მას შემდეგ რაც Facebook-ს კონკურენტად Google+ მოევლინა, ფეისბუქის გუნდი ვებ–გვერდის დახვეწას და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებას აქტიურად ცდილობს, რაც ისედაც არ აკლდა Facebook-ს, მაგრამ როდესაც Google Inc არის შენი კონკურენტი მოდუნების საშუალება არ უნდა მისცე თავს, თორემ ადრე თუ გვიან აღმოაჩენ, რომ თურმე “გადაყლაპული ხარ” Google-ს მიერ.
არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ რაც Facebook-მა შეცვალა ინტერფეისი და მომხმარებელს ე.წ Timeline შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ Timeline ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ შეეგუა მას და ისევ ძველი ინტერფეისის დაბრუნება სურს.
Timeline-ს გათიშვის რამდენიმე ხერხი არსებობდა, მაგრამ 100% გამართულად არცერთი არ მუშაობდა (მათ შესახებ ჩვენთანაც ეწერა სტატიაში: როგორ გამოვრთოთ Timeline Facebook–ზე). ვინაიდან Timeline-ს გათიშვის სურვილით აღტკინებულ ადამიანთა რაოდენობა არ იყო მიზერული, ამიტომ თავად კონკრეტული ბრაუზერებისთვის დაიწერა დამატებები (add-on, extension) Timeline-ს გასათიშად.
სწორედ Timeline-ს გათიშვის აღნიშნულ მეთოდებს განვიხილავთ ამ სტატიაში. განხილული იქნება Timeline-ს გათიშვის მაგალითები Google Chrome-სა და Firefox–ზე.
Timeline–ს გათიშვა Google Chrome-ზე
1. გადადიხართ TimelineRemove-ს დასამატებელ ბმულზე (ბმული: TimelineRemove);
2. ამატებთ TimelineRemove-ს ქრომში “ADD TO CHROME” ღილაკზე დაჭერით;
3. გამოსულ ფანჯარაში აკლიკებთ დამატების ღილაკს “Add“;
4. გათიშეთ Chrome და ხელახალი ჩართვის შემდეგ შედით Facebook-ზე.
სულ ეს არის TimelineRemove დაყენებულია, თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ გათიშოთ და ჩართოთ TimelineRemove, Adress Bar-ის გასწვრივ მდებარე ხატულაზე დაკლიკების მეშვეობით.
თუ გადაწყვეტთ TimelineRemove-ს წაშლას Adress Bar-ის გასწვრივ მდბარე ხატულაზე დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი და გამოსულ მენიუში აირჩიეთ (Remove from Chrome) წაშლის ფუნქცია.
Timeline–ს გათიშვა Firefox-ზე
1. გადადიხართ TimeLineRemove-ს გადმოსაწერ ბმულზე (ბმული: TimeLineRemove);
2. იწერთ TimeLineRemove-ს “Download Now” ღილაკის მეშვეობით (ან უბრალოდ გამოსულ ფანჯარაში აკლიკებთ ღილაკს “Allow“);
3. Add-on-ის გადმოწერის შემდეგ აკლიკებთ ღილაკს “Install Now“-ს;
4. განაახლებთ (დაარეფრეშებთ) Facebook-ს და დაიბრუნებთ ძველ ინტერფეისს.
Firefox-ის შემთხვევაში TiemLineRemove უნდა გათიშოთ შემდეგნაირად Firefox > Add-ons და შემდეგ ვთიშავთ. Mac-ის შემთხვევაში Tools > Add-ons და შემდეგ ვთიშავთ.




კომენტარი