როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ადამიანზე?

  • giogio
  • აპრილი 28, 2014

სასმელიდღეს-დღეისობით ალკოჰოლზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული, რომელთათვისაც ალკოჰოლი ცხოვრების ნაწილად იქცა. მათ არ შეუძლიათ იცხოვრონ მის გარეშე. ბევრმა მათგანმა იცის ალკოჰოლის მავნე თვისებები და თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე იმყოფება ადამიანი ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებისას.

ალკოჰოლი ყველაზე ცნობილი დეპრესანტი, მას ძალიან ცუდი მოქმედება გააჩნია ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე, პირველად მასზე თავის ტვინის ქერქი რეაგირებს, როდესაც ალკოჰოლი მეტყველების ან მხედველობის უბნებს აღწევს, ადამიანს მხედველობა ებინდება, ხანდახან კი გაორება აქვს და გაურკვევლად ლუღლუღებს. ხოლო ნათხემზე ზემოქმედებისას მოძრაობის კოორდინაცია ირღვევა და ადამიანს თავბრუ ესხმის ზოგჯერ თავს ვერ იმაგრებს და ფეხზე ვერ დგას.

ვისკი

 

საბოლოოდ თავის ტვინის ქერქი მთლიანად წყვეტს მოქმედებას, ამ დროს ადამიანი უგონო მდგომარეობაშია. ალკოჰოლის მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა სუნთქვის შეკავება გამოიწვიოს. ალკოჰოლის ძლიერ მომხმარებლებს “ალკოჰოლური ფსიქოზი” ემართებათ, ისინი საკუთრი ოჯახის წევრებს ვერ ცნობენ, ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს და აქვთ საშინელი ჰალუცინაციები. ხშირად ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ადამიანის სიკვდილის მიზეზიც ხდება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.