როგორ მოვიცილოთ “ფეხის სუნი”?

  • charlicharlicharli
  • აპრილი 29, 2014

ფეხის სუნიზაფხულის დადგომა ჩემთვის ტანჯვად იყო ქცეული, რადგან ძალიან მიოფლიანდებოდა ფეხები და ამ ოფლიანობისა და ბუნებრივად წარმოქმნილი სუნის გამო ხშირად ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი.

მსგავსი სიტუაცია რა თქმა უნდა არავის სიამოვნებს, ამიტომ უამრავი რამ ვცადე ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაწყებული ხალხური მაზებიდან დამთავრებული საკმაოდ ძვირიანი მედიკამენტებით, მაგრამ საბოლოო და სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე, თუმცა შემთხვევით გავიგე მეთოდი რომლის დახმარებითაც ამ საშინელებას თავი დავაღწიე. ეს მეთოდი მარტივი და შეიძლება ითქვას საკმაოდ იაფია.

მკურნალობისთვის დამჭირდა 2 შეკვრა მუხის ქერქი (აფთიაქში ნაყიდი) და ბორის მჟავა 10 პაკეტი. დილით ტერფებზე ვიფრქვევდი ბორის მჟავას. ფხვნილს ვისვამდი მსუბუქი მოძრაობით (შეზელა არ შეიძლება) ისე, რომ თანაბრად გადამენაწილებინა ტერფის ზედა მხარეს და თითებს შორისაც. შემდეგ ვიცვამდი წინდებს და ასე დავდიოდი მთელი დღე. სუნისაღამოს ფხვნილს ჩამოვიბანდი ხოლმე თბილი წყლით. დაძინების წინ, ფეხზე  ვიყრიდე წმინდად დაფქულ მუხის ქერქს, ვიცვამდი სუფთა წინდებს და მთელი ღამე მეძინა წინდებით. დილით ფეხებს ცივი წყლით ვიბანდი. ასე ვაკეთებდი 10 დღე და საუკეთესო შედეგი მივიღე.

ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს და ვინაიდან ვიცი თუ რა ცუდი შეგრძნებაა ის ფაქტი რომ შეიძლება “ფეხის სუნის” გამო საკმაოდ მრავალრიცხოვან აუდიტორიაში შერცხვე, ამიტომ მინდა ეს რჩევა იმ ხალხს გავუზიარო ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, მისდიეთ ჩემს რჩევას და აუცილებლად დააღწევთ თავს ამ უსიამოვნო მოვლენას.

წინა «
შემდეგი »

ზაფხულის დადგომა ცჰემთვის სატანჯველად იყო ქცეული,რადგან ძალიან მიოფლიანდებოდა ფეხები და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი.ამ საშინელებას თავი დავღწიე მუხის ქერქის მეშვეობით. მკურნალობისთვის დამჭირდა 2 შეკვრა მუხის ქერქი (აფთიაქში ნაყიდი) და ბორის მჟავა 10 პაკეტი. დილით ტერფებზე ვიფრქვევდი ბორის მჟავას. ფხვნილს ვისვამდი მსუბუქი მოძრაობით (შეზელა არშეიძლება) ისე, რომ თანაბრად გადამენაწილებინა ტერფის ზედა მხარეს და თითებს შორისაც. სემდეგ ვიცვამდი წინდებს და ასე დავდიოდი მთელი დღე. საღამოს ფხვნილს ჩამოვიბანდი ხოლმე თბილი წყლით. დაძინების წინ,ფეხზე ვიყრიდე წმინდად დაფქულ მუხის ქერქს, ვიცვამდი სუფთა წინდებს და მთელი ღამე მეძინა წინდებით. დილით ფეხებს ცივი წყლით ვიბანდი. ასე ვაკეთებდი 10 დღე და საიკეთესო შედეგი მივიღე. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს, მისდიონ ჩემს რჩევას და აუცილებლად დააღწევენ თავს ამ უსიამოვნო სიმპტომს.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.