როგორ მოვიშოროთ არასასიამოვნო სუნი?

  • commail.comedyin
  • April 4, 2014
  • 0

სუნიიცით თუ არა, რომ საკვები პროდუქტები მოქმედებენ ადამიანის სხეულის სუნზე? ეს ნამდვილად ასეა, ის რასაც მივირთმევთ, მოქმედებს არა მარტო ორგანიზმის უჯრედებზე, კანზე და თმაზე, არამედ ოფლის შემადგენლობაზე და აქედან გამომდინარე – სუნზე. ეს ნიშნავს, რომ თუ მივაქცევთ ყურადღებას კვებას, შესაძლებელია ვარეგულიროთ ეს დელიკატური საკითხი. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ, რომელი პროდუქტები ახდენენ განსაკუთრებულ გავლენას სხეული სუნზე.

ბოსტნეულიმეცნიერებმა, რომლებიც იკვლევდნენ ადამიანის კანის თვისებებს, დაადგინეს, რომ ზოგიერთი პროდუქტი იწვევს “სკუნსის ეფექტს”. ყველაზე ძლიერ ეფექტს იწვევს ალკოჰოლი, მეორე ადგილზეა ცხიმიანი შემწვარი ხორცი, მას მოსდევს ნიორი, სოიო, ისპანახი და ჭარხალი. ამ პროდუქტების გადამუშავებით ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ტრიმეთილამიდს, რომელიც ოფლის სუნს აძლევს სხვადასხვა ხარისხის თევზის “სურნელს”. დეზოდორანტები მნიშვნელოვნად ცვლიან სიტუაციას, მაგრამ ოფლი ხომ მთელ სხეულზე გამოიყოფა.

გრეიფუტიარის პროდუქტები, რომლებიც იძლევიან საწინააღმდეგო შედეგს, ანუ მათი მოხმარების შემდეგ გამოიყოფა ფერომონები, რომლებიც გამოიმუშავებენ სასიამოვნო და მიმზიდველ სურნელს. ფართოდ არის ცნობილი, რომ ასეთ ნივთიერებებს იყენებენ პარფიუმერიაში. იმისათვის რომ მივიღოთ ფერომონების ბუნებრივი ნაკადი სხეულიდან, რეკომენდებულია მივირთვათ: ჭინჭარი, ოხრახუში, ვაშლი, ციტრუსის ყველა სახეობა, აგრეთვე ნესვი, საზამთრო. ამ შემთხვევაში კანის სუნი იქნება უფრო ნაზი და სასიამოვნო.

ბროწეულიჩამოთვლილი პროდუქტიდან ჩანს, რომ აქაც იმარჯვებს გემრიელი და ჯანმრთელი საკვები. ის რაც რეკომენდირებულია სხეულის სასიამოვნო სუნისთვის, შედის სწორი კვების რაციონში. ხოლო ის, რაც იწვევს არასასიამოვნი სუნს, უმეტესად არ ითვლება სასარგებლო საკვებად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი უნდა ამოვიღოთ მოხმარებიდან, უბრალოდ გამოვიყენოთ ისინი გონიერების ფარგლებში.

წინა «
შემდეგი »