6 ყველაზე მარტივად მოსამზადებელი მაფინის რეცეპტი!

  • gvantsa28
  • თებერვალი 4, 2014

მაფინისაკმაოდ რთული მოსაძებნია ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ნამცხვარი, მაგრამ ამასთანავე არსებობენ ისეთებიც ვისაც შეუძლია ნებისმიერ დროს მიირთვას ეს ტკბილი ნუგბარი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეზარებათ მისი მომზადება ან უბრალოდ ამის დრო არ აქვთ.

საბედნიეროდ ერთ-ერთმა გენიოსმა მზარეულმა, გამოიგონა მაფინი, რომელის მომზადებაც შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში. ამ შემთხვევაში ვზოგავთ როგორც დროს, ასევე ენერგიასაც.

იმედს ვიქონიებ ზემოთ მოხსენიებულმა ინფორმაციამ არ დაგაეჭვათ მის გემოში და თუ მაინც თვლით, რომ ასეთ პირობებში გემრიელი ნამცხვრის გამოცხობა შეუძლებელია, მაშინ თავად გამოსცადეთ იგი.

ბანანის მაფინი, თეთრი კრემით

ინგრედიენტები:

  • 1/3 ჭიქა პურის ფქვილი;
  • 1/4 ჭიკა დაფქული შაქარი;
  • 1/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი);
  • 1/8 ჩაის კოვზი დარიჩინი, ძალიან ცოტა მარილი;
  • 1/2 დაჭყლეტილი ბანანი;
  • 1 ჩაის კოვზი ზეთი;
  • 1 ჩაის ჭიქა ვაშლის პიურე;
  • 1 ჩაის კოვზი ნაღები;
  • 1 ცალი კვერცხის გული;
  • 1/4 ვანილის ფხვნილი ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი თხილი  უბრალო მარგარინის კრემი;
  • 1/2 ჩაის კოვზი დამდნარი მარგარინი (შეგიძლია ის გაალღვოთ მიკროტალღურ ღუმელში, ამ შემთხვევაში მიუთითედ მხოლოდ რამოდენიმე წამი);
  • 4 კოვზი დაფქვილი შაქარი.
ბანანის მაფინის მომზადების წესი

აიღეთ განიერი თასი, ერთად აურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი), დარიჩინი და მარილი. მას დაუმატეთ დაჭყლეტილი ბანანი, ზეთი, ვაშლის პიურე, ნაღები, კვერცხის გული და ვანილი. იქამდე ურიეთ მასა სანამ კარგად არ აირევა (დარწმუნდით რომ თასი ძირში არ ჩარჩა შურეველი ფქვილი). შედგით გამოსაცხობად მიკროტალღურ ღუმელში, სულ რაღაც 3 წუთი.

გამოცხობის მერე, წაუსვით უკვე გამზადებული უბრალო მარგარინის კრემი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, შეგიძლიათ ასევე გააფორმოთ თხელი ბანანის ნაჭრებითაც. გემრიელად მიირთვით სანამ თბილია.

შოკოლადის მაფინი

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხი;
  • 120 მილილიტრი მაწონი;
  • 120 მილილიტრი ზეთი;
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი;
  • 1 მოზრდილი ზომის ბანანი;
  • 100 გრამი შავი შოკოლადი;
  • 220 გრამი ფქვილი;
  • 100 გრამი შაქარი;
  • 50 გრამი ყავისფერი შაქარი;
  • 1 ჩაის კოვზი საფუარი;
  • 1 ჩაის კოვზი სოდა;
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი;
  • 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი.
შოკოლადის მაფინის მომზადების წესი

mafini-ihow.geერთად აურიეთ ფქვილი, შაქარი (თუ ყავისფერი შაქარი არ მოგეპოვებათ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თეთრი შაქარით), მარილი, სოდა, საფუარი და დარიჩინი ისე, რომ თანაბრად განაწილდეს ყველა ინგრედიენტი.

ცალკე ჯამში აურიეთ კვერცხი, მაწონი, ზეთი და ვანილი. შემდეგ თანდათან შეურიეთ ფქვილის მასა. ცალკე გასრისეთ ბანანი. ასევე, პატარა კუბიკებად დაჭერით შავი შოკოლადი. შეურიეთ ცომს ბანანი და შოკოლადის ნატეხები, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი.

ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე ცელსიუსით. მაფინის ფორმებს წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ მაფინის ქაღალდები. ფორმა გაავსეთ 2/3-მდე. ღუმელში გამოაცხვეთ 25 წუთის მანძილზე.

