩაინიშნეთ იდეები ბლოგისათვის, ჩაიწერეთ რეცეპტები, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ.

10. ჩაიწერეთ თქვენი საყვარელი ციტატები.

არაჩვეულებრივი იქნება,უბრალოდ დასხდეთ და ციტატების უზარმაზარი კოლექციით გაიჟღინთოთ სიბრძნით. სულ მალე კი გექნებათ შთამაგონებელი ციტატებით სავსე ბლოკნოტი, რომლებიც მძიმე სიტუაციებში დაგეხმარებათ მოცემული მომენტისთვის შესაფერისი სულისკვეთების გასაჩენად.

11. აწარმოეთ დღიური.

დღიური არის თქვენი დღის აღწერა. ის აგრეთვე შეიცავს თქვენს გრძნობებს იმ მოვლენების შესახებ,რომელიც დღის განმავლობაში შეგემთხვათ. ბევრი ადამიანი იწერს იდეებს და გრძნობებს მოკლედ, შემდეგ კი საკუთარ დღურში განავრცობენ აზრებს.

შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოწეროთ სვეტები, შემდეგ კი შეავსოთ.

  • რამ გამაღიმა დღეს :
  • დღეს ამაზე ვფიქრობდი:
  • ეს არის ის, რისი გაკეთებაც გასნხვავებულად მსურდა:
  • რა ვისწავლე დღეს:
  • რა გავაკეთე დღეს კარგი:

diary

12. აწარმოეთ ხელოვნების დღიური.

ხელოვნების დღიური არის ზემოთ აღწერილი დღიურის მსგავსი, თუმცა ის მოიცავს ნახატებს, დუდლებს და დეკორატიულ დეტალებს. შეგიძლიათ ამოჭრათ ფოტოები ჟურნალებიდან და ჩააკრათ ისინი დღიურში, ან დაამატოთ სხვა ნახატები და ვიზუალური დეტალები.

ხელოვნების დღიური

13. ჩაიწერეთ იდეები, რომლებიც წიგნის კითხვისას გიჩნდებათ.

როდესაც კითხულობთ წიგნს იმისათვის რომ შეიძინოთ ცოდნა, მაშინ არაჩვეულებრივი იდეაა რომ დაწეროთ წიგნის მოკლე ისტორია, კონსპექტი. ეს ბლოკნოტი თქვენთვის ცოდნის საუნჯესავით იქნება.

14. ჩამოწერეთ თქვენი ცხოვრების მიზნები.

ეს ბლოკნოტი დაგეხმარებათ რომ დაიმახსოვროთ თქვენი ყველა მიზანი და შემდეგ შეასრულოთ ისინი. ბლოკნოტის წარმოების დადებითი მხარეები ისაა, რომ ეს ბლოკნოტი მოიცავს შემდეგს:

  • მიზნების ფურცელზე გადატანა პირველი ნაბიჯია ამ მიზნების რეალურად შესრულებისა.
  • მიზნების დაწერა შეიძლება დაგეხმაროთ ამ მიზნების შესრულების გეგმების დალაგებაში.
  • მიზნების დღიური დაგეხმარებათ ჩაიწეროთ თქვენი პროგრესი.

15. დააკვირდით თქვენს ცხოვრებას.

სოკრატემ ერთხელ თქვა, რომ ისეთი ცხოვრება,რომლის არსიც არ ვიცით,არც კი ღირს საცხოვრებლად. ჩვენ ვერ მივაღწევთ ფიზიკურ ან სულიერ ზრდას, სანამ არ დავაკვირდებით, რა არის ჩვენი მიზანი.

16. შექმენით თქვენი სურვილების სია.

აიღეთ ცარიელი ბლოკნოტი და ჩამოწერეთ ყველაფერი,რაც გსურთ,გინდათ რომ იყოთ, გააკეთოთ და გქონდეთ ცხოვრებაში. გაავსეთ თქვენი ბლოკნოტი ასეთი ჩამონათვალით:

  • ვესტუმროთ პარიზს ზაფხულში.
  • წავიდეთ კარნავალზე რიო-დე-ჟანეიროში.
  • წავიდეთ სუპერთასზე.
  • წავიყვანოთ ოჯახი დისნეილენდში.
  • დავწეროთ ნოველა.

17.გამოიყენეთ ის წერის ხელოვნების გასაუმჯობესებლად.

თუ გსურთ რომ გახდეთ მწერალი-ან გააუმჯობესოთ თქვენი ხელობა, თუ უკვე მწერალი ხართ, უნდა წეროთ, იმდენად ხშირად,რამდენადაც შეგიძლიათ. ერთ-ერთი გზა რომ შეინარჩუნოთ ფორმა, არის ის, რომ ბევრი ვივარჯიშოთ წერაში.

18.დაიწყეთ ენობრივი ჟურნალის წარმოება.

როდესაც სწავლობთ ახალ ენას, ძალიან გამოსადეგი იქნება თუ ჩაიწერთ ყველაფერს,რასაც სწავლობთ. გავეცნოთ ზოგ რამეს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.

  • ჩაიწერეთ ახალი სიტყვები,რომლებიც ისწავლეთ.
  • ჩაიწერეთ გრამატიკის წესები.
  • დაწერეთ შეცდომები, რომლებსაც უშვებთ.შემდეგ კი შეძლებთ მის გამოსწორებას.
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.