როგორ ავირჩიოთ საკუთარი სტილი?

  • An'na
  • January 11, 2018
გრძნობთ, რომ ცვლილება გჭირდებათ? ან იქნებ თქვენ სტილს საკმაოდ უნიკალურად არ თვლით?  თუ გრძნობთ, რომ ახალი სტილი გჭირდებათ და არ იცით როგორ, მაშინ გააგრძელეთ კითხვა!

როგორ ვიყოთ მოდურები ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე?

  • An'na
  • January 7, 2018
იაფიან მაღაზიებში სიარული შეიძლება ნამდვილ ხელოვნებად გარდაიქმნას. თუ ერთხელ დაეუფლებით ამ ხელოვნებას, შეძლებთ გარდერობი გაავსოთ საყვარელი და ხელმისაწვდომი ტანსაცმლით, რომელიც თქვენ უნიკალურ პიროვნულობას და სტილს გამოხატავს. უამრავი გზა არსებობს ბიუჯეტის ფარგლებში საშოპინგოდ, თუმცა რამდენიმე ექსპერიმენტი დაგჭირდებათ, რომ თქვენთვის შესაფერისი გზა აირჩიოთ იაფიანი ტანსაცმლის საყიდლად.

როგორ ჩავიცვათ მომხიბვლელად ზამთარში?

  • An'na
  • January 6, 2018
ზამთარი მოდისთვის ყველაზე რთული სეზონია. ძალიან ცივა და ტანსაცმლის მრავალი ფენა ჩვენს ფიგურას მალავს და ართულებს ვინმესთვის თავის მოწონებას. ამ პატარა ხრიკებით თქვენი ზამთარი არც ისე ცუდი იქნება.  

როგორ დავამზადოთ პუდრა და ტონალური?

  • natali_211
  • September 26, 2016
ხშირად არის ისეთი მომენტები, როდესაც ხელიდან გვივარდება პუდრა ან სხვა მაკიაჟის გასაკეთებელი პროდუქტი, რომლის შემდეგაც ისინი ტყდება ან მაკიაჟის გასაკეთებლად უვარგისი ხდება. ასეთ დროს გვიწევს ჩვენი კოსმეტიკის განახლება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და შეიძლება კონკრეტულ დროს მათი შესაძენი თანხა არც კი გაგვაჩნდეს.

როგორ ვიყოთ ფერმკრთალნი?

  • themoongirl
  • November 12, 2015
ფერმკრთალი კანი ამ წლის ძალზედ პოპულარული თემაა. იგი ძალიან ელეგანტურად და ლამაზად წარმოაჩენს გოგონებს. ბევრ ქვეყანაში ასეთი კანის მქონე გოგონები სილამაზის ეტალონადაც კი ითვლებიან. ამიტომ ამ სტატიაში გაგანდობთ რამდენიმე ხრიკს თუ როგორ გვქონდეს ფერმკრთალი კანი (მხოლოდ არა ისეთი როგორიც მითიურ ვამპირებს აქვთ).

როგორ შევარჩიოთ დეკორატიული კოსმეტიკა და ფერთა გამა?

  • lilien
  • January 13, 2015
დეკორატიული კოსმეტიკის ფუნქციაა სახის ლამაზი ნაკვტების გამოკვეთა და დეფექტების დაფარვა, თუმცა მაკიაჟის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია  სახის ტიპის, კანის ტიპის და ფერის, თვალების ფერის, თმის ფერის გათვალისწინება. ის, რაც უხდება შავგვრემანს, შესაძლოა არ მოუხდეს ქერას და პირიქით.

როგორ შევარჩიოთ ქუდი?

  • xFamE
  • January 10, 2015
ქუდის შერჩევისას მთავარია არ იყოთ მორცხვები და მოირგოთ ყველანაირი სტილის ქუდი, რომელზეც ფიქრობთ, რომ მოგიხდებათ ან გგონიათ რომ საერთოდ არ მოგიხდებათ და შეიძლება სასაცილოც იყოს. ჰკითხეთ საკუთარ თავს რა სტილის ქუდი გნებავთ უბრალოდ მზისაგან დამცავი, ელეგანტური თუ ქუდი რომელიც სიცივისაგან დაგიცავთ ან ამ ყველა ელემენტის მატარებელი?

როგორ მოვუაროთ ფერისმჭამელებს?

  • Mina Murray
  • September 11, 2014
ქალები და არა მარტო ქალები ხშირად უჩივიან ფორების გაფართოებას, რომელიც შავი წერტილებოვით ჩანს. ეს ფერისმჭამელებია. ხშირად მათი ანთებაც ცნდება ხოლმე. ეს არის კანის საცხის გაფართოებული სადინარები, რაც უმეტესად ცხიმიან და ნორმალური კანის ტიპს ახასიათებს. უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი მოვლენები.