დარიჩინის მრგვალი მაფინი

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის კოვზი ვაშლის პიურე;
  • 1 ჩაის კოვზი ზეთი;
  • 1 ჩაის კოვზი ნაღები;
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილის ფხვნილი;
  • 1/4 ჭიქა + 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული ღია ყავისფერი შაქარი;
  • 3/4 ჩაის კოვზი დარიჩინი ცოტაოდენი ჯავზი (არასავალდებულო);
  • 1/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი);
  • 1/8 ჩაის კოვზი მარილი ყველის კრემი;
  • 1 ჩაის კოვზი დამდნარი მარგარინი (შეგიძლია ის გაალღვოთ მიკროტალღურ ღუმელში, ამ შემთხვევაში მიუთითედ მხოლოდ რამოდენიმე წამი;
  • 2 ჩაის კოვზი დაფქული შაქარი;
  • 1 ჩაის კოვზი რძე.
მრგვალი მაფინის მომზადების წესები

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი (ყველის კრემის გამოკლებით) განიერ თასში. მოურიეთ იქამდე სანამ თანაბრად არ გადანაწილდება ყველა ინგრედიენტი. შედგით მიღებული მასა მიკროტალღურ ღუმელში და მიუთითეთ 1 წუთი. შეამოწმეთ და თუ კარგი გამომცხვარი არ დაგხვდათ ისევ შედგით დამათებით 15 წამით. როდესაც საბოლოოდ გამოცხვება გარედ წაუსვით კრემი და გააფორმეთ თქვენივე გემოვნებით.

მწარე შოკოლადის მაფინი

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი მწარე შოკოლადი;
  • 3 ცალი კვერცხი;
  • 150 გრამი კარაქი;
  • 75 გრამი შაქარი;
  • 100 გრამი ფქვილი;
  • 1/2 ჩაის კოვზი საფუარი;
  • 45 გრამი კაკაო.
მწარე შოკოლადის მაფინის მომზადების წესი

განიერ ჯამში ერთად ათქვიფეთ კვერცხი, შაქართი და კაკაო, შეურიეთ კარაქი. დაამატეთ ფქვილი, საფუარი და შოკოლადის ნატეხები. გაახურეთ აეროღუმელი 175 გრადუსზე, გამოაცხვეთ 20 წუთი. გემრიელად მიირთვით.

კაკაოს მაფინი

ინგრედიენტები:

  • 4 ჩაის კოვზი პურის ფქვილი;
  • 4 ჩაის კოვზი დაფქული;
  • შაქარი 2 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი;
  • 1 საშუალო ზომის კვერცხი;
  • 3 ჩაის კოვზი რძე;
  • 3 ჩაის კოვზი ზეთი;
  • ცოტაოდენი ვანილი;
  • 2 ჩაის კოვზი დაფხვნილი პეჩენია;
  • წვრილად დაჭრილი თხილი,ნიგოზი ან ქიშმიში (არ არის სავალდებულო).
კაკაოს მაფინის მომზადების წესი

აიღეთ განიერი ჯამი, შიგნით ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და კაკაოს ფხვნილი, კარგად მოურიეთ. მასას დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოაყარეთ ქიშმიში, დაფხვნილი პეჩენია, თხილი, ნიგოზი ან სხვა რამ რაც თქვენს გულს გაუხარდება.

შემდეგ მიღებული მასა შედგით მიკროტალღურ ღუმელში და მიუთითეთ 4-5 წუთი ან მანამ სანამ შეწყვეტს ამოფუებას. გემრიელად მიირთვით!

ლიმნის მაფინი

მაფინი-ihow.ge

ინგრედიენტები:

  • 4 ჩაის კოვზი პურის ფქვილი;
  • 1/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი);
  • 3 ჩაის კოვზი რძე;
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული შაქარი;
  • 1 ჩაის კოვზი ზეთი;
  • 1 ჩაის კოვზი გამოწურული ლიმნის წვენი;
  • ცოტაოდენი ლიმნის ქერქი.
ლიმნის მაფინის მომზადების წესი

აურიეთ ერთმანეთში პურის ფქვილი, საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი), შაქარი, ზეთი, რძე და ლიმნის წვენი. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. ზემოდან მოაყარეთ ლიმნის ქერქი და დაელოდეთ გაგრიელაბს. ამის შემდეგ შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ!

იმედია ჩემი შემოთავაზებული რეცეპტებიდან რომელიმემ მაინც მიიპყრო თქვენი გონება და შეეცდებით მოამზადოთ იგი. წარმატებებს გისურვებთ!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.