8 რომანტიკული იდეა

  • guli-kizi
  • მარტი 17, 2012

ნებისმიერი, ვისთვისაც ძვირფასია ურთიერთობები, სიამოვნებით ზრუნავს მათ შენარჩუნებაზე. საიდუმლო არ არის, რომ ურთიერთობების განმტკიცებისა და გამრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სურპრიზებთან და მათგან გამოვეულ გაკვირვებასთანაა დაკავშირებული. რომანტიკული იდეები დაგეხმარებათ, არა მარტო ურთიერთობების გამრავალფეროვნებაში, არამედ დღის განმავლობაშიც კარგად გაგართობთ.

 

 

რომანტიკული იდეები

1. ბუშტები მინიშნებებით. ზოგიერთი თვლის, რომ საჩუქარი საყვარელ ადამიანს შეიძლება სიურპრიზების გარეშე აჩუქო, ანუ უბრალოდ გადასცე ხელში, გადაკოცნო და უთხრა, თუ როგორ ძლიერ გიყვართ იგი. მაგრამ, თუ გსურთ მეტი შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენი საჩუქრის საშუალებით, მაშინ გამოიყენეთ ეს რომანტიკული იდეა. აიღეთ რამოდენიმე ბუშტი, მოათავსეთ მათში სასიყვარულო წერილები და მითითებები შემდეგი ბუშტისკენ, ბოლო ბუშტში კი იქნება მინიშნება იმ ოთახისკენ სადაც საჩუქარია. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ ოთახში საყვარელი სიმღერაც ჩართოთ და ცოტა იცეკვოთ. დამიჯერეთ ეს მას დიდხანს დაამახსოვრდება.

2. კოცნა სიცილისთვის. ზოგჯერ ჩვეულებრივი კოცნაც კი საკმარისია, რათა საყვარელ ადამიანთან დღე შედგეს. უფრო ხშირი კოცნებისთვის კი შეგიძლიათ ითამაშოთ ეს თამაში – გადმოწერეთ რაიმე სასაცილო ფილმი და უყურეთ. ფილმის ყურების დროს, ვინც გაიცინებს ის იქნება ვალდებული პარტნიორს აკოცოს და ვინც მთელი ფილმის განმავლობაშ ნაკლებს გაიცინებს მოიგონებს რაიმე რომანტიკულ სურვილის, რომლის შესრულებაც მეორეს მოუწევს.

3. ფაზლი სურპრიზებით. იყიდეთ ფაზლი დახლოებით 100-200 ნაწილით და ააწყვეთ იგი. მეორე მხარეს კი დაწერეთ რაიმე სასიამოვნო რომანტიკული გზავნილი/ახსნა.  შემდეგ დაშალეთ ფაზლი და შეინახეთ ისევ თავის ყუთში. აჩუქეთ იგი საყვარელ ადამიანს და თან მიანიშნეთ, რომ ფაზლის აწყობის შემდეგ მას სურპრიზი ელის.

4. ჭადრაკის ღამე. თუ თქვენ ორივემ იცით ჭადრაკის თამაში მაშინ ერთ მშვენიერ ღამეს, გახსენით საყვარელი ღვინო, ჩართეთ წყნარი მელოდია და ითამშეთ ჭადრაკი. როგორც წესი ეს თამაში “მატით” არ მთავრდება.

5. ბანქოს თამაში. თუ თქვენ თვლით, რომ ბანქო ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გართობისათვის მაშინ ეს თამაში თქვენთვისაა. ითამაშეთ ბანქო გახდაზე. გახსოვდეთ, რომ სურვილები შეიძლება დაკავშირებული იყოს სექსთან. ყოველ რაუნდთან ერთად თამაში უფრო გაცხარდება და უფრო საინტერესო იქნება. დამიჯერეთ ძალიან სახილისო თამაშია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა სცადოთ.

6. მოსიყვრულეს თასი. სპორტულ მაღაზიებში იყიდები სხვადასხვა თასები, შეიძინეთ რაიმე თასი და როდესაც საყვარელ ადამიანთან სიყვარულით დაკავდებით, აჩუქეთ მას თასი სიტყვებით, რომ ის საუკეთესოა და გემრიელად აკოცეთ. არ ვიცი თქვენი გოგოებო, მაგრამ დამიჯერეთ ნებისმიერი მამაკაცი ოცნებობს ასეთ თასზე – ამ საჩუქრით კი თქვენ მის მეხსიერებაში სამუდამოდ დაიკავებთ ადგილს.

7. კალათბურთის გახდა. ჩამოკიდეთ სახლში პატარა საბავშვო კალათბუღთის ფარი, რომელიც მაღაზიებში ბურთთან ერთად იყიდება და არც ისე ძვირი ღირს. ამოირჩიეთ მანძილი, საიდანაც ისვრით ბურთს. როდესაც ფარში არტყამს ბიჭი, იხდის გოგო და პირიქით, სრულად გახდის შემდეგ კი შეგიძლიათ ითამაშოთ სურვილზე, რაც უფრო საინტერესოა.

8. საკვების ძებნაში. შეუხვიეთ თქვენს პარტნიორს თვალები და უთხარით, რომ სხვადასხვა საკვები უნდა იპოვოს თქვენი ტანის სხვადასხვა ნაწილზე და ამისთვის, მხოლოდ ტუჩები უნდა გამოიყენოს. ეს რომანტიკული იდეა ორივესთვის სასიამოვნო იქნება!

 

წინა «
შემდეგი »