როგორ მოვუაროთ ცხიმიან სახის კანს?

  • Mina Murray
  • September 10, 2014
სულ ცოტა, დღეში ორჯერ მაინც უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით. შეგიძლიათ საპნის მაგივრად გამოიყენოთ შემდეგი ნარევი: ერთნაირი რაოდენობის ხორბლის ქატო, საპნის ბურბუშელა, ჭვავის ფქვილი ჩაყარეთ პარკში, ააქაფეთ და ჩაუმატეთ ლიმონის, ან ძმრის წვეთი. საღამოს, დაბანის შემდეგ სახე სალიცილის სპირტით გაიწმინდეთ, ან შემდეგი შემადგენლობის ხსნარში დასველებული ბამბით:

როგორ წარმოიშვა ჯინსები?

  • natinati
  • July 15, 2014
დღესდღეობით შეიძლება ითქვას რომ ჯინსები ყველაზე მოდური ტანისამოსია. ქალს, მამაკაცს, ახალგაზრდას, ხანშიშესულს თუ ბავშვს, ყველას აცვია ჯინსის ქსოვილისგან შეკერილი სხვადასხვა სამოსი, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის ჯინსის ისტორია.

როგორ გავიკეთოთ “პირსინგი” და მისი მოვლის წესები?

  • tatatatusi
  • May 29, 2014
ბოლო ხანებში პირსინგით, ანუ სხეულის სხვადასხვა ადგილის გახვრეტით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ინტერესდებიან. ზაფხულის დადგომისა და ზღვის სეზონის მოახლოვებასთან ერთად პირსინგის მოდა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. თუმცა, მიუხედავად მისი მოდურობისა და აქტუალურობისა, სხეულის ამა თუ იმ ადგილის გახვრეტა და მათი სპეციალური სამკაულებით დამშვენება 21-ე საუკუნის აღმოჩენა სულაც არ გახლავთ. პირსინგის ისტორია […]

როგორ დავეუფლოთ მაკიაჟისა და ჩაცმის ხელოვნებას?

  • tatatatusi
  • April 30, 2014
ნებისმიერი ქალი თავს მეტ-ნაკლებად უვლის. სახლიდან გასვლისას კი მანდილოსანთა უმრავლესობა მაკიაჟს იკეთებს. იმისათვის რომ, გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდეთ, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას.

როგორ მოვუაროთ ხელებს?

  • gvantsa28
  • March 27, 2014
როგორც ცნობილია,  ქალის ასაკს, პირველ რიგში, გასცემენ ხელები. თქვენ შეგიძლიათ გაიკეთოთ ლამაზი ფრჩხილის ლაქი, ორიგინალური სამკაულები, მაგრამ მაინც ხელების საუკეთესო გაფორმებაა გლუვი კანი. მავნე ზემოქმედების ქიმიკატებმა, საყოფაცხოვრებო  პროცედურებმა, ამინდმა შეიძლება დააზიანოს ხელის კანი. განვიხილოთ საკითხი, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ხელის კანის სიგლუვე.

რატომ უნდა გამოვიყურებოდეთ ელეგანტურად ?

  • landa
  • March 13, 2014
აუცილებელია ქალი გამოიყურებოდეს ლამაზად, რადგან ის სილამაზის და დახვეწილობის ეტალონია. ჩაცმას და მაკიაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს. არ არის რაიმე მიზეზი საჭირო იგი სახლშიც ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ასე მგონია, რომ ყველა ქალი ლამაზია. ამ სილამაზეს კი მოვლა და მოწესრიგება სჭირდება. დიდი მნიშვნელობა და ყურადღება ექცევა ჩაცმის სტილს და ეს სტილი განისაზღვრება იმით თუ სად მიდის, როგორ […]

როგორ გავიკეთოთ მელირება/ომბრე სახლის პირობებში

  • naticha
  • March 10, 2014
მოგეხსენებათ თმის ფრანგული მელირება ამ სეზონის მოდის ტენდენციებს გარეთ არც წელს დარჩენილა, ის ისევე პოპულარულია როგორც გასული წლების განმავლობაში. ყოველდღიურად ინტერნეტ სივრცეში, თუ ტელევიზიის საშუალებით ხშირად ვაწყდებით ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომლებიც თავს იწონებენ არაჩვეულებრივი ოქროსფერ-თაფლისფერი მელირებით და ხშირად გაგვჩენია სურვილი თავადაც გვქონოდა ასე.