როგორ დავამზადოთ “ბეზე”?

  • An'na
  • April 19, 2014
  • 0

ბეზებეზე არის ტრადიციული ფრანგული დესერტი, რომელიც მზადდება კვერცხის ცილისგან და დამატებითი სხვა ინგრედიენტებისგან. ბეზეს ჰაეროვან მასას არაჩვეულებრივად ერწყმევა სქელი შიგთავსი, თუმცა იგი უამისოდაც ძალიან გემრიელი დესერტია.

 

 

ინგრედიენტები:

  • 3 დიდი კვერცხის ცილა
  • 3/4 ჭიქა შაქრის პუდრა
  • 1/8 ჩაის კოვზი ღვინის  ნაღები
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • მწიკვი მარილი

 

ნაბიჯი 1 – ბეზე :

გავამზადოთ ღუმელი და ლითონის ლანგარი. გავახუროთ ღუმელი 150 გრადუსამდე. ლანგარზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, რათა არ მიიკროს.

 

ლანგარი

ნაბიჯი 2 – ბეზე:

ავთქვიფოთ მარილი და კვერცხის ცილა, შემდეგ ათქვეფილი მასა გადავიტანოთ მეტალის ჯამში. ავთქვიფოთ მარილი და კვერცხის ცილა მიქსერით ან ხელის სათქვებით, სანამ იგი არ აქაფდება.

  • დარწმუნდით რომ ჯამი არის სუფთა და ამავდროულად მშრალი, რადგან წყლის ერთი  წვეთიც კი ხელს შეუშლის ბეზეს აქაფებას.

ჯამი

ნაბიჯი 3 – ბეზე:

გავაგრძელოთ ათქვეფა და ნელ-ნელა დავამატოთ თითო ჩაის კოვზი შაქარი. ცილა უნდა გამაგრდეს. გააგრძელეთ შეუჩერებლივ ათქვეფა.

 

ათქვეფა

ნაბიჯი 4 – ბეზე: 

დავამატოთ ღვინის ნაღები და ვანილი.გავაგრძელოთ ათქვეფა სანამ ბეზე არ გახდება მბზინავი და მაგარი.

თუ თქვენ გადაატრიალებთ ჯამს და მასა არ გამოიღვრება, ესე იგი ბეზე მზადაა. ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი შოკოლადი, კაკაო, ხილის ნაჭრები ან სხვა ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით.

 

ბეზე ჯამში

ნაბიჯი 5 – ბეზე:

გადაიტანეთ ლანგარზე თითო ჩაის კოვზი მასა. გადმოიტანეთ მთელი მასა, სანამ ჯამი არ დაიცლება, ისე რომ ლანგარზე მათ შორის მანძილი იყოს 2.5 სანტიმეტრი.

  • იმისათვის რომ ბეზეს მისცეთ ლამაზი ფორმები, გამოიყენეთ კულინარიული პაკეტი. მისი დახმარებით ბეზეს მისცემთ ნებისმიერ ფორმას, მაგ: ვარსკვლავის.
  • მოაყარეთ ბეზეს შაქრის პუდრა, კაკაო ან სხვა.

ბეზეს მომზადება

ნაბიჯი 6 – ბეზე:

შევდოთ ლანგარი ღუმელში და გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. გამორთვის შემდეგ 1-2 საათი დატოვეთ გამორთულ ღუმელში და შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან.

 

ბეზე

ნაბიჯი 7 – ბეზე:

ბეზე მზად არის საჭმელად. დახურულ სივრცეში მისი შენახვა შეიძლება 4 დღის მანძილზე.

მომზადებულია wikihow.com-ის მიხედვით

 

წინა «
შემდეგი »