როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ?

  • avia
  • ოქტომბერი 16, 2018

frenaმსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, ახალი თავგადასვლები,  ხალხის, მათი კულტურისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა ალბათ თითოეული ჩვენგანის ოცდნებაა, თუმცა როცა საქმე  ოცნების განხორციელებაზე მიდგება, ერთი დიდი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს – მწირი ბიუჯეტი, ამიტომ ყველა ცდილობს მოგზაურობის რაც შეიძლება იაფი გზა იპოვოს.

გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალება ავტოსტოპია, თუმცა ხშირად სახიფათოც. ამასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო ავტოსტოპით მოგზაურობა თითქმის შეუძლლებელი და ამავდროულად  ალბათ საკმაოდ დამღლელიც.

თუ შენი ოცნების რეალობად გადაქცევას გეგმავ, მაშინ მსოფლიოს მოსანახულებლად ყველზე სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული საშუალება – თვითმფრინავი დაგჭირდება.

საქართველოში  ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროპის ქვეყებში მოგზაურობა ძალიან გამარტივდა, რადგან ვიზის გარეშე მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით არის შესაძლებელი შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა. მაგრამ ევროპაში ჩაფრენამდე,  დაბინავებმდე და ქვეყნის გაცნობამდე ავიაბილეთის შეძენა საჭირო. მართალია თვითმფრინავით მგზავრობა სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორებისა და რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია ავიაბილეთების ძალიან იაფად შეძენა.

პირველ რიგში მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვაა საჭირო რადგან, რაც უფრო ახლოს არის თქვენი გამგზავრების თარიღი, მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ ავიაბილეთი, ამიტომ გამგზავრებისთვის საჭირო ავიაბილეთები მინიმუმ სამი კვირით ადრე მაინც უნდა დაჯავშნოთ, რადგან რაც უფრო ნაკლები თავისუფალი ადგილია თვითმფრინავის სალონში, მით უფრო მაღალია ბილეთის ფასი.
კარგი იქნება თუ გამოიწერთ სასურველი ავიაკომპანიის გზავნილებს, რათა  პირველმა შეტყოთ მისი აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ.

შეეცადეთ შეიძინოთ გაფრენა / ჩამოფრენის ავიაბილეთები შუა კვირაში, რადგან ყველაზე იაფად ავიაბილეთებს სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ყიდიან, ყველაზე ძვირი კი ისინი დასვენების დღეებში და დღესასწაულებზე ღირს. ამასთან ერთად,  ავიაბილეთები საღამოს ან ღამის რეისებზე უფრო იაფი ღირს, ვიდრე დილის ან დღის ბილეთები.

გასათალისწინებელია რომ ავიაკომპანიები  არასეზონურ პერიოდში ბილეთებს ფასდაკლებით ყიდიან, ამიტომ  კარგი იქნება თქვენც მოგზაურობას ამ პერიოდში თუ დაგეგმავთ, რადგან  ასეთ დროს ბევრი არ გადის საზღვრებს გარეთ , შესაბამისად, ფასები არა მხოლოდ ავიაბილეთებზე, არამედ სასტუმროებზეც იკლებს.

ჩარტერულ რეისებზე გაუყიდავ ბილეთებს ტურისტული კომპანიები გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიტანენ ხოლმე გასაყიდად. ძირითადად ავიარეისბი კურორტებსა და პოპულარულ ქალაქებში სრულდება, ამიტომ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს და ასეთი ავიაბილეთების მოძიება ტუროპერატორების ვებგვერდზე სჯობს.

დღეს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა  აღარ წარმოადგენს პრობლემას თუ ცოტაოდენი ფული და რაღა თქმა უნდა  ინტერნეტრესურსიც გაქვს.

მშვიდობიან ფრენას და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

წინა «

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.