როგორ აღვნიშნოთ დედამიწის დღე?

  • An'na
  • იანვარი 14, 2016
დედამიწის დღის აღნიშვნა 22 აპრილს ხდება 1970 წლიდან. შემდეგ ის გახდა მსოფლიო მოვლენა, რომელიც 192 ქვეყანაში აღინიშნება. დედამიწის დასახმარებლად სპეციალური დღის დათმობა ამტკიცებს იმას, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენი პლანეტის მომავალზე. არ აქვს მნიშვნელობა, რისი გაკეთება მოგწონთ ყველაზე მეტად. დედამიწის დღეში ჩასართავად უამრავი გზაა. შეგიძლიათ დარგოთ ხე, მოამზადოთ საკვები ადგილობრივად მოყვანილი ბოსტნეულისგან, ასწავლოთ თქვენ ოჯახის წევრს, მოაგროვოთ ნაგავი […]

როგორ გავხადოთ ცხოვრება უფრო საინტერესო?

  • An'na
  • იანვარი 4, 2016
უმეტესი ჩვენგანი ცხოვრების იმ ეტაპზეა, როდესაც ან იმას ვაკეთებთ რაც გვიყვარს,ან ვმუშაობთ მის მისაღებად. თუმცა მოდის დრო როდესაც ეს ყველაფერი მოსაწყენი ხდება. სამუშაო მონოტონური ხდება, დასვენების დღეები საერთოდ არ არიან ამაღელვებელნი და ვგრძნობთ რომ ჩვენი ცხოვრება ჩიხში ემწყვდევა. როდესაც ეს ხდება, არის რაღაც ხერხები რითაც თქვენი ცხოვრება არ იქნება მხოლოდ ორშაბათი დღის მოსაწყენი სამუშაო. ის […]

როგორ მოვამზადოთ მიუსლი?

  • An'na
  • დეკემბერი 29, 2015
ეს პროდუქტი გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში შვეიცარიაში. მიუსლი გამოიგონა ექიმმა მაქსიმილიან ბირხენ-ბენერმა თავის კლინიკის პაციენტებისათვის. გავიდა დრო და მიუსლიმ მიიღო დიდი აღიარება. ფაქტიურად, მიუსლი წარმოადგენს საკვებს, რომელიც შედგება ნარევისაგან, რაშიც დამატებულია ხილის ნაჭრები, ნიგოზი და ჩირი.

როგორ მოვემზადოთ სამსახურის შემდეგი ცხოვრებისა და საპენსიო ასაკისათვის?

  • sona
  • დეკემბერი 23, 2015
იმისათვის რომ თქვენს ცხოვრებაში აქტიური კარიერის შემდგომ ღირსეული და დამსახურებული პერიოდით დატკბეთ, აუცილებელია სათანადოდ მოემზადოთ მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის ნანატრი წყნარი ცხოვრება სწრაფად გადაიზრდება მოწყენილობასა და დეპრესიაში.

როგორ დავიკლოთ წონაში ეფექტურად მკაცრი დიეტის გარეშე?

  • Palitra
  • დეკემბერი 23, 2015
ზედმეტი კილოგრამების მოშორება ბევრი ადამიანის ოცნებაა. ზოგიერთები ძალისხმევას არ იშურებენ, თავს იტანჯავენ “დიეტებით”, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, ან დაკარგულ კილოგრამებს მალევე ერთიორად ინაზღაურებენ. იმისათვის, რომ წონაში მარტივად დაიკლოთ სულ რამდენიმე ხრიკის ცოდნაც საკმარისია.

როგორ ვიყოთ ფერმკრთალნი?

  • themoongirl
  • ნოემბერი 12, 2015
ფერმკრთალი კანი ამ წლის ძალზედ პოპულარული თემაა. იგი ძალიან ელეგანტურად და ლამაზად წარმოაჩენს გოგონებს. ბევრ ქვეყანაში ასეთი კანის მქონე გოგონები სილამაზის ეტალონადაც კი ითვლებიან. ამიტომ ამ სტატიაში გაგანდობთ რამდენიმე ხრიკს თუ როგორ გვქონდეს ფერმკრთალი კანი (მხოლოდ არა ისეთი როგორიც მითიურ ვამპირებს აქვთ).

როგორ დავიკლოთ წონაში მარტივად ?!

  • ninua gvantsa
  • ნოემბერი 11, 2015
დღეს ინტერნეტ სივრცეში უამრავი დიეტა და რეცეპტები შეგვიძლია ვნახოთ წონის დაკლების შესახებ, რომელიც ჩვენი მხრიდან ბევრ შრომასა და კვების რეჟიმის დარეგულირებას მოითხოვს, მაგრამ… მოდიი პირდაპირ ვიტყვი-გვეზარება! არ გაგავაჩნია ნებისყოფა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

როგორ შევინარჩუნოთ სუფთა კანი?

  • nuca.niblia
  • მაისი 6, 2015
პირველი შთაბეჭდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი შეხვედრისას კი ადამიანის სულის შეცნობა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ყურადღებას მის გარეგნულ მახასიათებლებზე ამხვილებთ. ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი  სუფთა კანია, რომელიც მას ჯანსაღ იერს სძენს.

