9 რჩევა ჯანსაღი კვებისთვის

  • tikoabalaki
  • სექტემბერი 2, 2013

კვების რაციონიექსპერტები თანხმდებიან, რომ ჯანსაღი კვების გასაღები არის ბალანსი, მრავალფეროვნება და ზომიერება. ეს ნიშნავს საკვების ფართო ნაირსახეობების მირთმევას ზედმეტი კალორიების გარეშე. ეს 9 რჩევა დაგეხმარებათ ამის მიღწევაში მკაცრი აკრძალვების გარეშე.

1. მიირთვით მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი, მრავალფეროვანი საკვები. თქვენს ორგანიზმს კარგი ჯანმრთელობისთვის 40–ზე მეტი მკვებავი ნივთიერება ესაჭიროება და არ არსებობს საკვები, რომელიც ყველა მათგანს შეიცავს. თქვენი ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს პურს და სხვა მარცვლეულ პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, ხორცს, თევზეულს და სხვა ცილის შემცველ პროდუქტებს. ის თუ რამდენი უნდა მიირთვათ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კალორია გესაჭიროებათ. ამისათვის არსებობს საკვების პირამიდა. ის ასახავს, თუ დაახლოებით რა რაოდენობის და რომელი პროდუქტი უნდა მიირთვათ ყოველდღე.

2. ისიამოვნეთ მარცვლეულით, ხილით და ბოსტნეულით. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანთა უმრავლესობა არ იღებს ამ სახის საკვებს საკმარისად. გადახედეთ სხვადასხვა რეცეპტებს, მოამზადეთ თქვენთვის უცხო, უჩვეულო სალათები და მიეცით თქვენს ორგანიზმს ეს ფუფუნება.

3. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. წონა, რომელიც თქვენთვის მიზანშეწონილია, დამოკიდებულია თქვენს სქესზე, სიმაღლეზე, ასაკსა და მემკვიდრეობზე. ზედმეტი ცხიმი ზრდის მაღალი წნევის, გულის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტის, ზოგიერთი ტიპის კიბოსა და სხვა დაავადებების რისკს. ამასთანავე, ზედმეტ სიგამხდრეს შეუძლია ოსტეოპოროზის, მენსტრუალური დარღვეების და ა.შ. გამოწვევა. თუ თქვენ მუდმივად იკლებთ და იმატებთ წონაში, აუცილებლად მიმართეთ დიეტოლოგს. ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში რეგულარული ვარჯიშები (ძირითადად კარდიოვარჯიშები – ცურვა, ცეკვა, სირბილი) დაგეხმარებათ.დაბალანსებული საკვები

4. მიირთვით ზომიერი პორციებით: ასე გაცილებით ადვილია მიირთვათ სასურველი საკვები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ზოგადი წარმოდგენისთვის კვლავ ზემოთ ხსენებულ პირამიდას შეგიძლიათ მიმართოთ.

5. მიირთვით რეგულარულად. საუზმის ან სადილის გამოტოვებამ შეიძლება უკონტროლო შიმშილამდე მიგიყვანოთ, რომელიც მთავრდება იმაზე გაცილებით მეტის მირთმევით, ვიდრე რეალურად გჭირდებათ. სასუსნავებს ჭამიდან ჭამამდე შეუძლიათ ებრძოლონ შიმშილს, მაგრამ იმდენსაც ნუ მიირთმევთ, რომ ამით სადილი ან ვახშამი ჩაანაცვლოთ.

6. შეამცირეთ, მაგრამ არ აკრძალოთ ზოგიერთი პროდუქტი. თუ თქვენი საყვარელი პროდუქტები შეიცავენ ბევრ ცხიმს, მარილს ან შაქარს, ეცადეთ ზომიერად მიირთვათ ისინი, ასევე ზომიერება დაიცვათ ამ პროდუქტთა მირთმევის სიხშირეშიც.

7. დააბალანსეთ თქვენი საკვების არჩევანი დროთა განმავლობაში – თუ ერთ დღეს გამოტოვებთ რომელიმე სახის საკვებს, შეგიძლიათ ეს მეორე დღეს აანაზღაუროთ. თქვენს მიერ არჩეული საკვები რამდენიმე დღის განმავლობაში ერთიანად შეიკვრება ჯანსაღ ბალანსად.

ჯანსაღი კვება

8. გააკეთეთ ნელი ცვლილებები. როცა საქმე ჯანსაღ კვებას ეხება, აქ მარტივი პასუხები არ არსებობს. ნუ ელით რომ თქვენი კვებითი ჩვევები ერთ ღამეში მთლიანად შეიძლება შეიცვალოს. დაიწყეთ პატარა ცვლილებებით, და ააგეთ პოზიტიური, ძლიერი კვებითი ჩვევები.

9. გახსოვდეთ, არ არსებობს  კარგი და ცუდი საკვები. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, თუ გიყვართ ნაყინი, ტკბილეული ან ჩიფსები. მიირთვით ისინი ზომიერად და აირჩიეთ ისეთი საკვები, რომელიც დააბალანსებს და გაამრავალფეროვნებს თქვენს  კვებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.