როგორ ყალიბდება თანკბილვა?

  • ioseb merabishvili
  • იანვარი 27, 2015
ცენტრალური იკლუზიის მდგომარეობაში კბილთა მწკრივების შეერთებას თანკბილვა ეწოდება. თანკბილვა შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. თანკბილვა ფიზიოლოგიურია თუ ნორმალურად მიმდინარეობს ღეჭვა, მეტყველება და სახე არ უშნოვდება. ასეთებია ორთოგნათიული, პირდაპირი ფიზიოლოგიური პროგნათია და ოპისტოგნათია.

როგორ დავისვენოთ და განვიტვირთოთ?

  • tatatatusi
  • იანვარი 22, 2015
დღევანდელი ჩვენი რეალური ცხოვრება ძალზედ დამღლელია, მუდმივად გადატვირთულნი ვართ, სამსახურიდან მოვდივართ და სახლშიც რა გამოლევს კიდევ საქმეებს. საბოლო ჯამში კი რასაც დასვენებას ვეძახით, ძირითადად ტელევიზორთან ყოფნაა და მეტი არაფერი. დასვენებისას საჭიროა, რომ მთლიანად დავისვენოთ, ანუ როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად.შემოგთავაზებთ რამოდენიმე სრული დასვენების მეთოდს.

როგორ დავაღწიოთ თავი კოშმარებს

  • tatatatusi
  • იანვარი 22, 2015
გამოკვლევებით დგინდება, რომ ხალხის 85 პროცენტს კოშმარები, წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც აწუხებს. ზოგ ადამიანს კი ყოველ მეორე დღეს ესიზმრება საშინელი სიზმარი. ასევე ყოფილა შემთხვევები როცა, ერთი და იგივე სიზმარი ადამიანს მთელი ცხოვრება არ აძლევდა მოსვენებას.

როგორ ვიმკურნალოთ ტუჩის ნახეთქებზე?

  • e11e
  • იანვარი 19, 2015
პაციენტთა უმეტეს ნაწილს ნახეთქი უვითარდება ქვედა ტუჩზე. უფრო ხშირია ცენტრალური ვიდრე პერიფერიული. დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანია ტუჩის ინდივიდუალური ანატომიური აგებულება. მაგ:. იმ ადამიანებს რომლებსაც ტუჩის ცენტრში აქვთ ღრმა ნაოჭი, ტუჩის ნახეთქები უფრო ხშირად უვითარდებათ.

როგორ დავადგინოთ ორალური კანდიდოზი?

  • e11e
  • იანვარი 14, 2015
ორალური კანდიდოზი – (რძიანა, მონილიაზი, ოიდიომიკოზი, სოორმიკოზი, ზედაპირული ბლასტომიკოზი, ლევუროზი, კანდიდოზური სტომატიტი) ფართოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. მკურნალობა არ იწვევს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. დაავადებას იწვევს Candida-ს გვარის სოკო, რომელიც ფართოდაა გავრცელებული. ბინადრობს ნიადაგში, ჰაერში, ხორცში, რძის ნაწარმში, ხილსა და ბოსტნეულზე. განსაკუთრების კარგად მრავლდაბა შაქრის შემცველ პროდუქტებში.

როგორ გადავურჩეთ გაციებას?

  • tatatatusi
  • იანვარი 11, 2015
მწველი ზაფხული დიდი ხანია მიიწურა და უკვე საგძნობლადაც აცივდა, სეზონის ცვალებადობას თან ახლავს სხვადასხვა ვირუსული დაავადებები, როგორიცაა: ტემპერატურის ცვალებადობა, ორგანიზმის სისუსტე, გრიპი და სხვა – მრავალ ჩვენგანს, განსაკუთრებით ბავშვებს, მოხუცებს და მათ, ვინც მანამდე შეუძლოდ იყო, გაციებამ დარია ხელი.

როგორ გავხდეთ კარგი ათლეტი?

  • zuka123
  • იანვარი 9, 2015
როგორ უნდა გავხდეთ წარმატებული ათლეტი? – დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა ყველა იმ ადამიანს აწუხებს, რომელსაც სურს გარკვეული წარმატება მიაღწიოს ცხოვრებაში სპორტის კუთხით.  რა თქმა უნდა თავიდანვე შეუძლებელია იყო კარგი ან თუმდაც შესანიშნავი შენს საქმიანობაში. მთავარია უკეთესობისკენ სწრაფვა და ყველაფერი თავისთავად მოვა.  შენ ყოველთვის შეგიძლია გაუმჯობესდე.

როგორ გავხდეთ იმბირის (ჯანჯაფილის) ჩაის მეშვეობით?

  • zviadii
  • დეკემბერი 27, 2014
იმბირის ნაყენის მოხმარებით შესაძლოა წონაში დაკლება ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მაგრამ სასურველ ეფექტს, რომ მივაღწიოთ საჭიროა იმბირის ჩაის დალევა ფიზიკური დატვირთვის თანხლებით და სწორი კვებით.
გვერდი 2; 14-დან«12345 » 10...ბოლო »